imedi /  16 თებერვალი 2020, 14:32 / სანდო წყარო

კლაუდია როთი: მე ვიტყოდი, რომ ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, შეყვარებული ვარ საქართველოზე

კლაუდია როთი

კლაუდია როთი

„მე ვიტყოდი, რომ ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ამ შესანიშნავ ქვეყანასა და ხალხზე“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა კლაუდია როთმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მიუნხენში, 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როთმა საქართველოსთვის მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გერმანელებმა, ევროპელებმა უნდა გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა იმ ცვლილებებისა და გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა რუსულ ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას.

კლაუდია როთმა აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული, ხალხს იტაცებენ დ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 

„მე ვიყავი იქ. იმ ადგილს საზღვარს ვერ დავარქმევ, რადგანაც ის საქართველოს ფარგლებშია. მე ვესაუბრე ხალხს, რომელიც ტიროდა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რომლებსაც იტაცებენ.

ჩვენ, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში საქართველოს ენიჭება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ“, - განაცხადა კლაუდია როთმა. 

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების

„ის წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე ითვლება საარჩევნო უბნებზე, ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა ბათუმელებს, მადლობა აჭარის მცხოვრებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონკრეტული პროცესით, კონკრეტული არჩევნებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ იმ შედეგებს, იმ პროგრესს, რომელიც გვქონდა ჩვენი ხელისუფლების მართვის დროს. და, რა თქმა უნდა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების. ამავე დროს, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები იქნას შესაბამისად გაფორმებული და, ბუნებრივია, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია ამ კონკრეტული პროცესის“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გოგა ხაინდრავა

31 ოქტომბერი 2020, 23:33

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: იმ დროს როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღამ ისევ გააჩერა ევროპა, საქართველომ წარმატებული, მშვიდი არჩევნები ჩაატარა

პანდემია რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, უმძიმესი განსაცდელია და მე მგონი დღეს ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ ჩვენ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მშვიდად ჩაივლის

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თბილისის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ეს ტექნიკური ხარვეზი ხმების დათვლის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი სამხედროების უმეტესობამ არჩევანი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა

„გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის მაზარ-ი-შარიფის უბანი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი-ქაბულის ბაზა. აქ აიღო „ქართულმა იცნებამ“ 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართული ჯარის, ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან ემოციურიც. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის და ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და ქართული ჯარის გაძლიერებაზე.

31 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი მაჟორიტარები. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

ამირან სალუქვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:07

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: გარდა კანონისა, არსებობს იარაღის ტარების ეთიკა

27 წელი ვიმსახურე 2 სტრუქტურაში, თავდაცვასა და დაზვერვაში. ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს: ყოფილ მინისტრებს, გენერლებს, სარდლებს, ოფიცრებს და ჩემი უზარმაზარი სამეგობროდან იშვიათად თუ დაინახავთ ვინმეს, რომელიც ქუჩაში იარაღს ატარებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თიკო რუხაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:04

საზოგადოება

თიკა რუხაძე: ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა არავის აწყობს

„ყველას ვულოცავ, ვინც კანონით და ადამიანური მორალით და სინდისით ჩაატარა წინასაარჩევნო კომპანია. ჩვენ ყველას ვუსმენდით და ვისაც ვის უნდოდა, იმას აძლევდა ხმას. არანაირ ძალდატანებაზე, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო მე ეს არ მომისმენია. მაგრამ ერთი-ორი გამოვლინება იყო, რასაც მე დღეს ვუყურე, მე ვნახე, რომ სამოქალაქო სექტორმა ძალიან ცუდი შეფასება გააკეთა ამისი. არ შეიძლება უკვე ჩვენი ტიპის ევროპული კურსის ქვეყანაში ასე ველაპარაკოთ საზოგადოებას“, - განაცხადა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 22:59

პოლიტიკა

ცესკო არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, გამთენიისას გამოაქვეყნებს

არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს ცესკო სავარაუდოდ, 1-ელ ნოემბერს, დილით, 06:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

31 ოქტომბერი 2020, 22:54

პოლიტიკა

საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა კი პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი შევიდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საჩივართა უმრავლესობა ისეთ პროცედურულ ხარვეზებს ეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 22:38

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ქართველ ხალხს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვან მიღწევას ვულოცავ

„მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ხმის მიცემით განსაზღვრა ჩვენი ერის მომავალი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.

ია მეტრეველი

31 ოქტომბერი 2020, 22:34

საზოგადოება

ია მეტრეველი: 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“, არ მეგონა

„ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ მომხრე. რაც შეეხება „ევროპელებს“, ეს აბსოლუტურად მისაღებია, 3%-იც ზედმეტია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამარჯვებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა დღეს. კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა და ეს არჩევნები ჩვეულებრივი არ არის. ეს არის დიდ ბოროტებას, სიბნელესა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის არჩევანი და სწორედ დღეს ხალხმა აირჩია ნათელი მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მეტრეველმა.

31 ოქტომბერი 2020, 22:33

პოლიტიკა

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 970 540 ამომრჩეველი (56,11%) მივიდა

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 970 540 ამომრჩეველი (56,11%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:32

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: დამარცხდი? - მიულოცე! ეს ის კულტურაა, რომელსაც ჩვენგან ევროპის ქვეყნები ითხოვენ

„მარცხის დროს ზეიმი გაუგებრობაა, მაგრამ ღირსეულად მარცხი ასეთი მაიმუნობის გარეშე ეგ კიდევ სხვა კულტურაა, ეს ის კულტურაა, რომელსაც ითხოვენ ჩვენგან ევროპული ქვეყნები. დამარცხდი?! მიულოცე მეტოქეს და ჩამოართვი ხელი, ძალით რომ გააკეთებინებს სააკაშვილს. ეს დასავლური კულტურაა, რომლისკენაც ჩვენც უნდა მივდიოდეთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეგიონებში, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ

„17 უბანი არის დათვლილი უკვე ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი - 52, 02%. 2 უბანი არის დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69, 32%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში არის დათვლილი 1 უბანი - ბეჟან წაქაძე 68,84% და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი 3 უბანი. ვასილ ჩიგოგიძე - 62,61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობაბხიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: კაცი რომ ყოფილიყო, თავიდანვე იტყოდა რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ამის თქმა ვერ გაბედა, რადგან იცოდა რომ წააგებდა

რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

​ნილ ნიუჰაუსი 
Public Opinion Strategies-ის პარტნიორი

31 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის პარტნიორი ნილ ნიუჰაუსი: დღევანდელი ეგზიტპოლებით, „ქართული ოცნება“ უდავო გამარჯვებულია

დღევანდელი ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ არის უდავო გამარჯვებული, - ეს განცხადება Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა ნილ ნიუჰაუსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

31 ოქტომბერი 2020, 21:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

მესტიის 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჯამში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 59%-ზე მეტია და აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები და რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არც რაიმე სახის საჩივარი უბნებზე არ დაწერილა.

გიორგი შენგელია

31 ოქტომბერი 2020, 21:48

რეგიონი

გიორგი შენგელია: ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა

ეგზიტპოლები ადასტურებს რომ ჩვენმა პოლიკურმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია. რასაც ვულოცავ ჯერ ქართველ ხალხს და შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.

არჩევნები შიდა ქართლი

31 ოქტომბერი 2020, 21:46

რეგიონი

არჩევნებმა შიდა ქართლში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

351-მა მოქალაქემ გადასატანი ყუთით ისარგებლა მე-15 ოლქში, ხოლო მე-16 ოლქში გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით საოლქო კომისიას 173-მა ამომრჩეველმა მიმართა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება

„ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, რადგან 8 წელი ელოდა რევანშს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას მოახერხებდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ახლა სრული აგონია აქვთ. სახეებზე შეხედეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მათ რეაქციებს. მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.