imedi /  19 თებერვალი 2020, 19:05 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მიხეილ ჩხენკელი ვიქტორია ჰორვატი

მიხეილ ჩხენკელი
ვიქტორია ჰორვატი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის გაფორმდება სხვადასხვა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ერთობლივი პროექტები, ახალი გაცვლითი პროგრამები და ინსტიტუციურ დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა. 

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ წარმატებულ საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის Stipendium Hungaricum-ს, რომელიც წარმოადგენს გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას. ეს პროექტი ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მიიღონ უნგრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. უნგრეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს წარმატებული პროექტი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო დონის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ოპერირებას 2020-21 სასწავლო წლიდან დაიწყებს, ამ ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. სწავლების ყველა საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, მინისტრმა ელჩს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება შესთავაზა. ვიქტორია ჰორვატმა ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება და სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში განხორციელდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელსა და ვიქტორია ჰორვატს შორის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობა იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან პროფესიული განათლების განვითარება და მისი ინტერნაციონალიზაცია პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. საუბარი ასევე შეეხო სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, ამ პროცესში უნგრული მხარის ჩართულობას და მათი გამოცდილების გაზიარებას. 

ყველა სიახლე

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 16:04

COVID19

კახა კალაძე: ყველა ქუჩის, ყველა უბნის დეზინფექცია ფიზიკურად შეუძლებელია

ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერს კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ.

08 აპრილი 2020, 15:56

COVID19

პრემიერის დავალებით რეგიონებში საჰოსპიტალო სექტორის შემოწმება გრძელდება

პრემიერის დავალებით რეგიონებში საჰოსპიტალო სექტორის შემოწმება გრძელდება. კლინიკები უკვე შემოწმდა სამეგრელოში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ამჯერად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შიდა ქართლში ჩავიდა. დიმიტრი ხუნდაძე ხაშურში, ქარელსა და კასპში არსებული საავადმყოფოების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შემოწმდა მარაგები, მედპერსონალის მომზადების ხარისხი და კლინიკებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.

08 აპრილი 2020, 15:47

COVID19

აშშ-ის საელჩო საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის ამერიკის სავაჭრო პალატას მადლობას უხდის

ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობას ეხმაურება და COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ცხინვალი

08 აპრილი 2020, 15:47

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID 19-ის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი დადსტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა. მარინა კოჩიევას თქმით, ამ დროისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცხინვალისა და ზნაურის კლინიკებში 7 პაციენტი რჩება, 470 ადამიანი კი თვითიზოლაციის რეჟიმშია.

08 აპრილი 2020, 15:45

საზოგადოება

თბილისში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ

ბიზნესსექტორის დახმარებით, დედაქალაქის მერიისა და რაიონული გამგეობების ჩართულობით, კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ. ამჯერად, კომპანიებმა „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „ეფლ სითი“ და „x2 დეველოპმენტი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა.

08 აპრილი 2020, 15:44

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

08 აპრილი 2020, 15:39

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატიდან ორი პაციენტი მოიხსნა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისთვის კლინიკაში 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა აღვნიშნო ერთი სასიხარულო ფაქტი. ეს ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე აღარ არის და მხოლოდ ვენტილაციაზე იმყოფებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მდგომარეობიდან გამოვიდნენ“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

მიგრანტები იტალია

08 აპრილი 2020, 15:22

COVID19

იტალია ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს

„COVID 19-ის გამო მიღებული კარანტინის პერიოდში იტალიის პორტები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებითაც ადგილი უსაფრთხოდ ჩაითვლება“, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ დეკრეტში.

08 აპრილი 2020, 15:19

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და დამატებითი მობილიზაცია ჯერ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების რესურსის დეფიციტი არ არის.

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 15:07

პოლიტიკა

კახა კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება. კალაძის განცხადებით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. „პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ქობულეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო

„საბჭომ იმსჯელა და დღეის მდგომარეობით, ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება და მოკვლევა კონტაქტების. შეიძლება, ჩვენ დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე. რაც შეეხება ვანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გამკაცრებულ ზომებს, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. უკვე გამოკვლეულია 5 000 ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ვანში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი ეწყობა, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ავტომანქანა გაკონტროლდება, ასევე მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო თერმოსკრინინგს. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 70 წელს გადაცილებულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზი აუღეს მის მეუღლესაც, რომლის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. კაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ დაადგინონ ქალბატონის დაინფიცირების პირველწყარო და მისი კონტაქტები, რომლებიც სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია.

08 აპრილი 2020, 15:04

COVID19

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა კარანტინში გადაყვანის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მოხდება მათი საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

აცრა

08 აპრილი 2020, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პნევმოკოკზე აცრა შესაბამისი პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ერთი თვის განმავლობაში ასობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3 500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: PCR-ტესტების საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი

„ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ქვეყანაში არის 2 ათასი, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განმარტა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 14:45

COVID19

დავით ზალკალიანი: ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვანში 5 ათასი მოქალაქეა გამოკვლეული

ვანში ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

08 აპრილი 2020, 14:38

COVID19

ჯანმო დაფინანსების შემცირების თაობაზე ტრამპის მუქარას პასუხობს: ახლა ამის დრო არ არის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაფინანსება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უნდა შეამციროს. ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს. „ჩვენ ახლა პანდემიის მწვავე ეტაპზე ვართ - ახლა არ არის დრო, რომ დაფინანსება შემცირდეს”, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 14:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ

„ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას. ჩვენ ასევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დავაფიქსირებთ პაციენტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, როლებიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, - განმარტა მინისტრმა.