imedi /  21 თებერვალი 2020, 16:26 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, პოლიციელებს ბინები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბუტა ანთაძის ოჯახს, პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძეს და მის მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში ბინები საჩუქრად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცათ. ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი - მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი მადლობის სიგელი მიიღო.

„მივესალმები პატარა სტუმრებს, დიდი მადლობა, ქალბატონო ირმა, რომ მობრძანდით, პატარებთან ერთად, ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. დღეს ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, თანადგომა და პატივისცემა ჩვენი გმირი პოლიციელების, მათი ოჯახების მიმართ. მე მინდა, გავიხსენო 2018 წლის ინციდენტი, როდესაც ჩვენი თანამშრომელი - ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა, უმძიმესი, ასე ვიტყოდი. მოხდა მასზე თავდასხმა, რა დროსაც მიიღო უმძიმესი ჭრილობები. ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შევძელით ბუტას გადარჩენა. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დღეს ბუტას ქალბატონის დაბადების დღეა. გილოცავ, ანასტასია, შვილო, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ და ქალბატონო ირმა, თქვენ, თქვენმა შვილებმა თავაწეულებმა, ამაყად უნდა იაროთ მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბუტა ნამდვილად გმირი იყო და შეეწირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და დაცვას. დიდი მადლობა. ასევე, მინდა აქვე გავიხსენო ბათუმის ინციდენტი, როდესაც ჩვენი საპატრულო ეკიპაჟი გადაადგილდებოდა ბათუმში, ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მოქალაქემ გააჩერა და თავს დაესხა ოთარ თავართქილაძეს, მიაყენა უმძიმესი ჭრილობები ყელისა და კისრის არეში. მოხდა თავდამსხმელის ადგილზე დაკავება. ბატონმა ავთომ ისეთი სწრაფი რეაქცია გამოავლინა და მაღალი პროფესიონალიზმი, რომ ვუყურეთ ამ კადრებს, ყველა გაკვირვებული ვიყავით. დიდი მადლობა მას. ეს არ იყო მარტო ჩვენი თანამშრომლებისა და კოლეგების შეფასება, მოქალაქეებიც, ჩვენი მეგობრებიც გვეუბნებოდნენ - ასეთი რამ იშვიათად ხდება, ფილმებში გვინახავსო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყავით. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ მოქალაქეს, ბატონ რაულს, რომ გამოიჩინეთ სამოქალაქო გმირობა, გვერდში დაუდექით პოლიციელს. რომ არა თქვენ, შეიძლება, ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო პერსონალს, ვინც ჩაერთო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაატარა. ჩვენ ვიყავით, ვესაუბრეთ მათ, თქვეს, რომ ძალიან მძიმედ იყო ოთარი. დროულად მოყვანა... ის წუთები, ის წამები ყველაფერს ნიშნავდა. ყველას დიდი მადლობა. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, ბატონო პრემიერო, რომ მობრძანდით. თქვენთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ახლობელია. ვიცი, როგორ პატივს სცემთ ყველა რიგით თანამშრომელს, ხელმძღვანელებს. ძალიან ბევრი გააკეთეთ ნამდვილად და ამას ვაგრძელებთ. ბევრი სიკეთე გაკეთდა. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ თორნიკეს, ჩვენი თხოვნიდან გამომდინარე, უსწრაფესად გამოგვეხმაურა და გვერდში დაგვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ჩვენი გმირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს დღეს შესაძლებლობა მოგმართოთ თქვენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პოლიციაზე საუბარი იმაზე ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, პოლიციელებს უნდა ესმოდეთ - ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. არაერთხელ მითქვამს ეს და ბევრჯერ, როდესაც მექნება შესაძლებლობა, ამას ყოველთვის გავიმეორებ. წარმატება არ იქნება მიღწევადი არც ერთ სფეროში, განათლებიდან დაწყებული ეკონომიკითა და ტურიზმით გაგრძელებული და კიდევ ბევრი მიმართულებით, თუ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და, რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონებო, ამას უზრუნველყოფთ თქვენ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, როგორც გააკეთა ეს ბუტა ანთაძემ. ძალიან კარგად გვახსოვს ის დღე, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ჩვენ მაშინ, ვისაც შეგვეძლო, ემოციურად ყველანი ვიყავით ბუტას გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ და ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ეს, ვიყოთ მისი ოჯახისა და შვილების გვერდით. მე მახსოვს ემოციური შეხვედრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ის პერიპეტიები, რომლებიც საგამოძიებო პროცესში გამოვიარეთ და ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით. მერწმუნეთ, ჩვენ ამას ყველაფერს შევასრულებთ. პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად, აგრეთვე, მისი ოჯახისა და მისი შვილების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ხოლო ის, რაც პატრულმა-ინსპექტორებმა - თავართქილაძემ და მჟავანაძემ ჩაიდინეს, არის ის მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ქართულ პოლიციაში ყოველთვის იყო, იქნება, მაგრამ რომლებსაც სჭირდება ღირსეული და შესაბამისი დაფასება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პატრულმა-ინსპექტორებზე - ოთარ თავართქილაძესა და ავთანდილ მჟავანაძეზე საუბრისას. „ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა და ამ ახალგაზრდა ბავშვების ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ბუტას ბიჭიც რომ გაიზრდება, მისი პირველი ოცნება იქნება პოლიციელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ღირსეული პოლიციელის ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ. მადლობას გიხდით თქვენ, ბუტას ოჯახს. ვუსურვებ პოლიციის რიგებს და საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ღირსეული პოლიციელი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ჰყავდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით მივიღეთ ეს ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელიც ეხებოდა წახალისებას, ასე ვთქვათ, ოფიცრების, იმ გმირობისთვის, სიმამაცისთვის, რაც მათ გამოავლინეს. მე ქედს ვიხრი გარდაცვლილი პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე და მინდა, საჯაროდ კიდევ ერთი რამე ვთქვათ, რომ სახელმწიფო, ყველა, მთავრობა გააგრძელებს თქვენს თანადგომას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". მედალი მის მეუღლეს გადაეცა. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძე დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს - მიხეილ დილიმაშვილსა და პატრულ-ინსპექტორ ირაკლი იფშირაძეს კი გადაეცათ მედალიონები -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

გასული წლის 18 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან - ავთანდილ მჟავანაძესთან ერთად ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. მოულოდნელად მოქალაქემ ოთარ თავართქილაძე ცივი იარაღით დაჭრა.

ავთანდილ მჟავანაძემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. თუმცა, დაკავებისას, აღნიშნულმა პირმა მასაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. ოთარ თავართქილაძე საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ დილიმაშვილმა, პატრულ- ინსპექტორმა ირაკლი იფშირაძემ და ფაქტის შემსწრე მოქალაქემ - რაულ თებიძემ, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და დაჭრილი პოლიციელი არ მიატოვა, საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

18 სექტემბერი 2020, 16:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია საქმით და შედეგებით, ცოცხალი თავით არ ასცდა ჩრდილოეთს

სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს, - ამას მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციიური პარტიების შესახებ წერს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, ოპონენტების საარჩევნო სლოგანები და მესიჯბოქსები ჩრდილოეთის გავლენებით არის ინსპირირებული. „კომპასზე ბოკერიას პარტიის გარდა ნაცებიც ალაპარაკდნენ.. მაინც რას შვება ქვეცნობიერი - როგორც არ უნდა ატრიალო, კომპასის ერთი ისარი ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული... სულ გვარწმუნებდნენ, ჩვენი მიმართულება დასავლეთიაო, მაგრამ საქმით და შედეგებით ცოცხალი თავით არ ასცდნენ ჩრდილოეთს. ვინ ურჩიათ, ან სლოგანი, ან მესიჯბოქსი“, - წერს მამუკა მდინარაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:46

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ბოლო ვერსია, გარკვეულწილად დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ბოლო ვერსია, გარკვეულწილად დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: კენჭისყრის ღიაობასა და გასაჩივრების უფლებას, თუმცა მაინც არის ზოგადად პროცესის არასაჯაროობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შეფასებისას გააკეთა.

18 სექტემბერი 2020, 16:45

პოლიტიკა

რა წესები უნდა დაიცვან ამომრჩევლებმა არჩევნების დღეს. ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ.

18 სექტემბერი 2020, 16:38

რეგიონი

სოფელ ხოვლეში ახალი 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.

რომან კაკულია

18 სექტემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე: რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში

„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს

დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული, ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან

როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა. იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ისაუბრა და მათი გამოსვლები პარადოქსად შეაფასა.

გია აბაშიძე

18 სექტემბერი 2020, 16:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი, სიშლეგე და გადაფსიხება დაუფარავად ეტყობათ რეიტინგდაცემულ „ნაციონალებსა“ და მის განშტოებებს

წყევლა-კრულვა, გინება, დაგინება - საპარლამენტო „ნაცოპოზიციის“ რეაქცია მინისტრ ნათია თურნავას კვალიფიციურ და არგუმენტირებულ გამოსვლაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

წვიმა

18 სექტემბერი 2020, 16:18

რეგიონი

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

18 სექტემბერი 2020, 16:13

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნაცებმა ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

გიორგი ცუცქირიძე

18 სექტემბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

ექსპერტი: ნათია თურნავასგან ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა

მორიგი მასტერკლასი ოპოზიციას ნათია თურნავასაგან, ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის გამოსვლა პარლამენტში ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ. ექსპერტის განმარტებით, თამამად უნდა ითქვას, რომ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის აბსურდულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით, ნათია თურნავამ, ოპოზიციას ინტერპელაციის მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.

18 სექტემბერი 2020, 16:07

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 16:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ევროპულ საქართველოს“: მანამდე გვაკრიტიკებდით და მაინცდამაინც ამ პანდემიის დროს გახდით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქომაგები?

გვაკრიტიკებდით, რატომ შემოიყვანეთ RyanAir-იო და დაკითხვებს გვიწყობდით ამაზე, ამიტომ ნუ ქმნით ილუზიას, რომ მაინცდამაინც ახლა, როცა გლობალური პანდემიაა და ქვეყნები პერიოდულად იღებენ ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილებებს, გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები, - ასე უპასუხა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ ფრენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს პარლამენტში.

საგამოძიებო სამსახური

18 სექტემბერი 2020, 16:03

სამართალი

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას. სამსახურის ცნობით, გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს.

იეპე კოფოდი

18 სექტემბერი 2020, 16:01

მსოფლიო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 წლის გოგოსთან სექსის გამო ბოდიში მოიხადა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში 15 წლის გოგოსთან სექსის გამო. ამის შესახებ გამოცემა Berlingske წერს.

18 სექტემბერი 2020, 15:59

კულტურა

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტები ცნობილია

2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.

თბილისის მერია

18 სექტემბერი 2020, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. დედაქალაქის მერიის ცნობით, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება.

18 სექტემბერი 2020, 15:46

რეგიონი

ნათია თურნავა: ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, კოვიდის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა

ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, რომელშიც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

გია გაბრიჩიძე

18 სექტემბერი 2020, 15:29

პოლიტიკა

გია გაბრიჩიძე: „ოპოზიცია“ ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიის და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობს

„მე უბრალოდ მინდა მცირე პოლიტიკური შეფასება გავაკეთო: ამ ე.წ. "ოოოოოპოზიციას", რომელიც ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიის და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობენ, ურჩევნიათ ეს გამოსვლა გადაახვიონ, დააკონსპექტონ და 2024 წლამდე იმეცადინონ. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ დასკვნას აკეთებს,“ - აცხადებს ჟურნალისტი.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას: პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი

კორექტულად, ბატონო გიგა, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას მას შემდეგ მიმართა რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.