imedi /  17 თებერვალი 2020, 18:59 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე: არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

ნარკოდანაშაული არის პრობლემატური საკითხი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნარკოტრაფიკთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოდანაშაულს უნდა ძალიან კომპლექსური მიდგომა და აქ მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალურ ტრაფიკზე და ნარკოტიკების გამსაღებლებზე მუშაობა. „დღეს საქართველო არის როგორც ევროპოლის, ისე ევროჯასტის წევრი. ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს აქვთ პირდაპირი შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე“, - განაცხადა შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ ბრძოლა. „პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი. არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. არ უნდა მიიღოს სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ის, როცა ნარკორეალიზატორი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამხელს ქსელის სხვა წარმომადგენლებს. ასევე შესაძლებელია ნარკორეალიზატორების მიმართ სანქციების დამძიმება, ვინაიდან ამ შემთხვევაში სანქციის სიმძიმე არის ის პრევენციული მექანიზმი, რაც დამნაშავეებს დააფიქრებთ, რამდენად უღირთ ჩაერთონ ამ უკანონო საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

კომიტეტის სხდომა ნახევარი საათის დაგვიანები, 14:30 საათზე დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილმა ინციდენტმა გამოიწვია.

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო

24 სექტემბერი 2020, 15:50

მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩემი ინაუგურაცია საიდუმლო არ ყოფილა და არჩევნების აღიარება არასდროს არავისთვის გვითხოვია

ინაუგურაცია საიდუმლო არ ყოფილა, რადგან ცერემონიალზე 2 000 სტუმარი იყო დაპატიჟებული - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი განცხადებით, მინსკი არ არის ვალდებული, პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ ვინმეს წინასწარ შეატყობინოს. „ჩვენ ვიცით, რა პოზიცია აქვთ მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს. გუშინდელ ინაუგურაციასთან დაკავშირებით არის წყენა, თუ ერთგვარი პრეტენზიები, რომ ჩვენ არ შევატყობინეთ ცერემონიალის შესახებ პოლონეთს, ლიეტუვას, უკრაინას, ჩეხეთს ან ვინმე სხვას. მგონი, კანონით, ჩვენ დასავლეთის ქვეყნები და არც სხვა ვინმე არ უნდა გაგვეფრთხილებინა. ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

24 სექტემბერი 2020, 15:49

ეკონომიკა

უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზა ავტოტრანსპორტისათვის უკვე გახსნილია. 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4 ზოლიანი გზაა. მთლიანი პროექტი ოქტომბრის ბოლოს ჩაბარდება და 13-ივე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.

ალექსანდრე ლუკაშენკო

24 სექტემბერი 2020, 15:47

მსოფლიო

ლუკაშენკო: ბელარუსი ვალდებული არ იყო ვინმე წინასწარ გაეფრთხილებინა ინაუგურაციის ჩატარების შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ზოგიერთი სახელმწიფოს საყვედური იმის თაობაზე, რომ მისი ინაუგურაცია საიდუმლოდ გაიმართა.

24 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

ირმა ჭკადუა

24 სექტემბერი 2020, 15:38

სამართალი

ირმა ჭკადუა: იაკობ ბრეგვაძე ადასტურებს, რომ ჩხუბში 8 პირი მონაწილეობდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა არ შეუძლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, ადასტურებს, რომ 8 პირი ჩხუბში მონაწილეობდა. ჭკადუას თქმითვე, იაკობ ბრეგვაძემ არ იცის, ხიდის ქვეშ რა მოხდა, ვინაიდან ეს არ დაუნახავს. იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ

საქართველო დიდი ბრიტანეთ დროშები

24 სექტემბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს

ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

იაკობ ბრეგვაძე

24 სექტემბერი 2020, 15:24

სამართალი

იაკობ ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე კონკრეტული პირები ვერ ამოიცნო, თუმცა ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა დაასახელა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

24 სექტემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

კარლ ჰარცელი

24 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს

„გასულ წელს 40%-ით გაიზარდა საკონტეინტერო თვირბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებული ყოფილიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპის გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც აძლევს.

დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი 2020, 15:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს და აზერბაიჯანს, აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

24 სექტემბერი 2020, 15:03

სპორტი

„ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება

ბუნდესლიგის სამ კლუბს, „ბაიერნს“, „შალკესა“ და „აინტრახტს“ მკაცრი სასჯელი ემუქრება. გერმანიის საფეხბურთო კავშირის კონტროლის კომიტეტმა გამოაქვეყნა „ბაიერნი“ - „შალკეს“ შეხვედრის დროს ტრიბუნაზე მჯდომი სათადარიგო ფეხბურთელების ფოტოები, რომელთაც არც პირბადე ეკეთათ და არც 1.5-მეტრიანი დისტანცია იყო დაცული.

24 სექტემბერი 2020, 14:54

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 14:52

რეგიონი

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

იუსტიციის სახლი

24 სექტემბერი 2020, 14:48

COVID19

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში 538 გამოკვლეულიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 ნიმუში.

ტოჩინოშინი

24 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

ტოჩინოშინი მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა

ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა. ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.

24 სექტემბერი 2020, 14:26

საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს

უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, სწავლების არადისტანციურად განახლების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ცხადია, აჭარაშიც, ის ყველა საფეხურზე დისტანციურია. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეგან მარკლის ფანი არ ვარ - ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჰარის, რადგან მას ეს დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული

ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე ​სპეცმასწავლებელთან შეხვედრას შეძლებენ

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან და ესეც ნებადართული არის უკვე პირველი ოქტომბრიდან ყველა სკოლაში აჭარის გარდა“, - განმარტა მინისტრმა.