imedi /  18 თებერვალი 2020, 18:10 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ელენე ხოშტარიას, რომელსაც განათლება მოსკოვში აქვს მიღებული, როგორც ჩანს საბჭოთა ჰიმნი მოენატრა

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

როგორც ჩანს ქალბატონ ელენე ხოშტარიას ნოსტალგია შემოაწვა თავის სტუდენტურ წლებზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი დღეს, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივით საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას. 

როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა, ელენე ხოშტარიას, რომელსაც განათლება მოსკოვში აქვს მიღებული, როგორც ჩანს საბჭოთა ჰიმნი მოენატრა. 

„როგორც ჩანს ქალბატონ ელენე ხოშტარიას ნოსტალგია შემოაწვა თავის სტუდენტურ წლებზე. ადამიანი, რომელიც სწავლობდა მოსკოვის საერთაშოისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, თან უშიშროების მიმართულებით. მანდ შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებოდნენ და არ ამთავრებდნენ. ალბათ, ამ ჰიმნზე დგებოდა დილით, ამ ჰიმნზე იძინებდა ღამით და დიდი ხანია საჯაროდ ამის მოსმენის სიამოვნება არ ჰქონია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

წამყვანის კითხვაზე მოსკოვში განათლების მიღება, რატომ არის კომპრომატი ელენე ხოშტარიასთვის, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ შემთხვევით არ ხდება.

„როდესაც ამთავრებ ამ სასწავლებელს და თან საერთაშორისო ურთიერთობების მიმარულებით, მერე მუშაობ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ატომური უსაფრთხოების მიმართულებით და გაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდე, სხვას ეძახი აგენტს. როდესაც ხარ ვითომ ოპოზიციონერი და 9 აპრილის შემდეგ შედიხარ კომუნისტურ პარტიაში - ეს ადამიანები დღეს რომ საუბრობენ საქართველოს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, მაქვს უფლება არ მჯეროდეს მათი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:45

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაზუსტებით არა, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ პაციენტებს შორის ეს ფაქტი რამდენიმე ადამიანმა დააფიქსირა. „ვთქვათ ხელოსანი, რომელმაც შეკვეთის შესრულებისთვის ფული აიღო, ლომბარდის თანამშრომელმა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადადება მოხდა ფულით. ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

02 აპრილი 2020, 21:43

პოლიტიკა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. 2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა,საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მინისტერიალის ფარგლებში,COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების თაობაზე.

02 აპრილი 2020, 21:40

COVID19

იმერეთის რეგიონს მეხუთე საკარანტინე ზონა დაემატა

იმერეთის რეგიონს მეხუთე საკარანტინე ზონა დაემატა. აღნიშნული ზონა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სასტუმრო “პრომეთე”-ში მოეწყო. საკარანტინე ზონაში უკვე განთავსდა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ქვეყანაში შემოსული საქართველოს 52 მოქალაქე. კარანტინში მყოფი პირები უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო ნივთითა და სამედიცინო მომსახურებით. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 21:38

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 431 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში

უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვვეყნებში- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს იქნება ათეული, მაგრამ არა ასეულები და ათასეულები.

კოტე ანანიაშვილი

02 აპრილი 2020, 21:32

COVID19

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: თერმოსკრინინგი ყველა მოქალაქეს უტარდება

24 საათის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ზედმიწევნით იქნეს დაცული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნები. დარღვევის შემთხვევაში იწერება კონკრეტული საჯარიმო ქვითრები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბლოკ-საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.

02 აპრილი 2020, 21:31

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს პროდუქტები სახლებში მიუტანა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები სახლებში მიუტანა. „მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა მარტოხელა მოხუცმა და საბავშვო ბაღის 1189-მა აღსაზრდელმა კვების საჭირო რაციონის გათვალისწინებით მიიღო სასურსათო კალათა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დახმარებას მიიღებს ყველა საჭიროების მქონე მოქალაქე, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარები, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის დამარცხება და მალე შევძლოთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

02 აპრილი 2020, 21:21

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა ნახევარი იტალიისა და ესპანეთის მკვიდრია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50,508-ს მიაღია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (13 915) და ესპანეთი (10 096). სულ მსოფლიოში ამ დროისთვის 986 777 ადამიანია ინფიცირებული, 2016 372 კი გამოჯანმრთელდა.

საკრამენტოს ოლქი

02 აპრილი 2020, 21:09

COVID19

საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებებს უკავშირდება

კალიფორნიის შტატში საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ საკრამენტოს ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 21:03

COVID19

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა იქნება შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე

იმ ინიციატივის საფუძველზე , რომელიც დღეს ჩვენ გავახმოვანეთ უკვე ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვას გეგმავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან ერთად ან დამოუკიდებლად, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ფონდის მხარდაჭერას კობახიძე პასუხობს: „რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, მას აქვს უკვე გაკეთებული განცხადება, რომ იგი მზადაა ფინანსური წვლილი შეიტანოს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელთა გადაჭრისთვისაც საკმარისი არ იქნება საბიუჯეტო რესურსები. ეს არის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ეს არის პირობა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ეს არის მისი გამოთქმული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სოლიდარობის გამოხატვას. კონკრეტული ფორმით საზოგადოების დასახმარებლად. რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა იქნება შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა

„ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული არიან პირველ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური პირები, მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, ესენი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენელები პარლამენტში. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ პირთა წრე, რომლებიც ჩაერთვებიან ამ სოლიდარობის აქციაში. ჩვენ გვქონდა მოწოდება დღეს და იმედია ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები. ვფიქრობთ, ეს ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოზარ სუბარი

02 აპრილი 2020, 21:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული

ნამდვილად არ ველოდით, რომ ადამიანების მკვლელობამდე მივიდოდა ის ხელისუფლება, თუმცა მივიდნენ. ის რომ 7 ადამიანი მხოლოდ მკვდარი, ეს მართლა გამართლების შედეგია, თორემ იქ ისეთი სროლა იყო, რომ ადვილი მოსალოდნელი იყო, გაცილებით მეტი ადამიანი მომკვდარიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ალი ლარიჯანი

02 აპრილი 2020, 20:59

COVID19

ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ლარიჯანი იზოლაციაში იმყოფება. მანამდე ვირუსი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალთა და ოჯახის საკითხებში ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს აღმოაჩნდათ.

02 აპრილი 2020, 20:50

COVID19

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო. როგორც „დემოკრატიულ პარტიაში“ აღნიშნეს, აღნიშნული ღონისძიება ივლისის ნაცვლად აგვისტოში გაიმართება.

02 აპრილი 2020, 20:44

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს. მოქალაქეები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს ანალიზებს დღესვე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან. პასუხები ხვალ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

02 აპრილი 2020, 20:41

COVID19

StopCoV ფონდში უკვე 21 100 000 ლარია მობილიზებული

2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 20:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები მჭიდრო ვადებში განხორციელდება

ახლა მთელი ყურადღება გადატანილია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი სცენარი შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, მჭიდრო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი.

02 აპრილი 2020, 20:34

COVID19

ლაგოდეხის მერია მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 225 000-ზე მეტ ლარს დახარჯავს

ლაგოდეხის მერია კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების პარალელურად, მოწყვლად ჯგუფებზე ჯამში 225 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. მერია ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტის დარიგებას იწყებს. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ 12 დასახელების პროდუქტი 1600-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა.

02 აპრილი 2020, 20:32

COVID19

უნდა გარეცხოთ თუ არა სურსათის შეფუთვა მაღაზიიდან სახლში მიტანისას - ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის რეკომენდაცია

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მოსახლეობას შეახსენებს, რომ არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობას. „არ არსებობს მტკიცებულება, რომ სურსათი ან სურსათის შეფუთვა დაკავშირებულია კორონავირუსის გადაცემასთან“, - განაცხადა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის საკვების პოლიტიკის საკითხებში კომისრის მოადგილემ ფრენკ იიანასმა. მისი თქმით, ბევრად უფრო სავარაუდოა ინფიცირებულმა პირმა ვირუსი გაავრცელოს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით, ვიდრე დაბინძურებული სურსათის ან სურსათის შეფუთვის საშუალებით. მან ასევე დასძინა, რომ თუ ადამიანი, რომელიც სურსათის ობიექტზე მუშაობს, კორონავირუსით დაინფიცირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცი არ მიიჩნევს, რომ საჭირო გახდება ბაზრიდან სასურსათო პროდუქტების მასობრივი გაწვევა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 20:23

COVID19

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არ შეექმნება საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობას და უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლებაც

აღდგომამდე არის დაახლოებით სამი კვირა, მანამდე ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს და ეპიდემიის გავრცელებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, როდესაც პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვა. მისი თქმით, ხელისუფლება საპატრიარქოსთან ყოველდღიური კონსულტაციების რეჟიმშია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საკითხი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების მიხედვით გადაწყდება. მთავრობის მთავარი ინტერესი კი, კობახიძის განმარტებით, ეპიდემიის შეჩერებაა.