imedi /  23 თებერვალი 2020, 15:33 / სანდო წყარო

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი;  NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
NDI-ს პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი

საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ დღეს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს. დღეს ელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ. აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

21 სექტემბერი 2020, 14:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების ბრძოლის და არა გამარჯვებისკენ გზა აირჩია

ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანდატების ბრძოლის გზა აირჩია და არა გამარჯვებისკენ გზა, - ამის შესახებ„სტრატეგია აღმანეშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ესაა ცრუ დილემა რომელიც მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა.

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 13:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს მწარე მარცხს

„მან დასვა საკითხი ასე, რომ ან მოიგებს ნაციონალური მოძრაობა ან დაიღუპება საქართველო. ამ გამოწვევას ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს უკვე გასცა საკადრისი პასუხი. რა თქმა უნდა, ახლაც ასე იქნება. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და საქართველო. სააკაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება იწვნევს მწარე მარცხს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მიტროპოლიტი შიო

21 სექტემბერი 2020, 13:56

საზოგადოება

მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენთაგანის, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:52

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი - ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე

„ქართული ოცნება“ უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 13:51

COVID19

თბილისში შესაძლოა საველე კარვები განთავსდეს

დედაქალაქში, შესაძლოა, მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, საველე კარვები განთავსდეს. როგორც „იმედინიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განუცხადეს, გეგმა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა თბილისში მოქალაქეები საველე კარვებში ტესტირების გავლას.

21 სექტემბერი 2020, 13:50

კულტურა

სტუდენტური კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2020“ დაიწყო

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო ფართოვდება და სთავაზობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

გიორგი გახარია ჭიათურაში: ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვას შორის ბალანსია საჭირო

„უნდა ვიზრუნოთ სისტემურ ინფრასტრუქტურაზე - რა თქმა უნდა გზები, წყალმომარაგება. ასე თუ ისე ჭიათურის ქალაქის წყალმომარაგება დღეს 24-საათიანი არის, დარჩენილია რამდენიმე უბანი, კორპუსი, რომლებიც მოგვარდება რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში, თუმცა მოუგვარებელი რჩება სოფლების წყალმომარაგება და ესეც მისახედია, - განაცხადა პრემიერმა.

21 სექტემბერი 2020, 13:39

საზოგადოება

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჟოზეპ ბორელი

21 სექტემბერი 2020, 13:38

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს - ბელარუსის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვას განვიხილავთ

თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 13:32

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა.

კადრი სერიალიდან „ვანდავიჟენი“

21 სექტემბერი 2020, 13:25

კულტურა

Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული ალისფერი ჯადოქრისა და ვიჟენის შესახებ. სიუჟეტი ფილმის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ განვითარდება. სერიალი ასევე „დოქტორ სტრენჯის“ სიქველთან იქნება დაკავშირებული, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგება.

21 სექტემბერი 2020, 13:20

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 363 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 16 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 363 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 544 629 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 895 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 13:19

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები

ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქვეყანაში არ გვყავდეს მძიმე პაციენტები - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული და მძიმე პაციენტი, როგორც ვიცი, რამდენიმეა.

21 სექტემბერი 2020, 13:16

მსოფლიო

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

პაატა კვიჟინაძე

21 სექტემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: ხარაგაულს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

21 სექტემბერი 2020, 13:13

COVID19

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ერთ-ერთი, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტებს უტარებდა. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკის დირექტორიც. ინფიცირების წყარო ცნობილია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთა კონტაქტები, დაახლოებით 10 პირი თვითიზოლაციაშია.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:51

COVID19

ნინო ნიჟარაძე: ამ ეტაპზე, საწოლები საკმარისია - აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული

„დილის მდგომარეობით, 510 პაციენტი გვყავს. შესაბამისად, საწოლის ბრუნვა არის დაჩქარებული, ჩვენი საკარანტინო ზონების დახმარებით, ანუ თუ საჭირო გახდა, მოხდება დამატებითი საწოლები მობილიზება, მაგრამ შემთხვევათა ნაწილი არის ბინაზე მართვადი. სავარაუდოდ, მოხდება ბინაზე მართვის პროტოკოლის ამუშავება“.

 კორონავირუსი მსოფლიო

21 სექტემბერი 2020, 12:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

თორნიკე ოქრიაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:37

სპორტი

თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა

გათამაშების მეოთხე ტურში „ანორთოსისი“ „აპოლონთან“ შეხვედრის მე-13 წუთზე სწორედ ოქრიაშვილმა დააწინაურა, თუმცა ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სამი ბურთი გაუშვა და წლევანდელ სეზონში პირველად დამარცხდა.

ნინო ნიჟარაძე

21 სექტემბერი 2020, 12:37

COVID19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და ამოქმედდება მაშინ, როცა პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად იქნება

ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. გადახედვაშია კლინიკური ჯგუფის მიერ, ხომ არ შევა მასში რაიმე ცვლილება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.