imedi /  22 თებერვალი 2020, 16:50 / სანდო წყარო

ირაკლი მეზურნიშვილი ოპოზიციას დიალოგის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ირაკლი მეზურნიშვილი

ირაკლი მეზურნიშვილი

მმართველი გუნდის და ოპოზიციის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის ვარიანტი 100/50-ზე ოპოზიციისთვის მისაღები უნდა იყოს. 

„აშშ და ყველა ჩვენი პარტნიორი მოგვიწოდებს დიალოგისკენ. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, გვესმის ულტიმატუმის ენით საუბარი გარკვეული ოპოზიციის ნაწილისგან, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას ეძახის თავს. ვფიქრობ რომ ყველას ინტერესებშია დავუბრუნდეთ დიალოგს და აქტიურად განვიხილოთ ის კომპრომისული ვერსია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. 77-დან 100 არის უკვე პროპორციული ციფრი დეპუტატების, რომელიც მოიაზრება ამ სისტემაში. ვფიქრობ ეს მართლაც სერიოზული კომპრომისია, მეორეს მხრივ იმ რეგიონული წარმომადგენლობის ინტერესი რჩება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ შესაძლებელია იმ კომპრომისზე წასვლაც, რომ ეს იყოს მხოლოდ ერთჯერადი 2020 წლისთვის გარდამავალი საარჩევნო სისტემა და 2024-ში დარჩეს ძალაში პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში", - განაცხადა დეპუტატმა. 

მისივე თქმით, ოპოზიციის რიგებიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის. კერძოდ, მმართველი გუნდის ოპონენტები არსებულ საარჩევნო სისტემას არალეგიტიმურს უწოდებენ და ამავდროულად არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. 

„აშკარად არის გაურკვევლობა და აშკარად არ აქვთ შეჯერებული პოზიციები გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან ერთის მხრივ მათი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თუ დარჩა ეს სისტემა და ამ სისტემით ჩატარდა არჩევნები ეს იქნება არალეგიტიმური და დესტაბილიზაციას გამოიწვევს და საზოგადოება არ მიიღებს თურმე ამ არჩევნებს. მეორეს მხრივ არსებული სისტემისთვის ემზადებიან და შეჯერება ხდება მაჟორიტარული კანდიდატების, ეს მათი უფლებაა და ყოველთვის შეეძლოთ არსებული სისტემის პირობებში თავიდანვე გაერთიანებული კანდიდატები დაეყენებინათ მაჟორიტარულ ოლქებში. ეს მათი უფლებაა და თუ ისინი თვლიან ამითი დაამარცხებენ „ოცნებას“ და როგორც აფასებენ რომ „ოცნებას“ აქვს არაუმეტეს 20% მხარდაჭერა, მაშინ საერთოდ რაზეა საუბარი, გაუმარჯვია ოპოზიციას და ჩვენ წავსულვართ დამარცხებულები. ეს ვფიქრობ რომ არასერიოზული განცხადებაა, უნდა ჩამოყალიბდნენ იღებენ თუ არა არსებულ სისტემას, მოდიან თუ არა 100/50-ზე და რა უნდათ თვითონ უნდა გაერკვნენ“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2021, 20:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 804 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 804 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 955 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

16 აპრილი 2021, 20:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დოკუმენტს გავეცნობით, თუ „გირჩის“ გეგმა შესრულდა, რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

მარიო დრაგი

16 აპრილი 2021, 19:34

COVID19

იტალიაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:34

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

16 აპრილი 2021, 19:29

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სარისკო ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურის სავალდებულო სწავლება გავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

რატი იონათამიშვილი

16 აპრილი 2021, 19:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში

დღეს რუსული ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდა ჩვენს ქვეყანაში! ვინც უპირისპირდება შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ დოკუმენტს, ის, რეალურად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წინააღმდეგია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს

16 აპრილი 2021, 19:13

სამართალი

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ ძმამ მოკლა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45 წლამდე კაცი სავარაუდოდ უფროსმა ძმამ მოკლა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სოფლის რწმუნებულმა, ჯუმბერ ყურშუბაძემ დაუდასტურა.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 19:08

სამართალი

რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას ირაკლი ბერაია ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორჩეული და სამაგალითო სპეცსამსახურია რეგიონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამსახურის საქმიანობა მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების და სხვა სახის რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ მასალების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიმართულებით. ამ კუთხით სამსახურის საქმიანობა, სხვა მიმართულებებით წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ყოველთვის იმსახურებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს შეფასებებს, - უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ორი პირის დაკავებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ეხმაურება.

გია აბაშიძე

16 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.