imedi /  18 თებერვალი 2020, 14:38 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს, საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საარჩევნო სისტემის, მმართველი გუნდის კომპრომისული შეთავაზებისა და ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, რომ მიუხედავად დაბალი მხარდაჭერისა და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიისა - ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ისევ შევიდნენ პარლამენტში და შეინარჩუნონ ადგილები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ჩანს ოპონენტების სუბიექტური და ზოგჯერ დესტრუქციული დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის 2017 წელს მიცემული დაპირება მმართველმა გუნდმა შეასრულა და დღეს ქვეყანას აქვს ეროვნულ ინტერესებს და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომელშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა ასახული.

„კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება უახლეს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. აქამდე ყოველთვის, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ რეფორმას. ახლა, ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც ან აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით, ან პოლიტიკური ფარისევლობით. გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას, პარლამენტმა 2019 წელს მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას - მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო და დამოკიდებულება, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი - ის ცუდია და უნდა დაიხუროს - არადემოკრატიული და არათანმიმდევრულია. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული: 100/50 თანაფარდობა ერთხელ, გარდამავალი სახით, 2020 წელს, რომელიც არსებულთან - 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი. ოპონენტები აცხადებენ, რომ „ნებისმიერი მოდელით მოიგებენ არჩევნებს“. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდებიან უკეთეს შეთავაზებას, ვიდრე დღევანდელი სისტემაა.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათ პარტიებს აქვთ მაღალი მხარდაჭერა, ხოლო მათ ლიდერებს ხალხი ენდობა. ეს განცხადებებიც თქვენ არაერთხელ მოისმინეთ. მაშინ გაუგებარია, რატომ არ სურთ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში. იმედია, განსხვავებული არგუმენტების შეჯერება მოხდება საბოლოოდ და შეთანხმება შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დიალოგის ფასილიტატორებს - აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობასა და გერმანიის საელჩოს მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 16:31

COVID19

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია. ნომრის დაგეგმვის პროცესში, იტალიური ვოგის შემოქმედებითმა გუნდმა არტისტებს თხოვა, რომ დღევანდელი რეალობით შთაგონებული სურათები გაეგზავნათ. ჟურნალმა აპრილის ნომერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თან რედაქტორის, ფერდინანდო ვერდერის განმარტება დაურთო. „ თავის ხანგრძლივ ისტორიაში, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, ვოგმა გაიარა ომები, კრიზისები, ტერორისტული აქტები და მისი საუკეთესო ტრადიციაა, არ გამოიყურებოდეს სხვანაირად. ორი კვირის წინ ჩვენც არ ვფიქრობდით, რომ შევცვლიდით გეგმებს. მაგრამ ილაპარაკო რამე სხვაზე, როცა ხალხი იღუპება, როცა ექიმები და ექთნები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და როცა მსოფლიო სამუდამოდ იცვლება, ეს არ არის ვოგ იტალიას დნმ. ამიტომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პროექტი და დავიწყეთ წაშლით. ჩვენს ისტორიაში პირველად,

08 აპრილი 2020, 16:22

COVID19

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 2000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ნიუ-იორკში ბოლო დღეებში რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში კი ქალაქში ვირუსისგან იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. ამ დროის მონაცემებით, მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ინფექციას 12 857 ადამიანი ემსხვერპლა, 400 549 კი დაინფიცირდა.

ზაზა თავაძე; ხვიჩა კიკილაშვილი

08 აპრილი 2020, 16:16

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ღონისძიებას მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

გერმანია ეკლესია

08 აპრილი 2020, 16:14

COVID19

გერმანიის სასამართლომ მორწმუნეების სააღდგომო წირვაზე დასწრების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პროტესტანტების ლიდერმა, ჰენრიხ ბედფორდ-შტრომმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება ადამიანების გადარჩენის მთავარი პრინციპია, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა მატიას კოპმა კი აღნიშნა, რომ წირვებზე მრევლის დასწრების აკრძალვით, გერმანიაში ეკლესია გონივრულად მოქმედებს და პასუხისმგებლობას იჩენს.

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 16:04

COVID19

კახა კალაძე: ყველა ქუჩისა და უბნის დეზინფექცია ფიზიკურად შეუძლებელია

ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერს კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ.

08 აპრილი 2020, 15:56

COVID19

პრემიერის დავალებით რეგიონებში საჰოსპიტალო სექტორის შემოწმება გრძელდება

პრემიერის დავალებით რეგიონებში საჰოსპიტალო სექტორის შემოწმება გრძელდება. კლინიკები უკვე შემოწმდა სამეგრელოში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ამჯერად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შიდა ქართლში ჩავიდა. დიმიტრი ხუნდაძე ხაშურში, ქარელსა და კასპში არსებული საავადმყოფოების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შემოწმდა მარაგები, მედპერსონალის მომზადების ხარისხი და კლინიკებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.

ცხინვალი

08 აპრილი 2020, 15:47

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID 19-ის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი დადსტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა. მარინა კოჩიევას თქმით, ამ დროისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცხინვალისა და ზნაურის კლინიკებში 7 პაციენტი რჩება, 470 ადამიანი კი თვითიზოლაციის რეჟიმშია.

08 აპრილი 2020, 15:47

COVID19

აშშ-ის საელჩო საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის ამერიკის სავაჭრო პალატას მადლობას უხდის

ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობას ეხმაურება და COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

08 აპრილი 2020, 15:45

საზოგადოება

თბილისში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ

ბიზნესსექტორის დახმარებით, დედაქალაქის მერიისა და რაიონული გამგეობების ჩართულობით, კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ. ამჯერად, კომპანიებმა „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „ეფლ სითი“ და „x2 დეველოპმენტი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა.

08 აპრილი 2020, 15:44

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

08 აპრილი 2020, 15:39

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატიდან ორი პაციენტი მოიხსნა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისთვის კლინიკაში 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა აღვნიშნო ერთი სასიხარულო ფაქტი. ეს ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე აღარ არის და მხოლოდ ვენტილაციაზე იმყოფებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მდგომარეობიდან გამოვიდნენ“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

მიგრანტები იტალია

08 აპრილი 2020, 15:22

COVID19

იტალია ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს

„COVID 19-ის გამო მიღებული კარანტინის პერიოდში იტალიის პორტები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებითაც ადგილი უსაფრთხოდ ჩაითვლება“, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ დეკრეტში.

08 აპრილი 2020, 15:19

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და დამატებითი მობილიზაცია ჯერ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების რესურსის დეფიციტი არ არის.

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 15:07

პოლიტიკა

კახა კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება. კალაძის განცხადებით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. „პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ქობულეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო

„საბჭომ იმსჯელა და დღეის მდგომარეობით, ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება და მოკვლევა კონტაქტების. შეიძლება, ჩვენ დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე. რაც შეეხება ვანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გამკაცრებულ ზომებს, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. უკვე გამოკვლეულია 5 000 ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ვანში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი ეწყობა, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ავტომანქანა გაკონტროლდება, ასევე მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო თერმოსკრინინგს. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 70 წელს გადაცილებულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზი აუღეს მის მეუღლესაც, რომლის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. კაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ დაადგინონ ქალბატონის დაინფიცირების პირველწყარო და მისი კონტაქტები, რომლებიც სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია.

08 აპრილი 2020, 15:04

COVID19

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა კარანტინში გადაყვანის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მოხდება მათი საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

აცრა

08 აპრილი 2020, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პნევმოკოკზე აცრა შესაბამისი პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ერთი თვის განმავლობაში ასობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3 500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: PCR-ტესტების საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი

„ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ქვეყანაში არის 2 ათასი, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განმარტა მინისტრმა.