imedi /  21 თებერვალი 2020, 18:14 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხაროდ, ამ კიბერშეტევაში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თავის დროზე ჩვენი სახელმწიფო დაადანაშაულა

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნით რუსეთის ამ აგრესიულ აქტში ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ თავის დროზე ქართული სახელმწიფო დაადანაშაულა. მათ გამოიყენეს სრულიად დამახინჯებული ფაქტები და ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ ყველაფერი, თითქოს სახელმწიფო ვერ გაუმკლავდა ამ საფრთხეს, თუმცა ანალოგიური საფრთხეები ემუქრება მსოფლიოს ყველაზე დაცულ ქვეყნებსაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა.

„საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება ზუსტად ასეთი მხილებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი ერთსულოვნება მნიშვნელოვანი განაცხადია იმაზე, რომ მომავალში ასეთი შეტევები აღარ გამეორდეს. რა თქმა უნდა, საარჩევნო წელს ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. არ შემიძლია უკომენტაროდ დავტოვო ის გარემოება, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნით რუსეთის ამ აგრესიულ აქტში ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ თავის დროზე ქართული სახელმწიფო დაადანაშაულა. მათ გამოიყენეს სრულიად დამახინჯებული ფაქტები და ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ ყველაფერი, თითქოს სახელმწიფო ვერ გაუმკლავდა ამ საფრთხეს, თუმცა ანალოგიური საფრთხეები ემუქრება მსოფლიოს ყველაზე დაცულ ქვეყნებსაც“, - აცხადებს ჩიქოვანი.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2020, 03:01

COVID19

დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს

ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

09 აპრილი 2020, 02:46

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 87 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 02:27

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადავხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადახედავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

09 აპრილი 2020, 02:08

COVID19

ენტონი ფაუჩი: პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს.

დიპლომები რობოტები იაპონია

09 აპრილი 2020, 01:19

ტექნოლოგიები

იაპონიაში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე სტუდენტები რობოტებმა ჩაანაცვლეს. ვიდეო

ტოკიოში, ბიზნესის უნივერსიტეტის (BBT) ცერემონიას სპეციალურ მანტიასა და ქუდში გამოწყობილი რობოტი ესწრება, რომელსაც სახლში მყოფი სტუდენტი აკონტროლებს. სახის ნაცვლად მანქანას პლანშეტი აქვს, რომელზეც მოსწავლის გამოსახულების ტრანსლირება ხდება. რობოტს დიპლომს გადასცემენ (მას დოკუმენტისთვის სპეციალური თარო აქვს), რის შემდეგ ის ლექტორთა ფოტოს იღებს.

ბექა ოდიშარია

09 აპრილი 2020, 01:18

COVID19

ბექა ოდიშარია: ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ჩვენი დიპლომატების მუშაობას ჯეროვნად შევაფასებთ. ქართველი დიპლომატები, სალჩოები, საკონსულოები, რიგითი თანამშრომლები თუ პირველი პირები, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს გახლავთ რეალობა. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პაოლო მალდინი

09 აპრილი 2020, 01:15

COVID19

პაოლო მალდინი და მისი შვილი კორონავირუსისგან განიკურნენ

იტალიური ფეხბურთის და „მილანის” ლეგენდა პაოლო მალდინი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. მალდინისა და მის შვილს, დანიელს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდათ და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, დანიელი საშიში ვირუსისგან რამდენიმე დღეში განიკურნა, პაოლოს კი სახლში რამდენიმე საათში გაწერენ და საქმიანობას დაუბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ sempremilan ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 01:11

ტაბლოიდი

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო გაასამართლეს

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო, 3 თვით დააპატიმრეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 34 წლის ლერუნ ჰუსეინია, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში შეიპარა და 4 ქირურგიული ნიღაბი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის ჰოსპიტლის სიახლოვეს დააკავეს. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიღბების მოპარვას კლინიკაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგანაც ჰოსპიტალში ისედაც დამცავი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტია.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგში, ვინც კარგად მომზადებული დახვდა ამ პანდემიას

ვიცე-სპიკერის განცხადებით ხელისუფლება ასევე მუშაობს ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით. „ასევე არის სხვა ამოცანები, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ ნაკლებად დაზიანდეს ეკონომიკა, გვაქვს შესაბამისი გეგმები და პაკეტები, ამაზე მიდის ასევე მუშაობა და ამ ორ გამოწვევას ჩვენ უნდა შევხვდეთ ადეკვატურად. ერთის მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა და მეორეს მხრივ, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

09 აპრილი 2020, 01:05

COVID19

უხანმა კარანტინის დასრულება სინათლის შოუთი აღნიშნეს. ვიდეო

უხანმა კარანტინის დასრულება ქალაქის სინათლის შოუთი აღნიშნა, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა. ჩინეთის მთავრობა მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკუთარ ტელეფონებში სათვალთვალო სისტემას დააყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით 3,333 ადამიანი გარდაიცვალა.

09 აპრილი 2020, 01:02

COVID19

StopCoV ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 00:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო შეთანხმებას გარანტირებულად შევასრულებთ

„ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან მათი უდიდესი ჩართულობით იყო მიღწეული ეს შეთანხმება. შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებებიც მოყვება ამას საარჩვენო კოდექსში. ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან კონსტრუქციული, რომ ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხებთ ამ ცვლილებების შეტანას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

09 აპრილი 2020, 00:55

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამ საეჭვო პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამ საეჭვო პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში იმ ათ მედიკოსს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება, რომლებსაც დაინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი. საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება კოვიდ-19 ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს. თუ ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. ამ დროისთვის სამივე დაინფიცირებულის ჯანმრთობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბექა ოდიშარია

09 აპრილი 2020, 00:43

COVID19

ბექა ოდიშარია: ხელისუფლებასთან არაკოორდინირებულად გადადგმული ყველა ნაბიჯი მოკლებულია საღ აზრს და არის კონტრპროდუქტიული

ამ პერიოდში, ამ გამოწვევისას, რომელსაც ყველა ერთად ვუმკლავდებით, როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში, ყველა ის ადამიანი ვინც ახლა მოქმედებს გეგმის მიღმა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, მოქმედებს კეთილი თუ ბოროტი განზრახვით, ცალსახად ეს არის კონტრპროდუქტიული - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთო კოორდინირების გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი საღ აზრს არის მოკლებული.

დავით ზალკალიანი

09 აპრილი 2020, 00:39

COVID19

ემუქრებათ თუ არა დეპორტაცია საქართველის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის 90-დღიანი ვადა ეწურებათ

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურად, არამედ ბრიუსელთან, ევროკომისიასთან, რადგანაც მოხდეს იმ პრობლების გათვალისწინება, რომელიც შეექმნა იმ ადამიანებს, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის 90-დღიანი ვადა ეწურებათ მის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

სტამბოლი

09 აპრილი 2020, 00:31

COVID19

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ, რათა კარანტინის რეჟიმი არ დაარღვიონ. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პირები სახლიდან გავლენ, შეტობინებასა და ზარს მიიღებენ ტელეფონზე. მათ სახლში დაბრუნება მოეთხოვებათ, ხოლო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მათ დააჯარიმებს.

09 აპრილი 2020, 00:22

COVID19

კახეთის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 10 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს კლინიკაში პაციენტები მკურნალობას ისევ აგრძელებენ. ზოგიერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ყველა საეჭვო მოქალაქის ნიმუში გუშინ დილით ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნეს. რეგიონის მასშტაბით 4 ე.წ. „ცხელების ცენტრი“ ფუნქციონირებს. საავადმყოფოებმა საეჭვო სიმპტომების მქონდე მოქალაქეების მიღება უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს.

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 00:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: აპლიკაცია საშუალებას მოგვეცემს დროში უფრო ეფექტურები ვიყოთ

აპლიკაციის დემოვერსია უკვე ჩამოტვირთული აქვს ჩვენს რამდენიმე თანამშრომელს და მისი ტესტურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თითქოს, ეს პროცესი დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ მათი მიზანია საზოგადოებას სრულფასოვანი პროდუქტი შესთავაზონ.

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 00:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ტესტირების ახალი ალგორითმი ეყრდნობა საუკეთესო გამოცდილებებს

ჰოსპიტალური და ამბულატორიული პაციენტების შემთხვევაში, რომელებიც ქოვიდის დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომებით მიმართავენ ექიმს, პირველ რიგში გაივლიან ცხვირ-ხახის პისიარ ტესტებს და მათი დადებითობის შემთხვევაში ისინი მოთავსდებიან სტაციონარში. თუ ეს პასუხი იქნება ნეგატიური 3დან 7 დღეში მოხდება მათი ხელმეორედ გასინჯვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მინისტრმა თანმიმდევრულად განმარტა ახლად შემუშავებული ალგორითმის პრინციპი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებებს ეყრდნობა

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 00:10

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ უკვე გვაქვს 12 000 ტესტი, 18 000 PCR-ტესტი კი - გზაშია

ამ ეტაპისთვის ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 12 000 ტესტი, რომელიც დაურიგდება ყველა იმ ლაბორატორიასა და კლინიკას, რომელსაც აქვს ამის საშუალება და ამის შესახებ ჩვენ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცულობების გათვალსწინებით, თუ რა მოცულობების დაფარვა შეუძლია, როგორც ლაბორატორიებს, ასევე რა საჭიროებები არის იმ რეგიონის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ ამ ტესტებს დავაგზავნით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.