19 თებერვალი 2020, 01:22 / სანდო წყარო

ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა

ისანში, ალექსეევკის დასახლებაში სასაწყობე ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 22:41

COVID19

ისრაელის პრემიერ მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა

ისრაელის პრემიერ მინისტრს და მისი აპარატის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ნეთანიაჰუსა და პალუხის ბოლო შეხვედრა 26 მარტით თარიღდება. სავარაუდოდ, რივკა პალუხი კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 22:26

COVID19

მაია ცქიტიშვილი: აჟიოტაჟი ტესტებთან დაკავშირებით არის უფრო ხელოვნური და პოპულისტური ვიდრე რეალობა

ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა- ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გეგმისა და ღონისძიებების ერთობლიობისა, რომლის გატარებაც არის საჭირო ეპიდემიის მალე დასამარცხებლად,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხშირად ტესტები ერთგვარ პანაცეად და გადამწყვეტ ფაქტორად არის წარმოჩენილი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არასწორია.

30 მარტი 2020, 22:08

COVID19

კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი დაინფიცირდა

ბათუმში მერვე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. მას უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ ვირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო. ინფორმაცია Imedinews-ს კლინიკის თანამშრომელმა დაუდასტურა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით მედიცინის მუშაკი პირველად დაინფიცირდა.

30 მარტი 2020, 22:08

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაცოენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ სუნთქვაზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 22:04

COVID19

ბოქსირებულ პალატაში მყოფი პაციენტი საკუთარ მდგომარეობასა და ვირუსის დადგენამდე არსებულ სიმპტომებზე საუბრობს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მყოფი ლევან ყამარაული იხსენებს, რა სიმპტომებით მოხვდა კლინიკაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ის ამბობს, რომ მე-17 დღეა, ინფექციურ საავადმყოფოშია და საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, თუმცა ჯერჯერობით ვირუსი არ გასულა ორგანიზმიდან. პაციენტი ამბობს, რომ მისი დაინფიცირების წყარო იტალიის კლასტერი გახდა.

30 მარტი 2020, 21:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 103 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 103-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge განახლდა. ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია - 20 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 5114 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 მოქალაქე რჩება.

30 მარტი 2020, 21:34

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტის ანალიზების პასუხი მიიღეს. ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ოთხის ანალიზის პასუხი კი უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიიდან მონაცემები ცოტა ხნის წინ მიიღეს. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

30 მარტი 2020, 21:30

COVID19

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა აუკრძალა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა და მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა აუკრძალა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მთავრობის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. ოპერატიულ შტაბში განმარტეს, რომ სახლიდან გამოსვლა დაშვებული იქნება შემდეგ შემთხვევებში: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, სურსათის შეძენა, ნარჩენების სახლიდან გატანა, ასევე საკარანტინო რეჟიმის დროს მოქმედ საწარმოებში სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება.

30 მარტი 2020, 21:25

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ეპიდემიის არსებობის განმავლობაში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 მარტი 2020, 21:24

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში ორი დადასტურებული COVID 19 შემთხვევაა. ორივე პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 21:15

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს

ამერიკელები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს ვირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს.

30 მარტი 2020, 21:13

COVID19

რა ვითარებაა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის მე-8 დღეს

ბოლნისიდან მარნეულში გადმოყვანილი სამი პაციენტიდან ერთი 80 წლისა, მეორე 35 წლის. მესამე კი 23 წლის კაცია. 35 წლის ქალი გუშინ მასთან სახლში მისულ ექიმებს დაემალა. დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა მედიკოსებს ინფორმაცია, რომ ქალს ტემპერატურა ჰქონდა, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“, გადაცემა „ქრონიკის“ სპეციალურმა კორესპონდენტმა მარნეულსა და ბოლნისში დავით ყურაშვილმა განაცხდა.

30 მარტი 2020, 20:49

COVID19

იმერეთის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იზოლაციის წესის დარღვევისთვის სამი ადამიანი დაჯარიმდა

იმერეთის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იზოლაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა და სამი პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.

სოსო ფრუიძე

30 მარტი 2020, 20:33

სპორტი

თბილისის საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თბილისის საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ლევან კორღალიძე სოსო ფრუიძემ შეცვალა, რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა. ფრუიძემ სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა და ეს კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა. კორღალიძის ხელმძღვანელობით “ლოკომოტივმა” სეზონი წარმატებულად დაიწყო და კრისტალბეთ ლიგას 6 ქულით ლიდერობდა, თუმცა ფეხბურთელებისთვის ხელფასის 70 პროცენტით შემცირების გამო მთავარ მწვრთნელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა და თანამდებობა დატოვა.

30 მარტი 2020, 20:28

COVID19

ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში ქვეითად გადაადგილებაც იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

ზიგფრიდ მურეშანი

30 მარტი 2020, 20:23

მსოფლიო

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ომს აწარმოებს

რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სახელმწიფოებში ევროკავშირის იმიჯის დისკრედიტაციისთვის ინფორმაციულ ომს აწარმოებს და ამ დროს ევროკავშირი პარტნიორების დახმარებას განაგრძობს - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ ​გააცხადა. „რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ კოვიდ19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იტალიას სამხედროებით და აღჭურვილობით ეხმარება, ევროკავშირი კი 800 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებისთვის გამოყოფს. ამ თანხის ნაწილი მოხმარდება გადაუდებელ საჭიროებებს საქართველოში, უკრაინაში , მოლდოვაში, ბელორუსში , სომხეთსა და აზერბაიჯანში. თანხის დარჩენილი ნაწილით ჩვენი პარტნიორები შეიძენენ სამედიცინო აღჭურვილობას, გადაამზადებენ ექიმებს,

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 20:10

COVID19

როგორ უნდა მიიღოს მედიამ ე.წ. კომენდანტის საათის დროს სპეციალური საშვი

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, თუ როგორ მივიღოთ ე.წ. კომენდანტის საათის დროს სპეციალური საშვი.

დავით ზალკალიანი

30 მარტი 2020, 20:06

COVID19

რთულ დროში საქართველოს გვერდში დგომისთვის ზალკალინმა ევროკავშირს მადლობა გადაუხდა

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“, - წერს დავით ზალკალიანი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

30 მარტი 2020, 20:05

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს

მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი და საკვები, სანიტარული და სხვა აუცილებელი მომსახურება სჭირდებათ, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. „ჩვენ გვესმის, რომ მრავალი ქვეყანა ახორციელებს ზომებს, რომლებიც ზღუდავენ ხალხის გადაადგილებას. ამ ზომების განხორციელებისას აუცილებელია ყველა ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის პატივისცემა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა შეატყობინონ თავიანთ ხალხს აღნიშნული ზომების ხანგრძლივობის შესახებ და დახმარება გაუწიონ ხანდაზმული ასაკის პირებს, ლტოლვილებს და სხვა დაუცველ ჯგუფებს“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მეუფე საბა

30 მარტი 2020, 19:58

COVID19

მეუფე საბა: ვირუსი არავის ინდობს, არც მღვდელმთავარს

ვირუსი არავის ნდობს, არც მღვდელმთავარს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „აქედან უნდა მივხვდეთ, რომ დღეს ყველაზე დიდი მოწოდება არის სახლში დარჩენა“, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, ეპარქია პარასკევს გადაწყვეტს, თუ როგორ აღინიშნება აღდგომის ბრწყინვლე დღესასწული.