imedi /  23 თებერვალი 2020, 13:41 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, მათ სხვა გზა არ აქვთ

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას სხვა არჩევანი და გზა უბრალოდ არ აქვს.

„ჩვენ ვემზადებით დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის, პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გაგრძელდება. ოპოზიციასთან გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება. აშშ, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთ პოზიციაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს, ოპოზიციის ნაწილი კი, სამწუხაროდ, ამ დიალოგს ემიჯნება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, ვინაიდან მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ. ჩვენი შეთავაზება გულისხმობს მანდატების 100/50-ის პრინციპით გადანაწილებას და ის მხოლოდ 2020 წელს იქნება გამოყენებული. 2024 წელს კი, როგორც ხალხს დავპირდით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციაში შევიტანეთ, ამოქმედდება. პროპორციების შეცვლას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, ამისთვის კი სულ მცირე 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია. თუ ისინი ამბობენ, რომ არჩევნებს ნებისმიერი სისტემით მოიგებენ, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდებიან იმაზე უკეთეს სისტემას, რომელიც ახლა გვაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ უგულავას დაკავებით, წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას არ აპირებენ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს

ოპოზიციამ ყურად უნდა იღოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და უნდა შემოუერთდნენ პარლამენტს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და სტაბილურობა და ის, რომ პოლიტიკური პროცესი მოექცეს ჯანსაღ სივრცეში.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2021, 15:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ ახალ პოლიტსაბჭოზე: გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან

„პოლიტსაბჭოში არიან დარგის სპეციალისტებიც - საერთაშორისო, საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება. მათ აქვთ საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც დამკვიდრდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. გარდა იმისა, რომ ესაა მეგობრული, საკმაოდ შეკრული გუნდი, მაღალი დონის პროფესიონალებიც არიან“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იაგო ხვიჩია

16 იანვარი 2021, 15:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო, რომ მართალი ხარ, ან შეთანხმდე ხელისუფლებასთან და შეხვიდე პარლამენტში

ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შსს

16 იანვარი 2021, 15:29

სამართალი

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე თავისუფალია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან 8 უკვე გაათავისუფლეს.

მამუკა მდინარაძე

16 იანვარი 2021, 15:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა შეექმნა

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება, პოლიტიკური ქველმოქმედება იყო, როცა მან გადაწყვიტა, რომ დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის დემოკრატიულ მართვას განაპირობებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდიანრაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ მოლაპარაკებებზე მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: „ქართული ოცნება“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავია ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 15:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება, გარდა იმისა, რაც შედეგებშია ასახული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაზე საუბრისას განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხება.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:17

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გავრილოვის ღამე მელიას ღამე იყო, კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „გავრილოვის ღამე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პარტიების დაფინანსებაზე: ყველა მხარეს ვუსმენთ, ყველა არგუმენტს ვითვალისწინებთ - ზუსტად ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან

ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების არგუმენტები, რომლებიც ამბობენ: რატომ უნდა დავაფინანსოთჩვენი გადასახადებიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოების ნაწილმა ხმა მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტში იმუშაონ და ეს დაფინანსება მიიღონ არჩევნების საფუძველზე, ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, ყველაფრის გაუქმებას ითხოვენ, რა საჭიოა ან რამდენას სამართლიანია ასეთ დროს მათ მიიღონ ბიუჯეტში შეტანილი ფული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

16 იანვარი 2021, 15:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა

ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო პოლიტიკური ქველმოქმედების 8-წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

16 იანვარი 2021, 15:10

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება

„ბატონი ბიძინას გარეშე რთულია პარტიისთვის, მაგრამ შევეცდებით, გაათმაგებული მუშაობით ჩვენ ეს გამოწვევა გადავლახოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი კლანები „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს

რაღაც კლანებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. არავითარი კლანები პარტიაში არ არსებობს. ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ისინი ცდილობენ, აქცენტები ჩვენზე გადმოიტანონ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გუნდი არის ერთიანი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე

გვაქვს ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა.

ვლადიმერ ბოცვაძე

16 იანვარი 2021, 14:58

სამართალი

შს მინისტრის მოადგილის თქმით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომლესაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა მძევლები და მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია.

გიორგი კახიანი

16 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს

მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შედეგად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი არ შემცირდება.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა

პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, დასახელებული იყო იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აცილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვით მიმართეს, პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული.