Imedi /  19 თებერვალი 2020, 18:48 / სანდო წყარო

ლევან კობერიძე: ინდივიდუალურ შეხვედრებს არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ვგეგმავთ

ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

ნებისმიერი შეთანხმება კონსენსუსის შედეგია. მსჯელობა უნდა მოხდეს საჯაროდ, ერთიან სივრცეში. ინდივიდუალურ შეხვედრებს ჩვენ არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ვგეგმავთ. თუ მათთვის საინტერესო გახდება ის შეთავაზება, რომელიც შეიძლება მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდეს, მობრძანდნენ და შეიძლება მათთან ერთაც განვიხილოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენელმა, ლევან კობერიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. 

მისი თქმით, რეალურად „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობთ, რომ შეთანხმება არ შედგეს, რადგან 77/73 ორივე ძალისათვის მისაღებია.

„მსგავსი განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და ხელისუფლება ამ საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. „ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე შეხვედრას არ ვგეგმავთ, არც ვაპირებთ და არც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს გაფართოებულ ფორმატი. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ინდივიდუალურ რეჟიმს თვითონ წყვეტს და ალბათ, სხდადსხვა ფორმატით გაიმართება“ - აცხადება ლევან კობერიძე.

მისი თქმით, მზად არიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად იმსჯელონ, მათ შორის, მათ შეთავაზებაზეც, თუ ეს პოლიტიკური სპექტრისთვის საინტერესოა იქნება.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 16:51

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე - ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ეიფელის კოშკი

23 სექტემბერი 2020, 16:46

მსოფლიო

გამნაღმველები ეიფელის კოშკზე ბომბს ეძებენ

პარიზში, ეიფელის კოშკიდან ვიზიტორთა ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და კოშკზე ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

23 სექტემბერი 2020, 16:42

რეგიონი

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე, ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამ საქმით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათ მერიის გადაწყვეტილება გააცნეს, სადაც უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ იუწყებიან .

23 სექტემბერი 2020, 16:40

საზოგადოება

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი, შიო აბრახამია გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა.

ნინო ნიჟარაძე

23 სექტემბერი 2020, 16:36

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში COVID-19-ის შემთხვევების მატება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ქცევასთან

ამ ეტაპზე გვაქვს უფრო დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუმცა აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება. დღეს გვქონდა შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს მაინც სტაბილური დონეა. რაღაც პერიოდი, აჭარაში შესაძლოა COVID-19-ის შემთხვევები გაიზარდოს ან დარჩეს იმავე დონეზე, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

23 სექტემბერი 2020, 16:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ორსულებში კორონავირუსი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს

„აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და დაემორჩილონ იმ რეგულაციებს, რაც ამ ეტაპისთვის არსებობს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

23 სექტემბერი 2020, 16:19

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა.

23 სექტემბერი 2020, 16:15

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 16:08

ეკონომიკა

„ქართული ოცნება“ იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რძის გადამამუშავებელი საწარმო თერჯოლაში, წყალმომარაგების პროექტი ჭიათურაში - „ქართული ოცნება“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იმერეთში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს აქვეყნებს.

რატი იონათამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოებასთან ფაქტობრივად არ უსაუბრიათ

არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და რასაც ვუყურებთ, როგორ იქცევა ხელმოცარული ოპოზიცია, არის სრულიად ამაზრზენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 15:45

მსოფლიო

რომის პაპი: ღმერთს უყვარს LGBTQ შვილები ისეთები, როგორებიც არიან

რომის პაპი, ფრანცისკე ორგანიზაცია „LGBTQ+ კათოლიკე მშობლების“ 40-მდე დედასა და მამას შეხვდა. როგორც UniLad-ი იუწყება, მშობლება 83 წლის პაპთან იმ ხშირ შემთხვევაზე ისაუბრეს, როცა მათი შვილები ეკლესიის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. აღსანიშნავია, რომ ფრანცისკემ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

უეფა საუკეთესო ფეხბურთელები

23 სექტემბერი 2020, 15:45

სპორტი

უეფამ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. პირველ სამეულში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინე, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი (ორივე - მიუნხენის „ბაიერნი“) მოხვდნენ.

BIllboard Music Awards 2020

23 სექტემბერი 2020, 15:30

კულტურა

Billboard Music Awards 2020-ის ნომინანტები დასახელდნენ

ლიდერი ნომინაციების რაოდენობით Post Malone-ი გახდა. ის გამარჯვებისთვის 16 კატეგორიაში იბრძოლებს. მეორე ადგილზეა Lil Nas X-ი 13 ნომინაციით, ბილი აილიში და Khalid-ი კი 12 კატეგორიაში არიან წარდგენილები.

კლინიკა „ბომონდი“

23 სექტემბერი 2020, 15:28

COVID19

ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ სამმა მოზარდმა დატოვა

„სამმა პაციენტმა დატოვა „კლინიკა ბომონდი“ კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე. სამივე მათგანი ქუთაისის მკვიდრია. ამ დროისათვის ჩვენს სტაციონარში 14 ბავშვია მოთავსებული. თითოეულ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, თუმცა უსიმპტომო პაციენტები არიან. გვყავს პაციენტები ქუთაისიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და ვანიდან. დამატებით ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. უკვე გაწერილ პაციენტებს ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია დაიცვან ჰიგიენა, დისტანცია და ატარონ ნიღაბი“, - განაცხადა „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ედიშერ ასათიანმა.

23 სექტემბერი 2020, 15:06

ეკონომიკა

EBRD-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 217 მლნ ევრო გამოუყო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

23 სექტემბერი 2020, 15:04

საზოგადოება

SAFE YOU - ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით სარგებლობა ბილაინის აბონენტებს ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის აბონენტებს, ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით SAFE YOU სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ. შედეგად, ხსენებული აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ ეხარჯება ინტერნეტი და სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია.

სასამართლო

23 სექტემბერი 2020, 14:45

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს კითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს კითხავენ. მიხეილ რამიშვილისგან პროკურატურა ინტერესდება იმ ე.წ. სატელიტის ფოტოებით, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა და ექსპერტიზის დასკვნით, გაყალბებულია.

თემურ მიქელაძე

23 სექტემბერი 2020, 14:38

საზოგადოება

პედიატრი: სწორი კვება და სეირნობა რეკრეაციულ ზონებში, გრიპის სეზონისთვის ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს

ბავშვებსა და მოზარდებში სერიოზული პრობლემაა ჯანსაღი და სწორი კვება. მცირე ასაკის ბავშვებში ქრონიკული პათოლოგია გაცილებით ნაკლებია მოზრდილებთან შედარებით. შესაბამისად ნებისმიერი ინფექცია და მათ შორის COVID-19 მათთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები

23 სექტემბერი 2020, 14:25

მსოფლიო

Time-მა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

წელს რეიტინგში 54 ქალია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სიაში ასევე პირველად მოხვდა ამდენი ექიმი და მეცნიერი. გამოცემამ სიაში მოხვედრილები 5 კატეგორიად დაყო: ტიტანები, ნოვატორები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიდერები და კერპები.

მაზახირ ეფენდიევი

23 სექტემბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

აზერბაიჯანელი დეპუტატი: ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო

„ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრული კავშირები ისტორიულად არსებობდა და ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ვერავინ შეძლო. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნების ბედი მსგავსია. ისტორია გვიჩვენებს, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ცივილიზებულ მსოფლიო სივრცეში მოვახდინოთ ინტეგრირება“, - წერს აზერბაიჯანელი პარლამენტარი სტატიაში სათაურით „აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები, როგორც რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია“.