imedi /  18 თებერვალი 2020, 21:34 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფი დავით ზალკალიანი

ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფი
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა მათი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მიღწეულ შედეგებზე, ასევე შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე.

საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხსაც. მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე.

საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში, მალაიზიის პარლამენტის სპიკერი მიესალმა საქართველოს სურვილს ASEAN-თან და AIPA-სთან ურთიერთობების გააქტიურების შესახებ და აღნიშნა, რომ მალაიზია მხარს უჭერს საქართველოს აღნიშნული მიმართულებებით.

ყველა სიახლე

ლევან კობიაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია

05 ოქტომბერი 2022, 00:42

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია.

ბონი დენის ჯენკინსი

05 ოქტომბერი 2022, 00:24

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

05 ოქტომბერი 2022, 00:23

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველი გოლი გაიტანა⚽

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამსტერდამში სტუმრად „აიაქსს“დაუპირისპირდა.

04 ოქტომბერი 2022, 23:51

პოლიტიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ხორვატიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია, ასევე, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ესწრებოდნენ.

04 ოქტომბერი 2022, 23:24

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

04 ოქტომბერი 2022, 23:05

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.

04 ოქტომბერი 2022, 22:29

ტაბლოიდი

ფილიპინებზე ლატარიის ჯეკპოტი ერთდროულად 433-მა ადამიანმა მოიგო

თუმცა ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თაღლითობა შეუძლებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება და სტატისტიკურად სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ერთ კონკრეტულ გათამაშებაში ასეთი უჩვეულო რიცხვები დაფიქსირდა.

ანალენა ბერბოკი

04 ოქტომბერი 2022, 21:59

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

04 ოქტომბერი 2022, 21:40

კულტურა

კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა.

ჯო ბაიდენი

04 ოქტომბერი 2022, 21:18

მსოფლიო

ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

დიმიტრი საძაგლიშვილი

04 ოქტომბერი 2022, 21:14

სამართალი

ადვოკატი: ნიკა გვარამია საპატიმროში პოლიტიკური მოტივით იმყოფება

ბრალდება ზიანის მიყენებაზე უბრალოდ აბსურდულია, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია ე.წ. ციხის კადრების საქმეზე. იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე ძებნაშია.

ზვიად გუბელაძე

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

პროკურორი: მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, ფაქტებს და აღნიშნულზე დაყრდნობით, ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ თუ რატომ უნდა იქნას სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ვინაიდან, ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სამივე ბრალდებულის მიმართ",

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2022, 20:47

მსოფლიო

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.

ნასერ კანაანი

04 ოქტომბერი 2022, 20:42

მსოფლიო

ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 20:18

მსოფლიო

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს.

04 ოქტომბერი 2022, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ პეტროვ ვალკანოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

უილიამ ბერნსი

04 ოქტომბერი 2022, 19:47

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: კუთხეში მიმწყვდეული პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმირ პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს.

04 ოქტომბერი 2022, 19:14

მსოფლიო

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

04 ოქტომბერი 2022, 19:12

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.