imedi /  19 თებერვალი 2020, 08:24 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: დონბასში სამხედრო ესკალაცია მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას ძირს უთხრის

დავით ზალკალიანი

დონბასში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი „ტვიტერში“ ეხმაურება. მისი განცხადებით, ზოლოტოესთან რუსეთის მხარდაჭერით განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობით შეშფოთებულია.

დავით ზალკალიანის შეფასებით, სამხედრო ესკალაცია მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას ძირს უთხრის.

 

18 თებერვალს დაახლოებით დილის 5:00 საათზე, დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. დილის 10:00 საათის შემდეგ ბრძოლა დასრულდა, უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა. შეტევას ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 11:00

საზოგადოება

ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.

19 სექტემბერი 2020, 10:57

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 858 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 39 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 858 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 495 183 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 793 ადამიანი გარდაიცვალა.

19 სექტემბერი 2020, 10:53

რეგიონი

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორი ჰექტარი ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი. რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.

19 სექტემბერი 2020, 10:50

მსოფლიო

პაკისტანში ქალის ჯგუფურ გაუპატიურებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

პაკისტანში მძარცველებმა ქალი ორი შვილის თვალწინ გააუპატიურეს. შემთხვევას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ ლახორში, საავტომობილო გზასთან, 9 სექტემბერს მოხდა. ქალს ავტომობილში საწვავი გაუთავდა და ავზის შესავსებად მიდიოდა, რა დროსაც თავს მძარცველები დაესხნენ, გაძარცვეს და გააუპატიურეს.

კორონავირუსი უკრაინა

19 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3 240 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3 240 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 172 712-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

19 სექტემბერი 2020, 10:46

რეგიონი

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ვინსენტ დონტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.

19 სექტემბერი 2020, 10:38

სამართალი

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობანზე მსხვერპლი მოჰყვა. ხაშური-ქარელის მონაკვეთზე საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

19 სექტემბერი 2020, 10:35

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 93,337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 93,337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,247 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 85,619-ს აღწევს. ჯამში 4,208,431 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

19 სექტემბერი 2020, 10:31

რეგიონი

„რთველი 2020“-ის ფარგლებში 80 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი: 60 ათასი ტონა „რქაწითელი“, 15 ათასი ტონა „საფერავი“, 1,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამურმა მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

კორონავირუსი

19 სექტემბერი 2020, 10:28

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 187 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

19 სექტემბერი 2020, 10:21

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე 26-27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება

26-27 სექტემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განმარტებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 16-17კმ მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი.

კორონავირუსი გერმანია

19 სექტემბერი 2020, 09:24

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 2 297 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ევროკავშირი კვიპროსი

19 სექტემბერი 2020, 08:57

მსოფლიო

კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა

კვიპროსმა კვლავ დაბლოკა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება. Deutsche Welle-ს ცნობით, ნიქოზიის წარმომადგენელმა სანქციების პროექტს ვეტო 18 სექტემბერს, ბრიუსელში, Coreper-ის სხდომაზე დაადო.

სასამართლო

19 სექტემბერი 2020, 08:45

სამართალი

რა ცვლილებებს გულისხმობს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს თითოეულ ქულას. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, ქულების დასაბუთება და შეფასება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2020, 08:34

მსოფლიო

დონალდ ტრამპს FBI-ის დირექტორის გათავისუფლება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის გათავისუფლებას არ გამორიცხავს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარტინ ვისკარა

19 სექტემბერი 2020, 08:18

მსოფლიო

პერუს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

პერუს პარლამენტმა შეუნარჩუნა თანამდებობა ქვეყნის პრეზიდენტ მარტინ ვისკარას, რომლის წინააღდეგაც ერთი კვირის წინ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ავიაციის დღე

19 სექტემბერი 2020, 08:06

თავდაცვა

19 სექტემბერს საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

19 სექტემბერს საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

19 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული საფოსტო მარკა მოიპარეს

​​​​​​​ჰონგ-კონგში ქურდები ფილატელისტის ფუ ჩუნსიაოს სახლში შეიჭრნენ და საფოსტო მარკებთან ერთად ხელოვნების ნიმუშებიც მოიპარეს. წაღებული ნივთები ოთხ მილიარდ ჰონკონგურ დოლარადაა შეფასებული. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

ბრუნო ლე მერი

19 სექტემბერი 2020, 00:51

COVID19

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, ბრუნო ლე მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მინისტრმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

სერგი ჯორბენაძე

19 სექტემბერი 2020, 00:51

საზოგადოება

იურისტი სერგი ჯორბენაძე: ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება დემოკრატიას არ ეწინააღმდეგება

Fake News-თან, ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მოწესრიგება, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაკონკრეტებასა და დახვეწას, თუმცა, ეს არაა მხოლოდ ქართული პრობლემა, - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა, იურისტმა სერგი ჯორბენაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ფეისბურგი“.