imedi /  18 თებერვალი 2020, 14:25 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„პარლამენტი მუშაობს 2020 წლის პრიორიტეტებზეც, რომელსაც უახლოეს მომავალში კომიტეტებში კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ. მათ შორის განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა განათლების სისტემის დაფინანსებაზე მთავრობის მისამართით“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

„საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფრო სამართლიან წესებს, პარტიებისთვის დაფინანსების ახალ სისტემას, თანაბარ წვდომას მედიაზე, პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, საჩივრების განხილვის ვადების დაზუსტებას, მეორე ტურის ჩატარების წესებს და სხვა სიახლეებს მინდა, გამოვხატო ინტერესი ცალკე აკვაკულტურის შესახებ პაკეტის შესახებ, რომლის მიზანია ეკონომიკის ამ სექტორის გაძლიერება, წარმადობის გაზრდა და შიდა მოთხოვნის უფრო მეტად უზრუნველყოფა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მთავარობის პრიორიტეტი იქნება აგრეთვე აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც შექმნის სტუდენტობის პერიოდში სოციალური უფლებების და ბენეფიტების, სტაჟირების და დასაქმების ახალ მექანიზმებს და ახალ შესაძლებლობებს. ამ პროცესში გვსურს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და პაკეტის შემუშავება მათი ჩართულობით;  ვიმუშავებთ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე მივიღებთ ტყის კოდექსს“ რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მდგრადობას და ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას; განათლების სისტემის დაფინანსებაზე კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა მთავრობის მისამართით - 2022 წლისთვის განათლების სისტემის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები; რეალურად განათლება არის ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. განათლების სისტემის სწორი რეფორმით, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გაძლიერებასაც და სიღარიბის შემცირებასაც. ვიმუშავებთ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე, აგროტურიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელიც  სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დააკავშირებს ერთმანეთთან, რითაც მეტი სინერგია იქნება ფერმერებს და ტურიზმის ინდუსტრიას შორის; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განიხილავს კონკურენციის შესახებ და ანტიდემპინგურ კანონმდებლობას და ცვლილებებს, რომელიც კონკურენციას კერძო სექტორში, მათ შორის, კერძო სუბიექტებსა და სახელმწიფო კომპანიებს შორის დაარეგულირებს უფრო უკეთ. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის პროცესი გაგრძელდება და 30-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იგეგმება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად გვყავს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მაქსიმალურად მოერიდონ დაპირისპირებას

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად მშვიდია, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, არის გარკვეული პროვოკაციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2021 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს

„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არსებული რეიტინგის შესანარჩუნებლად ბაქიბუქობენ

„ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორია მათი რეიტინგი, თუმცა, ცდილობენ, რომ ის 12 ან 3 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რაც აქვთ. ეს ძალიან მარტივი PR-სტრატეგიაა. ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ასეთი სტრატეგია მუდმივად ჰქონდათ. ისინი ბაქიბუქობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თუნდაც ის, რაც დღემდე აქვთ“.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს, ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი

თანდათანობით პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალა სიცრუეზე იყო აგებული და ამას ისინი 9 წლის განმავლობაში ახერხებდნენ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში

არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გიგი უგულავაზე: პირდაპირ იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და ასეთ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს იმის ამბიცია, რომ დარჩეს პოლიტიკაში

„12% აქვს ერთ პარტიას, 3% აქვს მეორე პარტიას, რაც არის მძიმე, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს პოლიტიკოსები საბოლოო ჯამში უნდა გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა კობახიძემ.

22 სექტემბერი 2020, 23:26

COVID19

ჯანმო: ერთ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა, თუმცა სიკვდილიანობამ იკლო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, მსოფლიოში რეკორდულად გაიხარდა კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობამ, თუმცა, გასულ კვირებთან სედარებით, სიკვდილიანობამ იკლო.

ჰასან როუჰანი

22 სექტემბერი 2020, 23:12

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სანქციების პირობებში ცხოვრება რთულია, თუმცა დამოუკიდებლობის გარეშე ცხოვრება გაცილებით რთულია

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა დიპლომატიის ისტორიაში და ირანი შეთანხმების ერთგული რჩება.

საქართველოს პროკურატური

22 სექტემბერი 2020, 22:46

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით დაკითხავენ

„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.

ლუის სუარესი

22 სექტემბერი 2020, 22:42

სპორტი

ლუის სუარესს თაღლითობაში ადანაშაულებენ

იტალიის მოქალაქეობის მიღება სუარესს „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში სჭირდებოდა, თუმცა ტურინულ კლუბში მისი ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა დიდი ალბათობით 33 წლის ფორვარდი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ განაგრძობს

22 სექტემბერი 2020, 22:38

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 700-მდე ადამიანს დაუდგინდა და 65 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 692 შემთხვევა გამოვლინდა, 65 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 261 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 306 302 შემთხვევაა დადასტურებული

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2020, 22:37

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ნავალნის საქმეზე: არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ნათელი მოჰფინოს.

სოზარ სუბარი

22 სექტემბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

ზაზა ლომინაძე

22 სექტემბერი 2020, 22:09

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა „ქართული ოცნების“ გუნდის უმთავრესი მიზანია

„ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია და ამას, ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ლომინაძემ.

22 სექტემბერი 2020, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 10 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.

გენადი მარგველაშვილი

22 სექტემბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

პარლამენტის განათლების კომიტეტი „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს განიხილავს

კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, იფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. კანონპროექტით საქართველოს განათლების სამინისტრომ სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

22 სექტემბერი 2020, 21:44

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები მოსახლეობასთან დღეიდან განსაკუთრებული რეჟიმით ჩატარება - ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება პირბადით.

22 სექტემბერი 2020, 21:37

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალ კორონავირუსზე 450-ზე მეტი ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალ კორონავირუსზე 451 ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 21:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია. ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.