imedi /  17 თებერვალი 2020, 22:37 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა. 

„პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კიდევ ერთი მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო. დღეს კომიტეტის სხდომაზე, თითქმის 7 საათის განმავლობაში უსმენდა გენერალური პროკურორობის კანდიდატს. დაისვა ყველა კითხვა, რისი გაჟღერებაც სურდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.   

მისი თქმით, ირაკლი შოთაძე დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესს. „მან დეტალურად ისაუბრა პროკურატურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. სოციალური გარანტიების კიდევ უფრო გაძლიერებაზე პროკურორებისთვის. სამართლინობის აღდგენის იმ ნაბიჯებზე, რომლის გადაგმასაც ის გეგმავს თუ გახდება ქვეყნის გენერალური პროკურორი. ასევე ილაპარაკა იმ გახმაურებულ საქმეებზე რომელიც მისი პროკურორობის დროს გაიხსნა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.  

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

კომიტეტის სხდომა ნახევარი საათის დაგვიანებით, 14:30 საათზე დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილმა ინციდენტმა გამოიწვია. 

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. 

ყველა სიახლე

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

30 მარტი 2020, 23:32

მსოფლიო

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ დონალდ ტრამპს უპასუხეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტვიტს უპასუხეს, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ-ში ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაფინანსებას არ აპირებს. „სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არ აპირებენ აშშ-ის მთავრობას რესურსების გამოყოფა სთხოვონ უსაფრთხოების მიზნებისათვის. უსაფრთხოების კერძოდ დაფინანსებული ზომები უკვე შეთანხმებულია“, - განაცხადა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

30 მარტი 2020, 23:26

COVID19

ნინო ნიჟარაძე: ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლო კონტაქტი პაციენტია

კორონავირუსით დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალზე კომენტარი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.

პერ ეკლუნდი

30 მარტი 2020, 23:26

COVID19

საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს პერ ეკლუნდს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. ყოფილი ელჩის თქმით, მას პნევმონიაც აქვს, თუმცა სიცხემ დაუწია, რაც გამოჯანმრთელების იმედს აძლევს.

30 მარტი 2020, 23:21

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ტესტირებაზე ერთ-ერთი კრიტერიუმი გახდება კლინიკური სიმპტომები

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ექიმების მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებს ტესტირება ჩატარებოდათ კორონავირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც. როგორც ინფექციონისტმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ შეიცვლება მიდგომა და შემოწმება მოხდება როგორც მოგზაურობის ისტორიისა და ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, ასევე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში

30 მარტი 2020, 23:12

თემა

რამდენად უსაფრთხოა დისტანციური შეკვეთით სახლში მიტანილი პროდუქტი?

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სპეციალისტების უპირველესი მოთხოვნაა სოციალური დისტანციის დაცვა, რაც სახლში დარჩენას გულისხმობს. თუმცა აქ თავს იჩენს ისეთი ყოველდღიური და აუცილებელი მოთხოვნა, როგორიც არის საკვები. არადა, მთელი რიგი მიზეზების გამო, არც სუპერმარკეტში წასვლაა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ სურსათის ბევრმა მაღაზიამ პროდუქტების დისტანციური შეკვეთისა და სახლში მიტანის სერვისი აამოქმედა. საინტერესოა რამდენად უსაფრთხოა მომსახურების ეს ფორმა? შეიცავს თუ არა საკვები ან მისი შეფუთვა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის საფრთხეს? და მაინც, თუ თავად მსურს სასურველი პროდუქტის ადგილზე შერჩევა, როგორ უნდა მოვიქცე და რა წესები დავიცვა?

30 მარტი 2020, 23:08

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიის ტესტით, ოკუპურებული აფხაზეთიდან გუშინ გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ „ტვპირველის“ ეთერში ზუგდიდის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა.

ლიონელ მესი

30 მარტი 2020, 22:50

სპორტი

ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელები კორონავირუსის გამო ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ. ინფორმაცია გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაავრცელა. წერს BBC. განცხადებაში ნათქვამია, დაზოგილი თანხა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს კლუბის პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება.

30 მარტი 2020, 22:47

COVID19

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს

ლიუბეკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს. როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება, მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი ენზიმის კოდი გაშიფრა, რომელიც კორონავირუსის გამრავლებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერებმა ასევე შექმნეს საინჰალაციო ინჰიბიტორი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის მთავარი პროტეაზის წინააღმდეგ. ე.წ. მთავარი ვირუსული პროტეაზა Mpro კორონავირუსის რეპლიკაციურ მექანიზმში მონაწილეობს და შესაბამისად, პასუხისმგებელია კორონავირუსის გენეტიკური მასალის კოპირება და გამრავლებაზე.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 22:46

COVID19

მაია ცქიტიშვილმა დაასახელა საწარმოები და ობიექტები რომლებიც საყოველთაო კარანტინის რეჟიმში იმუშავებენ

რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 22:41

COVID19

ისრაელის პრემიერ მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა

ისრაელის პრემიერ მინისტრს და მისი აპარატის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ნეთანიაჰუსა და პალუხის ბოლო შეხვედრა 26 მარტით თარიღდება. სავარაუდოდ, რივკა პალუხი კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 22:26

COVID19

მაია ცქიტიშვილი: აჟიოტაჟი ტესტებთან დაკავშირებით არის უფრო ხელოვნური და პოპულისტური ვიდრე რეალობა

ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა- ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გეგმისა და ღონისძიებების ერთობლიობისა, რომლის გატარებაც არის საჭირო ეპიდემიის მალე დასამარცხებლად,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხშირად ტესტები ერთგვარ პანაცეად და გადამწყვეტ ფაქტორად არის წარმოჩენილი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არასწორია.

30 მარტი 2020, 22:08

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაცოენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

30 მარტი 2020, 22:08

COVID19

კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი დაინფიცირდა

ბათუმში მერვე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. მას უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ ვირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო. ინფორმაცია Imedinews-ს კლინიკის თანამშრომელმა დაუდასტურა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით მედიცინის მუშაკი პირველად დაინფიცირდა.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 22:04

COVID19

ბოქსირებულ პალატაში მყოფი პაციენტი საკუთარ მდგომარეობასა და ვირუსის დადგენამდე არსებულ სიმპტომებზე საუბრობს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მყოფი ლევან ყამარაული იხსენებს, რა სიმპტომებით მოხვდა კლინიკაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ის ამბობს, რომ მე-17 დღეა, ინფექციურ საავადმყოფოშია და საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, თუმცა ჯერჯერობით ვირუსი არ გასულა ორგანიზმიდან. პაციენტი ამბობს, რომ მისი დაინფიცირების წყარო იტალიის კლასტერი გახდა.

30 მარტი 2020, 21:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 103-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge განახლდა. ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია - 20 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 5114 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 მოქალაქე რჩება.

30 მარტი 2020, 21:34

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტის ანალიზების პასუხი მიიღეს. ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ოთხის ანალიზის პასუხი კი უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიიდან მონაცემები ცოტა ხნის წინ მიიღეს. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

30 მარტი 2020, 21:30

COVID19

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა აუკრძალა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა და მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა აუკრძალა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მთავრობის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. ოპერატიულ შტაბში განმარტეს, რომ სახლიდან გამოსვლა დაშვებული იქნება შემდეგ შემთხვევებში: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, სურსათის შეძენა, ნარჩენების სახლიდან გატანა, ასევე საკარანტინო რეჟიმის დროს მოქმედ საწარმოებში სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება.

30 მარტი 2020, 21:25

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ეპიდემიის არსებობის განმავლობაში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 მარტი 2020, 21:24

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში ორი დადასტურებული COVID 19 შემთხვევაა. ორივე პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 21:15

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს

ამერიკელები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს ვირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს.