15 თებერვალი 2020, 13:25 / სანდო წყარო

ირმა ნადირაშვილი: „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა

„სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ამ ბიზნესით უკვე „სითი პარკის“ ნაცვლად კალაძე და მისი გარემოცვა სარგებლობდა. 

„მერიამ გადასახადების გადამხდელთა ფული გადაიხადა პირგასამტეხლოდ, ანუ 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა ჯარიმის სახით იმიტომ, რომ თავის დროზე „სითი პარკთან“ დაარღვია კონტრაქტი. კახა კალაძე აცხადებდა, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა ამ კონტრაქტის გაწყვეტა და წინასაარჩევნოდ იძლეოდა ამ დაპირებებს. ახლა აღმოჩნდა, რომ სწორედ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს „სითი პარკისთვის“. ასევე, თბილისელებისთვის არაფერი გაუმჯობესებულა, როგორც „სითი პარკი“ აჯარიმებდა და გადაჰყავდა საჯარიმოზე, ასე ხდება ახლაც. არ შესრულდა დაპირება, რომ ავტოგასამართი სადგურები მოეწყობოდა, ინფრასტრუქტურაში საერთოდ არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა და „სითი პარკმა“ სასამართლოში წარდგენილი საჩივარი უკან გაიხმო. შესაბამისად, მან  საარბიტრაჟო დავაზე უარი განაცხადა.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 14:27

COVID19

62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, შესაძლოა, საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერონ

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საჩხერის მერია

05 აპრილი 2020, 14:26

COVID19

საჩხერის მერიაში აცხადებენ, რომ მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა

მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით ხდებოდა, - ამის შესახებ საჩხერის მერის მოადგილემ, ოთარ ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერს, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, რომელთაც საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ომიაძე ამბობს, რომ უწყება დიდი ხანია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, თუმცა რამდენიმე დღის წინ მერი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.

ეკლესია დისტანცია

05 აპრილი 2020, 14:21

COVID19

ტაძრებში საკვირაო წირვაზე მრევლს შორის დისტანციას სასულიერო პირები აკონტროლებდნენ

მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა განსაცდელშია, და იმედი გამოთქვა, რომ აღდგომამდე ვითარება დასტაბილურდება და დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ტრადიციისამებრ აღნიშნავს. არქიმანდრიტმა, მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.

მეუფე დავითი

05 აპრილი 2020, 14:04

საზოგადოება

მეუფე დავითი: როგორი იქნება სააღდგომო ლიტურგია, ამას ღმერთი გამოაჩენს

ალავერდის მამათა მონასტერში საკვირაო წირვა-ლოცვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ორმეტრამდე დისტაციის დაცვის მიზნით ტაძარში მოსულ მრევლს სპეციალური მონიშვნები დახვდა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

Hyundai

05 აპრილი 2020, 13:56

COVID19

კორონავირუსის გამო Hyundai-მ ლოგო შეცვალა

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით ლოგო შეცვალა. ახალი ლოგო კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნდა. ლოგოს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად სოციალური დისტანცირება მიიჩნევა, Hyundai-ის ლოგოზე კი ორი ადამიანის ხელის ჩამორთმევაა ასახული.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 13:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა OPEC-ი გააკრიტიკა

OPEC-ი უკანონო სტრუქტურაა, რომელიც თავს ინადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთელი ცხოვრება ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოვდიოდი. ეს არის უკანონო სტრუქტურა, კარტელი, მონოპოლია. OPEC-ი უსამართლოდ ექცევა ამერიკას“, -აღნიშნა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერი მზადაა, რომ იმპორტირებულ ნავთობზე გადასახადი გაზარდოს.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 13:46

COVID19

აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანას ფილტვების ვენტილაციის აპარატები არსებული რაოდენობა არ ეყოს, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს არაა გამორიცხული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

05 აპრილი 2020, 13:44

COVID19

საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში, იზოლაციაში რჩება. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პროტოკოლის მიხედვით, მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რესპუბლიკური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 13:07

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი, მათ შორის ერთი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი, მათ შორის ერთი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.

ჰეზბოლა

05 აპრილი 2020, 13:07

მსოფლიო

ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ ალი იუნესის ცხედარი სოფელ ჯებჩიტში მის ავტომანქანაში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს

05 აპრილი 2020, 12:46

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისაღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზეოპერატიულად რეაგირებს.სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ.კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

საგარეო

05 აპრილი 2020, 12:46

COVID19

საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დამატებითი რეისები დაინიშნა

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე. მოქალაქეები ორგანიზებულად დაბრუნდნენ შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 12:43

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის კიდევ 52 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 822 შეადგინა. ვირუსმა სომხეთში უკვე 7 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 57 პაციენტი. 14 აპრილიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ცარიელი დახლები

05 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტების მიერ გავრცელებულ დასკვნაში.

სამების საკათედრო ტაძარი

05 აპრილი 2020, 12:33

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქი ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ ესწრება. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებიან. მრველს ქადაგებით არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიმართავს. Imedinews-ს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომ პატრიარქი წირვას სამშაბათს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს.

მედალფა ბათუმი

05 აპრილი 2020, 12:19

COVID19

აჭარაში საკარანტინო ვადის ბოლო დღეს 80 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდგინდა 80 წლამდე ქალს, რომელიც ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან კონტაქტში ყოფნის გამო კარანტინში იმყოფებოდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 11:50

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე, დანარჩენ ინფიცირებულებთან ვითარება სტაბილურია. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორსული, რომელიც 23-ე კვირაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა, ასეთივე მდგომარეობაა 19 წლის ორსულთანაც.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 11:35

COVID19

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს ნიუ ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი.

NBA

05 აპრილი 2020, 11:23

COVID19

NBA ნიუ-იორკის შტატს მილიონ სამედიცინო ნიღაბს გადასცემს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA), საკალათბურთო კლუბები „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ბრუკლინ ნეთსი“ ნიუ-იორკში ჩინეთის გენერალურ კონსულთან, ჰუან პინთან ერთად შტატის სამედიცინო სამსახურებს მილიონ სამედიცინო ნიღაბს გადასცემს. ამის შესახებ Twitter-ზე შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო წერს.

შსს

05 აპრილი 2020, 11:10

COVID19

შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული ქვეყნის მასშტაბით სპეციალური ხსნარებით მუშავდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პერმანენტულ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოებს, მათ შორის, საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამუშაოები მასშტაბურია და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი