Imedi /  24 თებერვალი 2020, 15:04 / სანდო წყარო

კახა კალაძე: დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, ოლიმპიური, მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონების დისკრედიტაციის მცდელობა

კახა კალაძე

კახა კალაძე

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სერბეთის უძლიერეს ნაკრებთან გამარჯვებას, ვულოცავ გურამ თუშიშვილსა და ტატო გრიგალაშვილს დუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალს და ჩვენს რაგბისტებს ბელგიის ეროვნული ნაკრების დიდი უპირატესობით, სანახაობრივი თამაშით დამარცხებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, დღეს, ქართულ სპორტს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ დიდი წარმატება აქვს.

„ბოლო დღეებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, აუცილებლად მინდა ვახსენო, ქართველი ფალავანის, გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ჩვენი საამაყო ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ამყარებს, ასევე მთელ მსოფლიოს აოცებენ და საკუთარი წარმატებით გვახარებენ ჩვენი რაგბისტები, წარმატება გვაქვს წყალბურთში, კალათბურთში, ფეხბურთში და პრაქტიკულად სპორტის ყველა სახეობაში.

ამდენი ოქროს მედალი, ამდენი წარმატება ინდივიდუალურ, თუ გუნდურ სახეობებში, ჩვენზე ბევრად დიდი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებისთვისაც სანატრელია. ჩვენი სპორტსმენები კი საკუთარი ენთუზიაზმის და თავგანწირვის ხარჯზე ახერხებენ საკუთარ ქვეყანას სახელი გაუთქვან და ომში დამარცხებულ ქვეყანას, სპორტული გამარჯვებები გვაზეიმონ.

მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა თავდადება დგას თითოეული გამარჯვების უკან და ისიც ზუსტად ვიცი, რომ თუ გწამს, თუ ძალისხმევას არ იშურებ, ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებ.

ქვეყნისთვის საბოლოო, დიდი გამარჯვება კი, სწორედ ასეთ, პატარ-პატარა გამარჯვებებს, სწორედ ასეთ ოქროს მედლებს, სწორედ ასეთ ჩემპიონებს და გამარჯვების იმ დაუვიწყარ შეგრძნებას მოაქვს, რომელიც საკუთარი თავის, ხალხის და ქვეყნის რწმენას გიმყარებს.

ჩემი აზრით, სწორედ ასეთ დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის ჩვენი საამაყო სპორტსმენები, ისინი ყრიან საფუძველს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებისთვის.

ამ დიდი წარმატების ფონზე, მე როგორც ქართული სპორტის გულშემატკივარი და ამ დიდი ოჯახის წევრი, გაკვირვებას ვერ ვმალავ იმ აგრესიის გამო, რომელსაც ზოგიერთი პირი ავლენს უკანასკნელ პერიოდში ჩვენი საამაყო სპორტსმენების მიმართ.

ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, კერძო ინტერესების გამო, როგორ შეიძლება ასეთი საზოგადო სიკეთის დაზიანება; როგორ შეიძლება იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელმაც შენი ქვეყანა მსოფლიოში გამოარჩია, შენს ხალხს სიხარულისა და სიამაყის შეგრძნება მიანიჭა, გამარჯვების იმედი ჩაუნერგა.

რა თქმა უნდა, ხალხი ბრძენია და ეს მცდელობები, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ჩრდილს ვერ მიაყენებს, მაგრამ ეს ჩრდილს აყენებს ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას. ასეთი მიდგომებით აღარაფერი საერთო, აღარაფერი ხელშეუხებელი აღარ დაგვრჩება და ჩვენი ისედაც ტრავმირებული წარსული, შეიძლება, კიდევ უფრო დავამძიმოთ.

სპორტს პოლიტიკური კუთვნილება არ აქვს, ის ყველასია და დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, ოლიმპიური, მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონების დისკრედიტაციის მცდელობა. იმედი მაქვს, ეს ცალკეული, ფრაგმენტული გადაცდომებია და მსგავს განცხადებებს სხვა პოლიტიკოსთა მხრიდან მომავალში აღარ მოვისმენთ.

იმედი მაქვს, სწორედ ამ ხალხის მიერ მონიჭებული სიხარულის განცდით შევძლებთ დავძლიოთ ყველა ბარიერი, დავამარცხოთ ყველა პრობლემა და ერთად მივიყვანოთ ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე!

ჩემი მხარდაჭერა ყველა ქართველ სპორტსმენს და ქართულ სპორტს. ბევრი გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!!!", - ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები საქართველოს არ სჭირდება და ის მილიონები, რასაც ისინი შეექცევიან, მასობრივი სპორტის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

ყველა სიახლე

ალექსანდრე გოგინავა

20 ოქტომბერი 2020, 10:28

COVID19

ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა დროს უნდა გაიკეთოს ადამიანმა კორონავირუსზე ტესტი

დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან 10-15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ყოფნა, რა დროსაც არ არის დაცული დისტანცია და არც პირბადეა გამოყენებული, კონტაქტად ითვლება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის ჩატარებაა საჭირო, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 10:25

რეგიონი

დედოფლისწყაროს სოფლების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

დედოფლისწყაროს სოფლების, ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

ბიძინა კულუმბეგოვი

20 ოქტომბერი 2020, 10:17

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი არის მსუბუქი ან საშუალო ფორმა, ანუ სახლში მისი მართვა შეიძლება

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კახა საბანაძე

20 ოქტომბერი 2020, 10:08

საზოგადოება

კახა საბანაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც, ევროპულმა მხარემ ქართულ მხარეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის პროექტი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხოსე პადილია

20 ოქტომბერი 2020, 09:48

კულტურა

ესპანელი DJ ხოსე პადილია გარდაიცვალა

1995 წელს DJ ხოსე პადილიამ ელექტრონული კომპოზიციების კრებული შექმნა, რითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს გამოცემული მეორე ალბომი "გრემის" ჯილდოს მფლობელი გახდა. სულ ხოსე პადილიას სულ 25-მდე ალბომი აქვს გამოცემული.

20 ოქტომბერი 2020, 09:36

ეკონომიკა

მცირე ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets-ი შექმნა

ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 09:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იფსოს - საფრანგეთმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვთ იმ კვლევებთან, რომლებიც „მთავარი არხის“ ეთერში იდება

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკერტულ პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიების ერთობასთან დაკავშირებული ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მუდმივად იტყუებიან. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მათ პირდაპირ გააყალბეს კვლევის შედეგები და ვერანაირი მეთოდოლოგიით ვერ აიხსნება ცდომილება, რომელიც მათ აჩვენეს.

20 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

ჩინეთში კორონავირუსი კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა

გარდა ამისა, ქვეყანაში დღე-ღამის განმავლობაში 24 უსიმპტომო შემთხვევა აღრიცხეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში სულ 85 685 ადამიანი დაინფიიცრდა, 4634 კი გარდაიცვალა. ეს სტატისტიკა უკვე 5 თვეა არ შეცვლილა.

20 ოქტომბერი 2020, 08:43

COVID19

დღეიდან ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა მხოლოდ კოვიდინფიცირებულებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომებით პაციენტებს არ მიიღებს.

20 ოქტომბერი 2020, 08:25

საზოგადოება

დღეს საქართველოში ამინდი გაურესდება

რუსთავში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2020, 08:02

რეგიონი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები. პრეზენტაცია დღეს 14.00 საათზე, რუსთავში, Construction service - ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.