imedi /  19 თებერვალი 2020, 11:45 / სანდო წყარო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. 

„ყველა სასამართლო გადაწვეტილება მიღებული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური გათვლის გარეშე. შეიძლება, ზოგი გამოძიება არჩევნების წელს ჩატარდეს და შეიძლება, ზოგჯერ სადავო დაპატიმრება მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი საქმის დეტალებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ კონკრეტული განაჩენის შემთხვევაში კითხვები ჩნდება. ეს არა მხოლოდ ჩემი რეაქციაა, არამედ ბევრი სხვა ადამიანის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ამერიკის კონგრესიდან, ევროპელი მაღალჩინოსნებისა და სხვა დასაფასებელი ადამიანებისგან“, - განაცხადა ჰოლ ჰოლმა.

მისი თქმით, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დანაშაული უნდა გამოიძიონ, თუმცა მნიშვნელოვანია ვისი საქმის გამოძიება ხდება, რა გარემოებებში, რა არის კონტექსტი და რამდენად სუფთა და გამჭვირვალეა პროცესი. „ის, რასაც ვხედავ, ისაა, რომ გაჩნდა შეშფოთებები გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან სასჯელი ერთხელ მოიხადა მსგავს ბრალდებებზე. მეორე ისაა, რომ არსებობს კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებმაც ეს განაჩენი გამოიტანეს და მათ კავშირზე საქმის ისტორიასთან. მესამე ისაა, რომ თავად არ ესწრებოდა სასამართლოს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეების არგუმენტები შეფასდეს. ანუ, პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ყოფილი ელჩის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დაკავების დროის გათვალიწინება. „ცხადია, რომ მთავრობა ერთგვარი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა პროპორციული არჩევნების დაწესება 2020 წლის არჩევნებისთვის. საზოგადოებაში ამან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიცია კი ამის გამო მათ წნეხის ქვეშ აქცევს. უგულავას დაპატიმრებით ის დიალოგი შეჩერდა, რომელითაც მხარეები საერთო გამოსავლის მონახვას ცდილობდნენ. საინტერსოა, რომ მთავრობისთვის ამან საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო და მის წინააღმდეგ მანამდე ფრაგმენტირებული ოპოზიცია გააერთიანა. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პოლიტიკურად არ იყო გონივრული, არამედ ის საკმაოდ უკუპროდუქტიულიც გამოდგა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას ოპოზიციის გაჩუმება სურს“, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 01:17

მსოფლიო

პენტაგონი: თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, თითქმის 6 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეიარაღაბული ძალების რიგებში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 70-80 ათასს ადამიანს მიაღწია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 აგვისტო 2022, 00:51

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ მათ ქვეყანაში შესვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალოს მათ ქვეყანაში შესვლა, რათა უკრაინის ტერიტორიის ანექსია შეწყდეს, - ამის შესახებ მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

09 აგვისტო 2022, 00:44

თავდაცვა

თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.

ჯიმ რიში

09 აგვისტო 2022, 00:22

პოლიტიკა

ჯიმ რიში: 14 წელი გავიდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, – წერს ჯიმ რიში twitter-ში.

რუსლან სტეფანჩუკი

08 აგვისტო 2022, 23:40

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

08 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში კლდეებს შორის იყო მოყოლილი

მესტიაში მაშველებმა 70 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე, ირინა კვიციანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ის წერს, მამაკაცი უცხოეთის მოქალაქეა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

08 აგვისტო 2022, 23:15

მსოფლიო

Financial Times: დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება

დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

08 აგვისტო 2022, 23:10

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

08 აგვისტო 2022, 22:27

მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

08 აგვისტო 2022, 22:15

მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს საბიუჯეტო საჭიროებისთვის

აშშ უკრაინის მთავრობას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში განაცხადეს.

08 აგვისტო 2022, 21:51

პოლიტიკა

ხორვატიის საგარეო უწყება: რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

დამერწმუნეთ ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი, - ამხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.

ენტონი ბლინკენი

08 აგვისტო 2022, 21:04

მსოფლიო

ბლინკენი: თუ დიდ ქვეყანას მიეცემა უფლება პატარა ქვეყანა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს მთელ მსოფლიოში ნადირობის სეზონის გახსნა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს მიეცემა უფლება უკრაინა დაჩაგროს, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მაშინ ეს იქნება „ნადირობის სეზონის“ გახსნა მთელ მსოფლიოში.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 21:03

მსოფლიო

გიტანას ნაუსედა: ყველა მზად ვართ უკრაინის ხელახლა აშენება უზრუნველვყოთ, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ომი ხანმოკლე იქნება. უკრაინას აქვს პროგრესი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, განსაკუთრებით სამხრეთით, მაგრამ ამავე დროს რუსეთიდან ზეწოლაა აღმოსავლეთით, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 20:52

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს, საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს

სამწუხაროდ, ამ დრომდე ევროკავშირმა არ გააკეთა საკმარისი უკრაინის უფრო ეფექტიანად მხარდასაჭერად. დიახ, ჩვენ სანქციების 7 პაკეტი დავაწესეთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით რუსული ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმისთვის საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო.

ამირან გამყრელიძე

08 აგვისტო 2022, 20:50

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ახალგაზრდებს ვაძლევ გზას - არავითარი დაპირისპირება არაა

სწორედ ახალგაზრდებს ვაძლევ ახლა გზას. არავითარი დაპირისპირება არაა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 20:47

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: რუსეთის სურვილები და პოლიტიკური მადა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოებით არ შემოიფარგლება

სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს საუბარი რუსეთის მიერ გაყინული კონფლიქტების შექმნის აგრესიულ პოლიტიკაზე. რუსეთი ახდენს დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას და ამ არაკანონიერი გზით, დროებით ოკუპაციას ისინი იყენებენ დესტაბილიზაციის შექმნის საშუალებად, ხელს უშლის და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გაართულოს სუვერენული სახელმწიფოების დასავლურ სამყაროში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მიუღებელ მისიას იღებს საკუთარ თავზე - გადაწყვიტოს სუვერენული სახელმწიფოების ბედი.

თამარ გაბუნია

08 აგვისტო 2022, 20:46

საზოგადოება

თამარ გაბუნია: არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 აგვისტო 2022, 20:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი კალანდარიშვილის ჩატარებულ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ დავუჭერთ

გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა ადმინისტრაციის მიერ გაწეულ მუშაობას მისცა უმაღლესი შეფასება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

08 აგვისტო 2022, 20:29

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში წევრობას, თუ მადრიდის სამიტზე გაკეთებული დაპირებები არ შესრულდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

08 აგვისტო 2022, 19:48

მსოფლიო

ერდოღანი: სამწუხაროდ, ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას - იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.