Imedi /  17 თებერვალი 2020, 19:52 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე:

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი, შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც მე ვკურირებდი. ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე მიეცა პასუხისგებაში, აღნიშნულ დეპარტამენტში შემოსული საჩივრების საფუძველზე, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„მაგალითისთვის შემიძლია ისეთი რეზონანსული საქმეები მოვიყვანო, როგორიც თუნდაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეა, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია იყო, გამოძიების თავიდან ჩატარების თაობაზე. ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და მსჯავრდებულები არიან მაღალი თანამდებობის პირები. ასევე, საშუალო რანგის თანამდებობის პირებიც. საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, დეპარტამენტის უფროსზე, დათა ახალაიაზე. საუბარია თავდაცვის მაშინდელ მინისტრზე ბაჩანა ახალაიაზე. მაშინდელზე შს მინისტრზე, ივანე მერაბიშვილზე და ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. სწორედ, ჩვენს მიერ წარმოებული ინტენსიური გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა მათი ბრალეულობა და უნდა გითხრათ, რომ ეს არ იყო მარტივი საგამოძიებო პროცესი, რადგან, როგორც აღვნიშნე, მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოძიება საკმაოდ დიდი სირთულით ხასიათდება, ვინაიდან დიდი დროა გასული.

როგორც წესი ძველ საქმეებზე, გამოძიებას ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ასეთ საქმეებზე ჭეშმარიტება არ დადგენილიყო. ფალსიფიცირებულია მტკიცებულებები და გამოძიება განზრახ არის არასწორი მიმართულებებით წარმართული. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გამოძიებების წარმართვას ართულებს.

ასევე შემიძლია გავიხსენეო ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეც, სადაც ასევე ყოფილი პრეზიდენტია მსჯავრდებული, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერეკლე კოდუა. ამ საქმეზეც სრულად არის დადგენილი ჭეშმარიტება. რეალურად, პარლამენტარზე თავდასხმა, მის მიერ მედიის საშუალებით გამოთქმული კრიტიკული სტატიიდან გამომდინარეობდა, რომელიც მაშინდელ პრეზიდენტს ეხებოდა. სწორედ ამიტომ დაიგეგმა სპეცოპერაცია პარლამენტარის წინააღმდეგ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ე.წ. სოდის სპეცნაზის მიერ და დღისით, მზისით დეპუტატზე უმძიმესი ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა, რის შემდეგადაც, ვალერი გელაშვილმა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

ასევე, შემიძლია გავიხსენო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე, სადაც მხილებული იქნენ შსს -ს მაღალჩინოსანები. დღესდღეობით დადგენილია სრული სურათი იმის შესახებ, რა მოხდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს. რეალურად, სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის არარსებობის საფუძველზე დაიგეგმა, ყოველგვარი გამოძიების გარეშე და მას საფუძვლად ედო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის პირადი მოტივები, მანქანაში მჯდომი ერთ-ერთ პირის მიმართ. 1000-მდე გასროლა განხორციელდა მანქანის მიმართ და ახალგაზრდების ლიკვიდაცია მოხდა ადგილზე. დღეს დადგენილია ჭეშმარიტება, რამ განაპირობა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ჩატარება, რაც ასევე ასახულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და საუბარია იმ მტკიცებულებებზე, რისი მოპოვებაც საქართველოს პროკურატურამ ამ საქმეზე მოახერხა.

დღეს პარლამენტში იმყოფებოდა სოსო რობაქიძე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელზეც დღესაც მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეა. ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია ეს საქმე და არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ნაწილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანარჩენზე გამოძიება გრძელდება. დღეს-დღეობით ვხედავთ, რომ პასუხისგებაში მიცემულია ორი ყოფილი გენერალური პროკურორი.

შემიძლია ამ საქმეებზე ძალიან ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ მსგავსი საქმეები ძალიან ბევრია.

აქ გავაერთიანებ ასევე „ესდეესის“ ე.წ. სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების საქმეს. მინდა განვმარტო, რომ ამ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტია პასუხისგებაში მიცემული. გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ შეარქვეს, თუმცა მე ამ სახელწოდებას ვერ დავეთანხმები. საუბარია 8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე, რომელიც საიდუმლო ასიგნებების ფარგლებში გახარჯული იქნა.

სახელმწიფოს ფული დახარჯული იყო ისეთ მომსახურეობაზე, როგორიც არის კოსმეტიკური მომსახურეობა, მგზავრების ხარჯები, როდესაც საქმე არ ეხება ოფიციალურ მივლინებას. საუბარია ასევე რესტორნებში, მზარეულების დაქირავებაზე, ესპანელი მზარეულის დაქირავებაზე და ა.შ .

როდესაც შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყო, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური პირდაპირ მიუთითებდა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა არამიზნობრივ ხარჯს.

სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რაზეც საუბრობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. რაც შეეხება კონკრეტული ბრალდებულების მიმართ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას, ეს გამომდინარეობდა მათი მხრიდან თანამშრომლობის ხარისხით, და რა თქმა უნდა, საქმის დეტალებზე მე არ ვაპირებ საუბარს, ვინაიდან, ამ საქმეზე მართლმსაჯულების პროცესი დღესაც მიმდინარეობს და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად გარკვეული შეფასებები გავაკეთო მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ყველა სიახლე

გორი

30 ოქტომბერი 2020, 08:30

სამართალი

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

კორონავირუსი

30 ოქტომბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრს, იქ ჯამში 62 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. პაციენტების უმეტესობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანის მდგომარეობასაყურადღებოა, შესაბამისად კოვიდინფიცირებულებს სხვადასხვა ტიპის მართვითი სუნთქვა ესაჭიროებათ, მათ შორის ე.წ „სიპაპ“ რეჟიმით ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება.

არჩევნები

30 ოქტომბერი 2020, 07:58

პოლიტიკა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება

საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე 3 657-ივე საარჩევნო უბანს დეზიფექცია ჩაუტარდება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:39

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს

გარეჯი საქართველოა, საქართველო მარადიულია და ის 31 ოქტომბერს იმარჯვებს!, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:38

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როგორ შეიძლება „ოცნებას“ ეჩხუბებოდე მიშას შენ ინახავო და იმავდროულად, ეუბნებოდე, ნუ იჭერ ამ ხალხსო

„მინდა მივმართო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადობას, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს მიხეილ სააკაშილი როგორც ალტერნატივა, მოდით „ქართულ ოცნებას“ გამოვაცალოთ ეს კომფორტი და არც ერთი ხმა არ მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოდი რახან „ოცნება“ არ ამთავრებს „ნაციონალურ მოძრაობს“, იმიტომ რომ ამ ვერსიით და ლეგენდით აწყობს, მოდით დანარჩენებმა დაამთავროს მიშა სააკაშვილი. ხომ ბევრი არიან, დაამთავრონ. იმას კი ნუ ამთავრებენ, ვინც არ დაწყებულა, ეს დაამთავრონ“.

30 ოქტომბერი 2020, 01:33

სამართალი

გორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დავით მათიკაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რუსულად ნამღერი „თბილისო“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე: რუსულად ნამღერი „თბილისო“!!! უჭირთ დამალვა, თბილისი რუსულად „უყვართ“, ისევე როგორც კოდორი და ცხინვალის რეგიონი, რომელიც რუსეთს ჩააბარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეალურად კაცთმოძულე და სამშობლოს მოღალატე „ნაციონალური მოძრაობა“, ხელების ფშვნეტით რევანშისთვის, ციხეების გადავსებისთვის, ხალხის წამებისთვის და საქართველოს კვლავ და უკვე მერამდენედ, ღალატისთვის და გაყიდვისთვის ემზადება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები არიან და არ არიან ის ხალხი, რომლებმაც შავზე თეთრი თქვან

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა სააკაშვილის ამომრჩევლების ნახევარმა ზუსტად იცის, რომ მიშას მოსვლით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაგრამ ის რევანშისტია და უნდა დასაჯოს ის, ვინც დღეს კარგად არის, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 01:04

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ვერ ვიქნები იმ მოქალაქის აღშფოთებისადმი სოლიდარული, რომელიც ბუბა კიკაბიძის „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში, ხალხს რომ აწამებდნენ, პეპლებს „აშეარებდა“

მე ვერ შევუერთდები და სოლიდარული ვერ ვიქნები ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ სიმღერაზე აღშფოთებულ იმ ჩემს თანამოქალაქეს, რომელიც „ტბილისოზე“ აღშფოთდა და 9 წლის განმავლობაში ხალხს რომ აწამებდნენ პეპლებს „აშიარებდა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე საუბრისას განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: არახამია აპირებს, სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას

არახამია, სხვა სუბიექტებთან ერთად აპირებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოსვლას საქართველოში და დაკვირვებას არჩევნებზე, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ სოციოლოგმა და ერთ-ერთმა წმყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ის საზარელი თავდასხმები, რაც საფრანგეთში ვიხილეთ, ჩვენს ქალაქებშიც მოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში საფრანგეთის მსგავსი ტერაქტები დაიწყება.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილს ფეიკ ეგზიტპოლის გვერდით სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიით შეიფუთება

სააკაშვილს სჭირდება ფეიკი კვლევა, ფეიკი ეგზიტპოლის გვერდზე კი სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, როემლიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში შეიფუთება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: საქმე გვაქვს ყალბი და მოძალადე დამკვირვებლების ცირკულარულ მიგრაციასთან საქართველოსა და უკრაინას შორის

უკრაინაში ერთი ფანჯრის პრინციპით მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს რევოლუციას. ის მივიდა რაღაც ფანჯარაში და უთხრა, რომ მას სჭირდება რევოლუცია. იქ ალბათ უთხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ფართო ასორტიმენტი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ადამიანის მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერის რანგში აიყვანეს რუსულად სიმღერა და თვითონ გაებნენ ამ კაკანათში

„ჩემთვის ტრაგიკული ის კი არ არის, რომ ბუბა კიკაბიძემ რუსულად შეასრულა სიმღერა, ჩემთვის ტრაგიკულია დისკუსიის ის დონე, სადაც ჩაგვიყვანა მიშამ. აქ ე.წ. კომპრომატი არის რუსულ ენაზე სიმღერა. მიშა სააკაშვილი რასაც ეხება ყველაფერს აზიანებს და ის რა ნაგავიც არის ყველანაირად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ დასვაროს“.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: აქამდე ვიცოდით, რომ დამკვირვებელი უნდა იყოს ობიექტური და ახლა გვყავს სუბიექტური დამკვირვებლები

გახსოვთ ხომ ბათუ ქუთელიას ცნობილი ქეისი, სიმბოლიზმი იმისა, როგორ მოქმედებენ ადამინების სიმწირის გამო ე.ი. კაცი არ ჰყავდათ ნაცმოძრაობაში, რომ თან არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელობაზე თავი არ დაედო და თან ლობისტებთან შეკვეთა თავის ხელმოწერით განეხორციელებინა. ერთ დღეს დოკუმენტებით გაიშიფრა, რომ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ლობისტებთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

30 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია

ეს არჩევნები ამერიკულ ოცნებასა და სოციალისტურ კოშმარს შორის არჩევანია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ვაკა გორგილაძე

30 ოქტომბერი 2020, 00:09

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და ამღერა მთელი შეკრება რუსულად, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია

„მე მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს, რუსული აუდიტირია ბუბა კიკაბიძეს საბჭოთა ფრენკ სინატრასაც ეძახდა და აქციაზე რომ ვიღაცას ფონოგრამა შეეშალა და გაუშვა რუსული ფონოგრამა, ამაშია სიმბოლიზმი და ტრაგიკომედია“,- განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

29 ოქტომბერი 2020, 23:55

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ

მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წარმოიქმნას.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯის საკითხზე: ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული

მამუკა მდინარაძემ დავით-გარეჯის საკითხზეც ისაუბრა. „სულ რომ ეს საქმე არ იყოს, განცხადებებს აკეთებდნენ, რომელშიც ამბობდნენ, რომ სამწუხაროდ გარეჯის სამონსატრო კომპლექსის რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორია. არის თუ არა ეს ღალატი? ყველა მტკიცებულება მივა იქამდე, რომ ეს მიწა როგორც მინიმუმ არის გადაცემული, მაქსიმუმ კი გაყიდული“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.