imedi /  19 თებერვალი 2020, 23:52 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრნენ.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამებსა და შეღავათებზე ისაუბრა.

ლია გიგაურმა ახლად რეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს 
მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირებული სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა.

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლა, სადაც 247 მოსწავლე სწავლობს, საოკუპაციო ხაზიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. 

ყველა სიახლე

კუნძული იონხიონდო

24 სექტემბერი 2020, 09:58

მსოფლიო

სეული ფხენიანის სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობაში ადანაშაულებს

47 წლის კაცი 21 სექტემბერს, კუნძულ იონხიონდოსთან ინსპექციის ჩატარების დროს კატერის ბორტიდან გაუჩინარდა. სავარაუდოდ, მან ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა სცადა და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გაცურა. მისი ცხედარი ჩრდილოეთ კორეის პატრულმა აღმოაჩინა. ექსპერტიზის შემდეგ სეულში ამტკიცებენ, რომ კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კუნძულზე მისი ცხედარი დაწვეს.

პოლიცია დაკავება

24 სექტემბერი 2020, 09:40

სამართალი

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, - განმარტავენ შსს-ში.

შსს დაკავება

24 სექტემბერი 2020, 09:30

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინა და 2 პირი დააკავა

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ოთო კახიძე

24 სექტემბერი 2020, 09:13

რეგიონი

„ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოში ელექტრონული მუსიკის საღამო მოაწყო

„ეს იყო ღია ცის ქვეშ გამართული შეხვედრა. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, პოლიტიკური აგიტაცია მიმდინარეობს. მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს ამომრჩეველთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ფორმით. რეკომენდაციების დაცვისკენ ჩვენ მოვუწოდეთ აგიტაციის მონაწილეებს, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ“, - განაცხადა კახიძემ.

24 სექტემბერი 2020, 09:06

თავდაცვა

„იმედზე“ ახალი პროექტი „მე, საქართველოს ჯარისკაცი ვარ“ იწყება

პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია. პროექტი თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც მინაშვილმა „იმედის დილის“ ეთერში აღნიშნა, ციკლის ინიციატივა უწყების ხელმძღვანელ, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ჯასტინ ტრიუდო

24 სექტემბერი 2020, 08:50

COVID19

ჯასტინ ტრიდო: კანადაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

„გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ.

ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი

24 სექტემბერი 2020, 08:36

ტაბლოიდი

ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი მშობლები გახდნენ

მუსიკოსმა შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც პატარა მის თითს ეჭიდება. მისივე ცნობით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ზეინს შვილის სახელი არ გაუმხელია.

კორონავირუსი მსოფლიო

24 სექტემბერი 2020, 08:21

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 975 ათასს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 31 779 533 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 22 მილიონს გადააჭარბა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

24 სექტემბერი 2020, 08:13

პოლიტიკა

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პირველი დიპლომატი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

ერგნეთის შეხვედრა

24 სექტემბერი 2020, 08:01

რეგიონი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ასევე განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს.

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 01:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს.

24 სექტემბერი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ვიეტნამში პოლიციამ გამოააშკარავა დაწესებულება, რომელიც გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა

ვიეტნამის პოლიციამ აღმოაჩინა გადამუშავებული, გამოყენებული პრეზერვატივების დიდი რაოდენობა, რომელსაც ობიექტი შემდგომში ფასდაკლებით ყიდდა. LadBible-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ბინაში იყო მოწყობილი და იქ დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 სექტემბერი 2020, 00:54

COVID19

ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიის დროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმოქმედონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:52

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ბევრ საინტერესო პროგრამას ჩაეყარა საფუძველი

ზოგადად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი და დეპუტატის მანდატი მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეფორმას სწორედ ამ გუნდის მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:48

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები

სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა.

სერგეი ტოროპი

24 სექტემბერი 2020, 00:48

მსოფლიო

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება. სერგეი ტოროპო, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

24 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:33

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ

„გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამ და რეალურად ხდება, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ მონაწილეობაზე და მერე უკვე, როდესაც ეს ინტეგრირდება ჩვენს ეთიკასა და მიდგომებში,შემდეგ შეიძლება სულაც არის საჭირო ასეთი ინიციატივები“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მარიამ ლაშხი: ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები პირიქით, შესაძლებლობებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, „ღია ეთერში ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ინოვაციები ერთადერთი სფეროა სადაც კორონავირუსმა სასარგებლო გავლენა იქონია. „ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით

დმიტრო კულება

24 სექტემბერი 2020, 00:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.