imedi /  19 თებერვალი 2020, 11:21 / სანდო წყარო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

საქართველო ძალიან იღბლიანი ქვეყანაა. ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს. ეს ორპარტიული მხარდაჭერაა და უკვე დიდი ხანია გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასაფასებელია, რომ საქართველომ ამდენს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უდიდესი რუსული ზეწოლის ქვეშაა და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა ისტორიულად მოჰყვება. მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ვამჩნევ, რომ მატულობს შეკითხვები იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. აქამდე ეს პატარა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო. ახლა ეს შფოთვა კულმინაციას უახლოვდება მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს მხრიდან უგუნური ნაბიჯი იქნება ამ ყველაფრის იგნორირება“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:04

COVID19

საგანგებო რეჟიმის განმეორებით დამრღვევს დააპატიმრებენ და ცალკე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებენ

სანქციების მხრივ რამე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თეა წულუკიანის განმარტებით, ძალაში რჩება ის ჯარიმები, რაც საგანგებო რეჟიმის პირობებში დაწესდა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:55

COVID19

მაია ცქიტიშვილი: 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება

21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

აჭარის მთავრობა

30 მარტი 2020, 18:54

COVID19

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ეს ბათუმში მერვე შემთხვევაა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა იმ პირებიდან ერთ-ერთთან, რომლებსაც კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ და ახლა ბათუმში გადიან მკურნალობას.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:47

COVID19

საქართველში ყველა სანოტარო ბიურო ორი დღით დაიკეტა

მე როგორც უწყების ხელმძღვანელს, გამიჩნდა განცდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც ბოლო დღეებში მქონდა იმის შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს, ან ნოტარიუსის თანაშემწეს, გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისათვის, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, არაერთმა მოქალაქემ ეს დღეს უკვე შეამჩნია, დღეს ყველა სანოტარო ბიურო საქართველში, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიკეტა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოსსხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:38

COVID19

გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, თითქოს სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ, ეს სიცრუეა

თუ ხვალ იქნება აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. ან თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ, აქ ვიდგე და თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვპასუხობდე, ისე როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სწრაფი ტესტების შესახებ დასმული შეკითხვის ავტორს განუცხადა.

30 მარტი 2020, 18:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო და აღნიშნა, რომ თავიდან პრეზიდენტი უარყოფდა ქვეყანაში ამ პრობლემის არსებობას. „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. მას უამრავი პრობლემა აქვს. იგი ქვეყნის და მისი ოჯახის სირცხვილია. რა საშინელი განცხადება გააკეთა. ერთადერთი, რაზეც ყოველთვის კონცენტრირდებოდა, იმპიჩმენტი იყო. პანდემიასთან დაკავშირებით არასოდეს უთქვამს რამე. იმპიჩმენტი წააგო და სულელივით გამოიყურებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:30

COVID19

მაია ცქიტიშვილმა ე.წ. კომენდანტის საათის დროს ტრანსპორტის გადაადგილების სქემა განმარტა

„ასევე არის ნებადართული იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდს, დამატებით გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ ის სატრანსპორტო საშუალებები რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი. ეს შეეხება მედიის წარმომადგენლებსაც და უნდა მიმართოთ სპეციალურ საკოორდინაციო შტაბს. იმოქმედებს ცხელი ხაზი 144, რომელზეც მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს და ბიზნესს დამატებითი განმარტებების მიღება შეეძლებათ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:29

საზოგადოება

წულუკიანი ამომრჩევლების მონაცემების ბაზის გავრცელებაზე: დადასტურებით ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა

იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მუშაობენ იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ჰაკერული შეტევა და საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

30 მარტი 2020, 18:26

სამართალი

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გოლდთან“ ორმა პირმა ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთხელ გასროლეს. დაკავებულებ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:24

COVID19

მაია ცქიტიშვილი: არ მივაწყდეთ მაღაზიებს, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი

შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი პროდუქციის მომარაგებაში შეფერხება არ არის.

თბილისის მერია

30 მარტი 2020, 18:22

COVID19

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:10

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურეობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ ეს საავადმყოფო და მისი მზაობა გვენახა. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ეს ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა გახარიამ. მისივე განცხადებით, სადაც იქნება საშუალება, საქართველოს ხელისუფლება ყველას მიეხმარება, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს უწევს.

თბილისის მეტრო

30 მარტი 2020, 18:10

COVID19

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება იკრძალება

სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 18:09

COVID19

თეა წულუკიანი: მომდევნო კვირები 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს, იმისთვის, რომ გარედან ვირუსის შეტანა არ მოხდეს

ვირუსის გავრცელება გადავიდა ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროებისათვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

30 მარტი 2020, 18:05

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ნატოს შტაბ-ბინაში აღიმართა

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ნატოს შტაბ-ბინაში აღიმართა, - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ასეთ დროს მეგობრები და მოკავშირეები როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია. ახლა ჩრდილოეთ მაკედონიას მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები ჰყავს. ერთად ჩვენ ყველანი უკეთ დაცულნი ვართ. მოგესალმებით ნატოში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აღმართვის ცერემონიაზე.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:04

COVID19

გიორგი გახარია: როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან

ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან, - ამის შესახებ პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მე ვერ წამომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, მრევლს, ქრისტიანს რა შიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

საკონტროლო პუნქტი

30 მარტი 2020, 18:03

COVID19

პირთა გადაადგილების კონტროლის მიზნით საქართველოს 7 ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

პირთა გადაადგილების კონტროლის მიზნით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:01

COVID19

გიორგი გახარია: 24 საათიან რეჟიმში მომუშავე დაწესებულებები სპეციალური საშვებით ისარგებლებენ

ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24 საათის განმავლობაში, ექნება სპეციალური საშვები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიმართა და მოუწოდა, ისარგებლო ნომრით - 144, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა ფუნქციონირებაში.

30 მარტი 2020, 17:55

COVID19

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „

გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:53

COVID19

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.