imedi /  21 თებერვალი 2020, 18:02 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ზუსტად ეს იწვევს რუსეთის მსგავს ქმედებებს

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ზუსტად ეს იწვევს ოკუპანტი სახელმწიფოს მსგავს ქმედებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა.

„კიბერშეტევის გამოძიება არის იმ ერთობლივი მუშაობის შედეგი, რომელსაც საქართველოს საგამოძიებო უწყებები ატარებდნენ, და იმ თანამშრომლობის შედეგი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაკავშირებს. ამ კიბერშეტევის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა იყო. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის და იმ პოლიტიკური შეფასებებისთვის, რომლებიც გუშინდელ განცხადებას მოჰყვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარია არაა მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. ამ პროცესში უფრო მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა მთავარი როლი საქართველომ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შეასრულეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ევროპული ქვეყნების მხრიდან. ეს გამოწვევა და საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს პრობლემა, არამედ თანამედროვე, ჰიბრიდული საფრთხე, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გავუმკლავდებით. ასეთი კოორდინირებული თანამშრომლობა გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში მსგავსი შეტევის მცდელობები აღვკვეთოთ. საქართველო არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ზუსტად ეს იწვევს ოკუპანტი სახელმწიფოს მსგავს ქმედებებს“, - აცხადებს ჩიქოვანი.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

02 აპრილი 2020, 20:04

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან

„ქართული ოცნების“ ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან. ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გაიზომოს, - ამის შესახებ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ინიციატივის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ 2008 წელი გაიხსენა და განაცხადა შედარებისთვის ესეც კარგი მაგალითია.

ლალი დარახველიძე

02 აპრილი 2020, 20:04

COVID19

აფხაზეთიდან გადმოყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მცირეწლოვანსა და 60 წლამდე კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კაცი კი შესაძლოა დღეს გაწერონ. „სამი პაციენტის ანალიზების პასუხების ლაბორატოიული შემოწმებისას კორონავირუსი არ დადასტურდა. ბავშვები დღეს მაინც რჩებიან დაკვირვების ქვეშ და სავარაუდოდ ხვალ გაეწერებიან. რაც შეეხება მამაკაცს, დანიშნულება მიეცემა და დღეს გაეწერება“, - განაცხადა დარახველიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

02 აპრილი 2020, 20:00

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში

ჩვენ პარლამენტში კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

02 აპრილი 2020, 19:59

COVID19

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის კვირას წირვებს მრევლის გარეშე ჩაატარებს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო კვირის განმავლობაში წირვებს დახურულ კარებს მიღმა ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო. წმინდა სინოდი მორფწმუნეებს მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დაიცვან, სახლში დარჩნენ და უფრო მეტი ილოცონ.

02 აპრილი 2020, 19:55

საზოგადოება

განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან ერთად, 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ქართველი პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ესტონეთს ეწვივნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ სწავლებისა და სწავლის ესტონურ მოდელს.

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 19:39

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია

დღეს ჩვენ ცენტრს 5 ადამიანი დაემატა და ამ დროისთვის 39 პაციენტი გვყავს-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ 3 პაციენტს ვირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და მათ საავადმყოფო დღის განმავლობაში დატოვეს.

02 აპრილი 2020, 19:34

COVID19

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ოჯახებს სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან , მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. წალენჯიხა - ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტი, პირადად სახლში მიუტანეს. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 19:29

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 131 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 26 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა -მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება.

02 აპრილი 2020, 19:28

COVID19

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. პროდუქტების დაფასოების პროცესს წალენჯიხა - ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სასურსათო პროდუქტს ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 900-მდე აღსაზრდელი მიიღებს. სურსათს აღსაზრდელებს სახლში მიუტანენ, პროდუქტის დარიგებაში მონაწილეობას მოხალისეთა ჯგუფის წევრები და მენეჯერები მიიღებენ.

02 აპრილი 2020, 19:23

COVID19

მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია: ჩინეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით სანდო არ არის

მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, ჩინეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით სანდო არ არის. მისივე თქმით, ასევე არ არის სანდო ის მონაცემები, რომელსაც სხვა ქვეყნები ავრცელებენ.

02 აპრილი 2020, 19:09

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა

მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა. პროკურატურის თანამშრომლებმა მოზარდებს საჩუქრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის სრული დაცვით მიუტანეს. საქართველოს პროკურატურა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:58

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ამ შემზღუდავი ქმედებების შედეგია, რომ ჩვენი გავრცელების დინამიკა არის 15 შემთხვევა დღეში და არა ბევრად მეტი

თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის ძალიან კარგად კოორდინირებული და განისაზღვრება ჩვენი ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტების მიერ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა არსებული ვითარების შეჯამებისას „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ხელისუფლების მიერ არის შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ამ დარგის პროფესიონალებთან. ისინი განსაზღვრავენ ამა თუ იმ დინამიკის პირობებში რა ქმედებები იქნებოდა გონივრული.

ვლადიმერ პუტინი

02 აპრილი 2020, 18:58

COVID19

რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. „როგორც ვირუსოლოგები ამბობენ, მსოფლიოში ეპიდემიის პიკს ჯერ არ მივაღწიეთ, მათ შორის რუსეთშიც. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღე გავახანგრძლივო უქმე დღეების რეჟიმი მიმდინარე თვის ბოლომდე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:55

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენ არასოდეს ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთი ქვეყნის ექსპორტზე

მაია ცქიტიშვილიმა ექსპორტის შესაძლო შეზღუდვაზე „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს და უკვე შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო შტაბიც. „ჩვენ დღემდე ამ ნპროცესებს ისეთი სახით ვმართავდით, რომ ჩვენ მოსახლეობას არ ჰქონია პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპორტის შეზღუდვას, ასეთი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული რამდენიმე ქვეყანას. ეს არის დროებითი ღონისძიებები, ქვეყნები აფასებენ თავის რესურსებს და მარაგებს და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ თუ რომელიმე ქვეყანამ დროებით მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის შეჩერების შესახებ , ასეთი ტიპის სასურსათო პროდუქტზე, ჩვენ არასდროს ვართ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარე წყაროები მოწოდების არის დივერსიფიცირებული“, - განმარტა ცქიტიშვილმა.

02 აპრილი 2020, 18:55

COVID19

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. კლინიკის დირექტორის. ლევან ანთაძის თქმით, განმეორებითმა ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერება და ის თვითიზოლაციაში გადავა.

02 აპრილი 2020, 18:51

COVID19

შსს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ აბონენტენისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge". როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:45

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი და არ იძლევა პოპულისტურ დაპირებებს

2 მილიარდი არის ის თანხა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით ბიუჯეტიდან გამოგვეყო და ამ პაკეტში შევიდა უკვე დაანონსებული კონკრეტული ღონისძიებები, მიმართულია ეკონომიკის გარკვეული სექტორების მხარდაჭერისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ოპრა უინფრი

02 აპრილი 2020, 18:43

COVID19

ოპრა უინფრიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გაიღო

ოპრა უინფრიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გაიღო. „10 მილიონ დოლარს გავიღებ, რათა ამერიკელებს დავეხმარო ქვეყნის მასშტაბით ამ პანდემიის ჟამს“, - დაწერა ოპრა უინფრიმ Twitter-ზე.

მაია ცქიტიშვილი

02 აპრილი 2020, 18:43

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ონლაინ გაყიდვა ნიშნავს იმას რომ მათ ოფისებში ისევ მუშაობენ ადამიანები, ჩვენი მიზანია ისინი სახლში დარჩნენ

ონლაინ გაყიდვამ ძალიან ბევრი კითხვა გამოიწვია. როდესაც უკვე გადავედით გავრცელების ამ დინამიკაზე, სადაც უკვე 15 შემთხვევა გვაქვს დღეში, მეორე რიგის ამოცანები დგება, რომელის გულისხმობ ზოგადად არა მარტო მომხმარებელსა და გამყიდველს შორის კონტაქტების ან მაღაზიაში მომხმარებლების შემცირებას, არამედ უკვე იმ ორგანიზაციებში დასაქმებულების სახლში დატოვებასაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. „როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ ორგანიზაციის მუშაობაზე, მათ შორის ონლაინ ვაჭრობაზე, როდესაც ჩვენ სახლიდან ამა თუ იმ ნივთს ვყიდულობთ ეს ამავდროულად ნიშნავს იმას, რომ ის ბიზნესსუბიექტი რომელიც გვემსახურება ამ ონლაინ გაყიდვის მეშვეობით, მის ბექოფისში კვლავ უნდა მუშაობდნენ გარკვეული რაოდენობის ადამიანები. მაგალითისთვის როდესაც საოჯახო ტექნიკის ონლაინ გაყიდვას გვთავაზობენ, ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ამისთვის საწყობში უნდა მუშაობდეს ხალხი, გადაზიდვა უნდა ხდებოდეს ამ ნივთის, სახლში უნდა მოიტანოს რამდენიმე მუშამ, ანუ საკმაოდ აქტიური ბიზნეს პოროცესები არის მაინც ამ ე.წ. ონლაინ ვაჭრობის დროს“, - განმარტა ცქიტიშვილმა

ლევან რატიანი

02 აპრილი 2020, 18:28

COVID19

ლევან რატიანი ჟურნალისტებს: არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო

არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო- ასე მიმართა ბრიფინგის დაწყებამდე ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს. როგორც ლევან რატიანმა თქვა, რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა საავადმყოფო დღის ბოლოს დატოვოს, თუ მათი განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.