imedi /  21 თებერვალი 2020, 16:28 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა იყოს უფრო წარმატებული

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გახლავთ თვითმმართველობა და სტუდენტობა. თვითმმართველობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ნელ-ნელა და სულ უფრო ეფექტურად გადადის თვითმმართველობის დონეზე. გიორგი გახარიას თქმით, სტუდენტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ახლო მომავალში გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიიღონ.

„რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა მაღალი კომპეტენცია, ძლიერი, ხარისხიანი განათლება და სწორედ ამიტომ დაიწყო საქართველოს მთავრობამ განათლების სისტემური რეფორმა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ. სტუდენტური განათლება ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეამჩნევდით, რომ ეს რეფორმა დაიწყო, პირველ რიგში, საშუალო განათლების დონიდან და ახლა, უკვე გრძელდება სტუდენტური განათლების ნაწილში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პირდაპირ, მიზანმიმართულად არის განხორციელებული იმისთვის, რომ სკოლა უნდა იყოს ძლიერი, შემდგომ უმაღლესი განათლება უნდა იყოს ძლიერი, შემდგომ მეცნიერება უნდა იყოს ძლიერი და ეს არის სისტემურობის გამომხატველი კომპონენტი, საერთოდ განათლების რეფორმის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სტუდენტების როლზე, რომლებმაც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე უნდა დაიწყონ ზრუნვა.

„რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვნად ვთვლი ამ ღონისძიებას. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემთვის პატივია დღეს აქ ვიყო და მქონდეს საშუალება მოგმართოთ თქვენ მარტივი მიზეზის გამო, ეს ქვეყანა თქვენია, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველასია, მაგრამ პირველ რიგში თქვენია. თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებმაც დღეს უკვე უნდა დაიწყოს ზრუნვა ამ ქვეყანაზე, მის ხვალინდელ დღეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ყველასია, მაგრამ თქვენი უფრო არის, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ თქვენი პასუხისმგებლობა უფრო მეტია. თქვენ რომ აქ სხედხართ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგით, იყოთ როგორც სტუდენტური საზოგადოების, ისე თვითმმართველობის ნაწილი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აქტიური ახალგაზრდები ხართ, ეს ნიშნავს, რომ გააზრებული გაქვთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და ქვეყნის წინაშე და არ ხართ მხოლოდ და მხოლოდ იმ პოზიციაში, რომ სხვისგან დახმარებას ელით და რაღაცას მოითხოვთ, არა. თქვენ პროაქტიულად ნაბიჯებს დგამთ. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ “, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, სტუდენტობა იყოს უფრო წარმატებული.

„ყველა ის ნაბიჯი - განათლების სისტემაში რეფორმა, სხვადასხვა ფორმებით ახალგაზრდების ბიზნესში ჩართულობის წახალისება, ახალგაზრდების მეცნიერული მიღწევების წახალისება - ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები გლობალურ კონკურენციაში იყვნენ ძლიერები. მათ შეეძლოთ, გაუწიონ, პირდაპირ მიიღონ მონაწილეობა გლობალურ კონკურენციაში. სხვანაირად ჩვენ ამ ქვეყნის მართვა გაგვიჭირდება. თქვენ, ყველას კარგად გესმით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რასაც დღეს და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აკეთებს, ჯერ ჩვენ კიდევ ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი ნაწილი მოვა თქვენზე. წარმატებებს გისურვებთ დღევანდელი ფორუმი დარწმუნებული ვარ, იქნება ეფექტური და მოგცემთ საშუალებას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ წინ თქვენი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის’’ მიზანია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ახალგაზრდა წევრთა ერთიან ფორმატში რეგულარული შეხვედრის გზით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. ფორუმს დელეგატის სტატუსით ესწრებიან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 წლიდან 29 - წლამდე წევრები.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 09:42

თავდაცვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

27 სექტემბერი 2022, 09:27

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიხსენეს. მდუმარე აქციას, სანთლებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ ეწერა.

27 სექტემბერი 2022, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ☀️🍂

27 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2022, 08:57

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

27 სექტემბერი 2022, 08:51

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 216-ე დღეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა.

27 სექტემბერი 2022, 08:42

სამართალი

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა.

27 სექტემბერი 2022, 08:36

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველო პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშა დაეშვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.

27 სექტემბერი 2022, 08:16

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

27 სექტემბერი 2022, 08:00

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.

27 სექტემბერი 2022, 01:17

პოლიტიკა

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2022, 01:11

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

27 სექტემბერი 2022, 01:00

პოლიტიკა

ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც 1 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს.

27 სექტემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:43

სპორტი

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-0 გაიმარჯვა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

27 სექტემბერი 2022, 00:29

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის თემაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:28

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

კარინ-ჟან პიერი

27 სექტემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს.

27 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირა მხარი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2022, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ეფუძნება ჩვენს რწმენას, ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ანდრიუს კუბილიუსი

26 სექტემბერი 2022, 23:59

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ეს არ არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პუტინის დასასრული

„სახეზეა რუსეთის უკვე ღიად დემონსტრირებული სისუსტე. ეს არის სისუსტე, რომელიც თვეებია გამოვლინდა საბრძოლო მოქმედებებში, ეკონომიკის სისუსტე და იზოლაცია ყველა მიმართულებით. მობილიზაცია, რომელსაც ნაწილობრივი უწოდეს აჩვენებს, თუ რამდენად არარაციონალურია რუსეთის ხელისუფლება. პირველი და უმთავრესი შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა, რაც გვაჩვენებს, რომ სიტუაციის ობიექტური აღქმის უნარი კრემლს არ აქვს და ეს სხვა არაფერია სიგიჟის გარდა. სიგიჟის მეორე გამოვლინება მობილიზაციის გამოცხადებაა, რასაც რუსეთის მოქალაქეების არა ომში წასვლა, არამედ ქვეყნის ყველა გზით დატოვების საფუძველი გახდა. ეს არ არის დასასრულის დასაწყისი. ეს არის პუტინის დასასრული“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.