imedi /  20 თებერვალი 2020, 15:26 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი-ს“  სერტიფიცირება რომ ეს „საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა.

შემოწმების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  კლინიკა, კომპანის ექსპერტების მიერ, 55 კატეგორიის შესაბამისად შეფასდა, რამაც გაგუას კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა დაადგინა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ, რაც საქართველოს მასშტაბით მომსახურების ხარისხს და სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ნდობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გაგუას კლინიკისთვის, ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მოიპოვეს გერმანული სერტიფიკატი, რომელიც ემსახურება კლინიკებში გამჭირვალობის და ხარისხის მოძიებას. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი-ს“ წარმომადგენელი, ჰენრიკ ჰერმანი განმარტავს, აღნიშნული სერტიფიცირება ნიშნავს, რომ დაწესებულებას აქვს მაღალი სტანდარტი, როგორც პაციენტებისთვის სერვისების მიწოდების კომპონენტში, ასევე თანამშრომლებთან დაკავშირებითაც.

„კლინიკის შეფასების პროცესი დაახლოებით 20 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვქონდა, როგორც ელექტრონული კომუნიკაცია, ასევე განვახორციელეთ ადგილზე ვიზიტები. კლინიკამ მოახერხა ჩვენი 55-ვე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულებას აქვს მაღალი სტანდარტი. აღნიშნული მოიცავს პაციენტის უსაფრთხოებას, ხარისხის მენეჯმენტს და ადმინისტრირებას. შეფასების პროცესში გავესაუბრეთ კლინიკის თანამშრომლებს, ექიმებს, ექთნებს. შემოწმების შედეგად დავრწმუნდით, რომ კლინიკას აქვს ძალიან მაღალი ხარისხი და შესაბამისად, გადავეცით ჩვენი სერტიფიკატი“, - აღნიშნა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელმა.

„კა ტე ქიუ ინტერნეიშენელს“ ხარისხის კონტროლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის დანერგვაა. პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მენეჯმენტი კომპანიის პრიორიტეტია. 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ოქტომბერში შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების, გერმანული სტანდარტების მიხედვით, შეფასებისა და მათი სერტიფიცირების თემა განიხილეს.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 21:59

COVID19

ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია

ვანში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია. მისი ახლო კონტაქტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაშია გადასული მასთან შემხებლობაში მყოფი 30 ადამიანი და მათ ექიმები აკვირდებიან. ამ დრომდე არცერთ მათგანთან სიმპტომები არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგებმა პირველადი თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25 პროცენტს უკვე ჩაუტარეს. ჯერჯერობით ტემპერატურა არავის უფიქსირდება. ვირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული პაციენტის მეუღლეც.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 21:51

COVID19

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერი საწოლზე წამოჯდომას ახერხებს და ექიმებს ესაუბრება, თუმცა ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. 55 წლის ჯონსონი სენტ-ტომასის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. 6 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 21:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 28-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 881 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 21:21

COVID19

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.

08 აპრილი 2020, 21:20

COVID19

ევროპარლამენტი შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს

კორონავირუსის პანდემიიის გამო ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ- ამის შესახებ ვიდეომიმართვა ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა.ამასთან დავიდ სასოლის განცხადებით, ყოველდღე საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში ათასამდე ულუფა საკვებს მოამზადებენ, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს გამოკვებავენ.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 21:19

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება.

08 აპრილი 2020, 21:07

COVID19

ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება

პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება თბილისის, ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. ეს კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით გადაეცემა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

08 აპრილი 2020, 20:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი ტრამპს: კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“.

დავით წიკლაური

08 აპრილი 2020, 20:54

ეკონომიკა

„ლიბერთი ბანკის“ მმართველ გუნდში ცვლილებებია

მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციების ჩათვლით. 2020 წლის მარტამდე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. დავით წიკლაური ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

08 აპრილი 2020, 20:50

მსოფლიო

კრიზისის მიუხედავად, Porsche თანამშრომლებს პრემიას გადაუხდის

Porsche თავის თანამშრომლებს 2010 წლის პრემიას ჩაურიცხავს, რომელიც 9700 ევროს ეკვივალენტურია. როგორც გერმანული ავტომწარმოებელი განმარტავს, ამ თანხიდან 700 ევრო საპენსიო შენატანებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, კომპანია თავის 270 000 თანამშრომელს მოუწოდებს, მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩაურიცხო.

08 აპრილი 2020, 20:47

COVID19

აჭარაში დღეს გამოკვლეული 27 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში დღეს გამოკვლეული 27 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ანალიზები აღებულია 70-ზე მეტი პირისგან. მათ შორის არის ქობულეთის სამედიცინო ცენტრისა და სოფელ გვარას ამბულატორიის მედპერსონალი, ასევე მათთან კონტაქტში მყოფი პირებიც. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. კონტაქტების დადგენის პროცესი გრძელდება.

მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 20:27

COVID19

მარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე ქვეყანაში „პლაქვენილის“ მარაგი საკმარისია

ჩვენ პირველებმა დავიწყეთ „პლაქვენილის“ გამოყენება და ამ პრეპარატის გამოყენებას წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ „პლაქველინით“ მკურნალობის შედეგები ყველაზე კარგი იყო. ჩვენმა ხელმძღვანელმაც გადაწყვიტა, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა „პლაქველინი“ და პირველი დღეებიდანვე, პირველივე პაციენტებიდანვე ჩვენ ვიყენებთ „პლაქვენილს“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

08 აპრილი 2020, 20:24

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 3 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2099 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

გიორგი ვოლსკი

08 აპრილი 2020, 20:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში

გიორგი ჭიღვარია ჩვენი გუნდის წევრია. ბევრი რამე გაკეთდა მისი მერობის პერიოდში და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას. მისივე თქმით, გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ თუ ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისაკენ.

08 აპრილი 2020, 20:17

COVID19

შალვა კიკნაველიძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მოქმედი ის საწარმოები მოინახულა, რომლებსაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ფუნქციონირების უფლება შეზღუდული არ აქვთ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაინტერესდა რამდენად ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დაცულია თუ არა უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები დასაქმებულთათვის.

ევროკომისია

08 აპრილი 2020, 20:12

COVID19

ევროკომისია ევროკავშირში უცხოელების შესვლის აკრძალვის 15 მაისამდე გახანგრძლივების წინადადებით გამოდის

ევროკომისია შენგენის ზონის ქვეყნებს ურჩევს ევროკავშირში უცხოელების შესვლის აკრძალვა 15 მაისამდე გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. „დღეს ევროკომისიამ შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის დროებითი შეზღუდვა 15 მაისამდე გახანგრძლივდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილი

08 აპრილი 2020, 20:02

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. დეპუტატმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურებზე ისაუბრა.

მარინა ეზუგბაია

08 აპრილი 2020, 19:58

COVID19

მარინა ეზუგბაია: თუ დღეში საშუალოდ 10-ზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პიკის თავიდან აცილებას შევძლებთ

პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ შემთხვევების ასეთი ზომიერი და კონტროლირებადი მატება გვექნება. კერძოდ, თუ ასე გაგრძელდება და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაის თქმით, ასეთი სტატისტიკით პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება.

გიორგი ვოლსკი

08 აპრილი 2020, 19:57

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისთვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი

საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისათვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ამერიკულ გამოცემა „დეილი სიგნალში“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. „ამერიკის შეერთებული შტატების არა მარტო სანდო პარტნიორი არამედ ხარისხობრივად მაღალი დონის პარტნიორი საქართველო დიდი ხანია არის. და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია ჩვენი თანამშრომლობის პერიპეტიები. ასე, რომ არც ერთი გამოქვეყნებული სტატია არ უნდა გაგვიკვირდეს და არც ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი პოლიტიკური დონიდან გაკეთებული განცხადება. ეს არ არის თემა, რომელიც კეკლუცობისთვის გამოგვადგება, საქართველოს ინტერესებშია იყოს სანდო და ძლიერი პარტნიორი ამერიკისათვის, რომელიც არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

08 აპრილი 2020, 19:52

COVID19

თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადაეცა

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან.