imedi /  18 თებერვალი 2020, 15:47 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, დეზინფორმაცია იყო

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია  შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიას, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს, 7 თებერვლის რეზოლუციაში სრულად აქვს ასახული თუ რამდენად წინ არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესებში. 

„პრაქტიკულად, არც ერთი საკითხი არ აქვს დატოვებული დადებითი შეფასების გარეშე. რაც ახლა მოხდა და რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია სხვადასხვაგვარად მიეწოდა, ძალიან დიდი დოზა იყო დეზინფორმაციის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ პროექტი, რომელიც ევროკავშირმა თავიდან წარმოადგინა იყო შესანიშნავი და ზუსტად ასახავდა იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ზუსტად ასახავდა იმას, რასაც ჰქვია ევროპასთან ასოცირების პროცესის დახასიათება. ამის შემდეგ, ამ  შინაარსის დოკუმენტთან დამატებით შემოიტანეს უკვე „გადაწყვეტილი“ საკითხი - რომ აქ არის პოლიტიკური დევნა და კონკრეტული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. რასაკვირველია, ამას არც ჩვენი და არც ევროკავშირის დელეგაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერდა. უცებ გავიგონეთ საყვედური - თურმე ჩვენ არ დავთმეთ გარკვეული პრინციპები, რათა ეს შესანიშნავი ერთობლივი განცხადება მიგვეღო. ამაზე მეტი დემაგოგია, ამაზე მეტი არასწორი ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - მოსაძებნია და შეიძლება ერთი-ორი თუ იპოვო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით  დოკუმენტში ასახული  უამრავი პოზიტიური ჩამონათვალი გადაფარულიყო.

„ამ პოზიტივის გადასაფარად გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ის, რაც არის   - რეალურია და რაც დოკუმენტში დევს - არ გაუქმებულა. სამწუხაროა, რომ ერთობლივი განცხადება არ იყო მიღებული, მაგრამ ის ფაქტები, რაც წერია ამ დოკუმენტში  არსად გამქრალა, ხომ რეალურია რასაც წერენ - საკანონმდებლო სფეროში შეთავსების თაობაზე, საპარლამენტო კონტროლის თაობაზე, რეგლამენტის, კონსტიტუციის, არაერთი კანონის და ინტეგრაციის იმ პროცესების თაობაზე, რასაც მოითხოვენ საქართველოსაგან. ეს რეალურია და არსებობს. ამას ვერ გავაქრობთ რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ გაუგებრობა შევიტანოთ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვიცე სპიკერმა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2022, 19:40

რეგიონი

GITA-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს მართავს.

მარინა კალიურანდი

07 აგვისტო 2022, 19:40

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: 14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია - ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ

„14 წლის წინ, რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა“, - წერს კალიურანდი.

07 აგვისტო 2022, 19:23

რეგიონი

პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ.

07 აგვისტო 2022, 19:16

მსოფლიო

ჩინეთი ყვითელ და ბოჰაის ზღვებში წვრთნებს განაახლებს

ოფიციალური პეკინის ცნობით, ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

07 აგვისტო 2022, 18:58

პოლიტიკა

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

07 აგვისტო 2022, 18:56

სამართალი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ექიმს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე, ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

დავით ქართველიშვილი

07 აგვისტო 2022, 18:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი

„7 აგვისტოს სააკაშვილმა მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, სადაც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

07 აგვისტო 2022, 18:36

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება

7-12 აგვისტო, 18:00-22:00, ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო

07 აგვისტო 2022, 18:19

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

ვატო შაქარიშვილი

07 აგვისტო 2022, 17:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: იმის მაგივრად, რომ ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრნენ, მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზირებენ და თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში

„ალბათ, ჩვენი ბრალია ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად, ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრნენ, ესენი მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზირებენ და აქ თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილი წერს

07 აგვისტო 2022, 17:55

მსოფლიო

Reuters: ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ

ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

მაღაროელების ახლობლები ლოცულობენ მათ გადასარჩენად

07 აგვისტო 2022, 17:42

მსოფლიო

მეოთხე დღეა, მექსიკაში 10 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ

ჩრდილოეთ მექსიკაში, კოაუილას შტატში, 300-ზე მეტი ჯარისკაცი და მაშველი მაღაროელების გადარჩენას ცდილობს. მაღაროს დატბორვის გამო, შემთხვევის ადგილას მყვინთავებიც არიან მობილიზებულები.

რუსლან სტეფანჩუკი

07 აგვისტო 2022, 17:26

მსოფლიო

რუსლან სტეფანჩუკი უკრაინის საჰაერო ძალებს: მადლობლები ვართ თქვენ მიერ ჩამოგდებული თითოეული რუსული რაკეტისთვის

„დღეს უკრაინის საჰაერო ძალების დღეა. გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ მათით, ვინც ჩვენს ცას იცავს! ჩვენ მადლობლები ვართ თქვენ მიერ ჩამოგდებული თითოეული რუსული რაკეტისთვის! თქვენ ირჩევთ საჰაერო უპირატესობას!“, - აღნიშნავს სტეფანჩუკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 აგვისტო 2022, 16:59

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო ძალების მიერ შესრულებული ყველა დავალება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს

უკრაინის საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს, რომლებსაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ და დაღუპული გმირების ოჯახების წევრებს „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენები გადასცა. ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლის ეზოში გაიმართა.

07 აგვისტო 2022, 16:33

COVID19

„ჩინეთის ჰავაიდ“ წოდებულ პოპულარულ კურორტზე ამოქმედებული კოვიდშეზღუდვების გამო, ათობით ათასი ტურისტი შინ ვერ ბრუნდება

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხაინანის პროვინციის ქალაქ სანიაში, სადაც, ერთ დღეში, კოვიდინფიცირების 263 შემთხვევა გამოვლინდა, ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა - ყველა ფრენა და სარკინიგზო რეისი გაუქმდა.

07 აგვისტო 2022, 16:21

მსოფლიო

უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 4 გემი გავიდა

კიდევ ოთხმა გემმა, რომელიც მარცვლეულითა და მზესუმზირის ზეთითაა დატვირთული, უკრაინული პორტები უსაფრთხო საზღვაო დერეფნის გავლით დატოვა.

გიორგი ვოლსკი

07 აგვისტო 2022, 16:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას

ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

07 აგვისტო 2022, 16:08

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 3,5 მილიონზე მეტი უკრაინელი უსახლკაროდ დარჩა

„ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, უკრაინელები თითქმის ყოველდღე არიან რუსეთის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლები. ცოტა ხნის წინ, რუსული ჭურვები მიკოლაევისა და ხარკოვის რეგიონში სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა“.

ამირან სალუქვაძე

07 აგვისტო 2022, 15:48

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობას“: რასაც ყოველ 7 აგვისტოს აკეთებთ, იწყებთ რა თემის აჟიტირებას, ზუსტად ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ ვიცავთ ვერსიას - ომი დაიწყო რუსეთმა 7 აგვისტომდე

მოვიდა 7 აგვისტო და დაიწყეს დილიდან სტატიები, ინტერვიუები, მუხათგვერდში 7-ში უნდა გავიდეთ, თუ 8-ში?! თქვენ ამ საკითხში შეთანხმება რომ გინდოდეთ, როგორც კამერების წინ ამბობთ, დასხდებოდით მთავრობასთან წლების წინ, როცა სააკაშვილმა გასვლის თარიღი პირველად დაარღვია, და შეჯერდებოდით. თუმცა თქვენ სპექტაკლების დადგმა გჭირდებათ - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

07 აგვისტო 2022, 15:19

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში - მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია, ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში

„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გამოავლინა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია. ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“, – ნათქვამია განცხადებაში.