imedi /  19 თებერვალი 2020, 16:58 / სანდო წყარო

საქართველოს დელეგაციამ ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა

საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 17-18 თებერვალს ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით მიღწეული პროგრესის, გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან. ასევე, დელეგაციის წევრები შეხვდნენ დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს,ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს.

დელეგაციამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ასევე, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილეს სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაზრდის მიზნით განხორციელებული აქტივობები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის პროგრესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

შეხვედრებზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მიმდინარე და სამომავლოთა ნამშრომლობისთვის მზაობას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველომ 2019 წლის 27ნოემბერს გადმოიბარა. 6-თვიანი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო შემდეგი 4პრიორიტეტული მიმართულებით იმუშავებს: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებულიმართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიისგაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ყველა სიახლე

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

27 სექტემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ლონდონი

26 სექტემბერი 2020, 23:37

მსოფლიო

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ლონდონში აქციაზე ლოქდაუნის 10 მოწინააღმდეგე დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა. მათგან ორს კი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

26 სექტემბერი 2020, 23:17

პოლიტიკა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე, ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენა იყო.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 23:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ იტყვის რომ ვინმეს ბიზნესი წავართვი, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე ან კორუფციულ გარიგებაში შევედი

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 სექტემბერი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას

ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის Facebook პოსტში – „COVID-19 საქართველოში. „მძიმე სცენარი”, თუ ძალიან წარმატებული მართვა“. კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

თაკო ჩარკვიანი

26 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი თაკო ჩარკვიანი COVID19 -სგან განიკურნა. ამის შესახებ ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ანდრია ჯაღმაიძე

26 სექტემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია

26 სექტემბერი 2020, 22:08

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

26 სექტემბერი 2020, 22:02

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: არ ვიკადრებ, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გადაცემაში „ქრონიკა“ მედიაში მასზე და ოჯახის წევრებზე გასულ რეპორტაჟებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მედიაში მცდარი ინფორმაცია „ფეიკ ნიუსები“ ვრცელდება, რასაც ის სიმართლეს დაუპირისპირებს.

26 სექტემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს ესტუმრა

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს, ნათელა გოგიას ესტუმრა.