imedi /  17 თებერვალი 2020, 15:29 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე: თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, ირაკლი შოთაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით პერფორმანსი გამართეს. 

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს, ჰქონდათ შესაძლებლობა, კითხვები დაესვათ. მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდეგ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები თავად არიან შეურაცხყოფილები. ეს არის ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველაო, ნათქვამია. ჩემი პოზიციაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ესაა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

კომიტეტის სხდომა ნახევარი საათის დაგვიანები, 14:30 საათზე დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილმა ინციდენტმა გამოიწვია. 

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს.

ყველა სიახლე

ტუნისი რობოტი

05 აპრილი 2020, 00:53

COVID19

ტუნისში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შესრულებას რობოტები აკონტროლებენ

თუ რობოტი ცარიელ ქუჩაზე ადამიანს შენიშნავს, ის მას უახლოვდება და კითხულობს რატომ გამოვიდნენ სახლიდან. ადამიანმა რობოტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარუდგინოს, რათა აპარატის ოპერატორმა ის შეამოწმოს.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ყველაზე რთული სცენარისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ, ამიტომაც ვართ საუკეთესო სცენარში

მთავრობა მაქსიმალურად ემზადება ყველაზე რთული სცენარისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს განაცხადა. „არ ვიტყოდი უარესი, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული სცენარისთვის ვემზადებით. ამ სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი.

კატა

05 აპრილი 2020, 00:30

COVID19

უხანში კატამ, რომლის პატრონებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, სახლში მარტომ 40 დღე გაატარა და იმშობიარა

ბრიტანული ჯიშის კატის, ლე ლეს ოჯახის შვიდივე წევრს დიაგნოზი 25 იანვრამდე დაუსვეს. მაშინ ცხოველი ორსულობის ბოლო დღეებზე იყო, თუმცა ოჯახის უფროსს მასზე ზრუნვა არავისთვის უთხოვია, რადგან შიშობდა, რომ ბინაში შესვლის შედეგად ადამიანებიც დაინფიცირდებოდნენ.

ენდრიუ კუომო

05 აპრილი 2020, 00:23

COVID19

ნიუ-იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ლონგ აილენდსა და ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

ეკატერინე ტიკარაძე

05 აპრილი 2020, 00:10

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი დაასახელა

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.

04 აპრილი 2020, 23:57

COVID19

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისი რამდენიმე წუთის წინ დაეშვება, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფება. აეროპორტში მგზავრებს სპეციალური აღჭვილობით მედიკოსები დახვდნენ. ადგილზე შემოწმების შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ. თუ რომელიმე პირს მაღალი ტემპერატურა დაუფიქირდა, კლინიკაში გამოიკვლევენ.

დუეინ ჯონსონი

04 აპრილი 2020, 23:49

COVID19

დუეინ ჯონსონმა ხელების სწორი დაბანის შესახებ იმღერა. ვიდეო

კადრებზე ჩანს, როგორ უმღერის მხოლოდ პირსახოცში გამოწყობილი ჯონსონი თავის პატარა ქალიშვილს ტიას სიმღერას მულტფილმიდან „მოანა“, რომელშიც მან ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. მისი თქმით, ტია სიმღერის შესრულებას მას ყოველ საღამოს სთხოვს.

ნიკოლოზ გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 23:25

COVID19

ნიკოლოზ გამყრელიძე: წამლის მარაგები იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი

„გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს, წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება", - ასე აფასებს „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე მედიკამეტებისა და ზოგადად სამედიცინო დანიშნულების საგნების მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას.

თენგიზ ცერცვაძე

04 აპრილი 2020, 23:05

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მანქანაში, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება

როდესაც რაღაც შეზღუდვა გამოდის, იქ შენ ვერ გაწერ, რომ მანქანაში, უკან შეიძლება სამი კაცი დაჯდეს, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან და მაინც ერთად ცხოვრობენ, - ასე ახსნა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის ახალი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა. სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ პატრულმა რა იცის, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ უცხო ადამიანები, როდესაც მანქანაში სამ ადამიანს ხედავს.

04 აპრილი 2020, 23:00

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

04 აპრილი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს

შეიცავს თუ არა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებს ერთი კოვზით ზიარების წესი და სააღდგომო ლიტურგიის ძველი სტილით ჩატარება, ამ საკითხებზე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ილაპარაკა.

დავით ზალკალიანი

04 აპრილი 2020, 22:43

COVID19

საქართველოს მოქალაქეები ავსტრიის დახმარებით ნიგერიიდან გამოიყვანეს

დღეს საქართველოს 5 მოქალაქე ავსტრიის დახმარებით ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიას მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის.

04 აპრილი 2020, 22:32

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან COVD 19-ით ინფიცირებული გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც COVD 19 დაუდასტურდა. კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს. შუახნის კაცი ცხელების ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა შეიყვანეს.

თენგიზ ცერცვაძე

04 აპრილი 2020, 22:25

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: აშშ-სა და ჩინეთს არ ჰყოფნის ნიღბები და სხვა საშუალებებები, ამ ფონზე ჩვენი ეკიპირების მარაგი ცუდი არ არის

მისი განცხადებით, მაგალითად ამერიკას და ჩინეთს არ ჰყოფნის ნიღბები და სხვა საშუალებები, უჭირს მსოფლიოს და ამ ფონზე ორი კვირის მარაგი ცოტა არ არის, კრიზისის ნიშნები კი არ შეიმჩნევა, მით უმეტეს, ნიღბების წარმოება უკვე აეწყო; საკმაოდ მასობრივი გამოშვება დაიწყი დამცავი საშუალებების და შესაძლოა, ექსპორტზეც კი გავიდეს.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 22:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით

ძირითადად, გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი არის საყურადღებო.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 22:10

COVID19

კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. „სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა კოვიდის კიდევ ორი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გვაქვს 159 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბესიკ ამირანაშვილი

04 აპრილი 2020, 21:50

რეგიონი

ბესიკ ამირანაშვილი: კორონავირუსზე ინფორმაციას ვთარგმნით და ვაწვდით სომხურენოვან მოსახლეობას

კორონავირუსზე ინფორმაციას ვთარგმნით და ვაწვდით სომხურენოვან მოსახლეობას. ორი სომხურენოვანი ტელევიზია გვაქვს. სოფლის რწმუნებულები კონტაქტში არიან მოქალქეებთან. მოქმედებს აკრძალვები სამგლოვიარო სუფრებზე და ქორწილებზე. ყველას აქვს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაურ დარგალი

04 აპრილი 2020, 21:46

რეგიონი

მარნეულის მერი: ორშაბათიდან ქალაქში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი იწყება

მარნეულში პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგი 105 ათას ადამიანს ჩაუტარდა. აქედან 55 ჰქონდა სიცხე. საეჭვო იყო 15 პაციენტი. ანალიზები აუღეს და კორონავირუსი არ დადასტურდა, - ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

04 აპრილი 2020, 21:25

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: დაინფიცირებული სპორტსმენის 54 კონტაქტია გამოვლენილი

მისი თქმით, გამოვლენილია 54 კონტაქტი, აქედან 16 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენებზე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს ჯანდაცვის მუშაკებმა. „ამჟამად, დღეის მდგომარეობით ტრადიციული სარიტუალო ღონისძიებები მხოლოდ ოჯახის წევრებით შემოიფარგლება და მრავალრიცხოვან შეკრებებს ადგილი არ აქვს.

კორონავირუსი

04 აპრილი 2020, 21:19

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.