imedi /  17 თებერვალი 2020, 19:39 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიეცა

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა. „ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, მაგალითად მოიყვანა ისეთი რეზონანსული საქმეები, როგორებიცაა გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის საქმე, კორტების სპეცოპერაცია და ა.შ. „გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია იყო კონკრეტულად გამოძიების თავიდან ჩატარების თაობაზე და ამ საქმეზე დღესდღეობით უკვე მსჯავრდებულია არაერთი მაღალი თანამდებობისა და საშუალო რანგის თანამდებობის პირი. საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსზე დათა ახალაიაზე; თავდაცვის მაშინდელ მინისტრზე ბაჩანა ახალაიაზე; შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრზე ივანე მერაბიშვილზე; ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე“, - აღნიშნა შოთაძემ.

მან, ასევე, გაიხსენა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე, სადაც ყოფილი პრეზიდენტია მსჯავრდებული. „მსჯავრდებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრიც, მაშინდელი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამ საქმეზე სრულად არის დადგენილი ჭეშმარიტება“, - განაცხადა შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, კორტების სპეცოპერაციის საქმეც ისაუბრა, სადაც ასევე მხილებულ იქნა შსს-ს არაერთი მაღალჩინოსანი. „დადგენილია, რომ რეალურად ეს სპეცოპერაცია დაიგეგმა ყოველგვარი ოპერატიული ინფორმაციის არარსებობის ფარგლებში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე და ამას საფუძვლად ედო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის პირადი მოტივები კონკრეტული მანქანაში მჯდომი ერთ-ერთ პირის მიმართ და ჩვენ ვნახეთ ეს სპეცოპერაცია, როდესაც 1000-მდე გასროლა განხორციელდა მანქანის მიმართ. ახალგაზრდების ლიკვიდაცია მოხდა ადგილზე“, - გაიხსენა შოთაძემ.

როგორც გენპროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელზეც დღესდღეობითაც მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, არის ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმე. „ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ეს საქმე და მასზეც არაერთი მაშინდელი თანამდებობის პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ნაწილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენზე გრძელდება გამოძიება და დღესდღეობით ვხედავთ, რომ პასუხისგებაში მიცემულია ორი ყოფილი გენერალური პროკურორი“, - განაცხადა შოთაძემ.

მან ასევე „ესდეესის“ ე.წ. სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების საქმეზეც ილაპარაკა, რომელსაც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ე.წ. „პიჯაკების საქმე“ უწოდა. „მე აქ გავაერთიანებ, ასევე, „ესდეესის“ ე.წ. სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების საქმეს, რომელზეც საუბარი იყო გარკვეულ შერჩევით მიდგომაზე. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ამ საქმეზეც პასუხისგებაშია მიცემული ყოფილი პრეზიდენტი. გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ შეარქვეს, თუმცა მე ამ სახელწოდებას ვერ დავეთანხმები - საუბარია 8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯზე, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებზე, რომელიც საიდუმლო ასიგნებების ფარგლებში გაიხარჯა“, - განაცხადა შოთაძემ.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობდა.

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგულ შვილი დაიბრუნა. ბავშვი 2 წლის იყო როდესაც გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით ოჯახი პროვინცია შენსიში სოფლად ცხოვრობდა. 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად დაიკარგა. დედამ აღმოაჩინა, რომ დილით ბავშვი სახლში არ იყო. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭი ვერ იპოვეს.

20 სექტემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Myanmar Times წერს. ჩვილი 16 სექტემბერს გაჩნდა და ის ოჯახში მეორე ბავშვია. ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

20 სექტემბერი 2020, 00:32

ტექნოლოგიები

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.

20 სექტემბერი 2020, 00:17

მსოფლიო

50 Cent-მა „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს $30 000 დაურიგა. ვიდეო

ცნობილი ამერიკელი რეპერი 50 cent-ი „ინსტაგრამ“ ინფლუენსერის, ჯეი მაცინის კამპანიაში ჩაერთო და ნიუ-იორკში, ქუინსში „ბურგერ კინგის“ თანამშრომლებს, $30,000-ზე მეტი დაურიგა. აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერი და რეპერი ადგილზე ერთად იმყოფებოდნენ და მოგვიანებით 2-ვე მათგანმა ვიდეო საკუთარ გვერდზე დაპოსტა.

20 სექტემბერი 2020, 00:10

სამართალი

პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 სექტემბერი 2020, 00:03

მსოფლიო

ახალი ტრენდის მიხედვით, „ტიკ-ტოკერები“ კბილებს იქლიბავენ. ვიდეო

ონლაინ ვიდეო პლატფორმა „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები ახალ ტრენდში ჩაერთვნენ, რომელიც კბილების გაქლიბვას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Uni Lad-ი ავრცელებს. პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს გადაღებამდე განაცხადა, რომ მისი კბილები არაა იდეალური და უსწორმასწოროა და ბიუჯეტშიც შეზღუდულია.

რუმინეთი

19 სექტემბერი 2020, 23:45

მსოფლიო

პოლიციამ რუმინეთში €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა

პოლიციამ რუმინეთში, რეიდისას €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა. წერს Euronews-ი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნები ლონდონის მახლობლად, საცავიდან მოიპარეს. პოლიციამ დაახლოებით 200-მდე წიგნი ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება £2.5 მიოლიონს შეადგენს. ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა.

19 სექტემბერი 2020, 23:29

ეკონომიკა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

19 სექტემბერი 2020, 23:24

ეკონომიკა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ნაომი ოსაკა

19 სექტემბერი 2020, 22:47

სპორტი

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც იაპონელმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკასთან ფინალური შეხვედრისას მიიღო.

19 სექტემბერი 2020, 22:27

სპორტი

ლიბანელი ფეხბურთელი მოჰამედ ატვი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბეირუთის ქუჩებში ერთი თვის წინ, აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ისროლეს და ერთი ტყვია თავში ფეხბურთელს მოჰამედ ატვი შემთხვევით მოხვდა.

19 სექტემბერი 2020, 22:15

სპორტი

გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა

31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ლონდონის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ხელფასის მესამედს გადაუხდიან, დანარჩენ თანხას კი მადრიდელები დაფარავენ.

შალვა კერესელიძე

19 სექტემბერი 2020, 21:50

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 21:47

თავდაცვა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქიოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინი არ მაქვს

კახა კახიშვილი კოალიციური მთავრობის ალბათობას არ უშვებს. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დანგრეულა და საქართველოსაც ახსოვს კოჰაბიტაციის პერიოდი.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:09

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა

ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ ცვლილებებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჩივრების მიღების წესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაიხვეწა, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: აქ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა

კახა კახიშვილს საქართველოში ჩატარებული ასეთი კვლევების არ სჯერა. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. არასდროს არ მჯეროდა სოციოლოგიური კვლევების. 47 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს რამე ეკითხა. როგორ მოხდა ისე, რომ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემთან რაღაც საკითხით მოვიდა.

ბათუმი

19 სექტემბერი 2020, 20:45

რეგიონი

აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

19 სექტემბერი 2020, 20:36

სამართალი

კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.