imedi /  24 თებერვალი 2020, 22:40 / სანდო წყარო

პანკისში, სოფელ წინუბანში სკოლა შენდება

პანკისი

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანს წლის ბოლოს ახალი სკოლა ექნება. მძიმე ტექნიკის დახმარებით უკვე გაიწმინდა ტერიტორია. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საჯარო სკოლა 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, სადაც 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია განთავსდება.

ასევე, შენობა მოიცავს სანიტარული კვანძის ბლოკებს მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის.

მალე ახალი სკოლა ექნება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურსაც. იქ 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დაწყებულია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის ახორციელებს. ორივე სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ

ჩვენ შევედით წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 5, 8%-ია აცრილი.

ფოტო: „ნაციონალური მოძრაობა“

03 აგვისტო 2021, 12:24

პოლიტიკა

აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

აზერ სულეიმანოვმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

პაატა იმნაძე

03 აგვისტო 2021, 12:23

COVID19

პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ

მისივე თქმით, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი და ეს არის ვაქცინაცია. „აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო. მეორე მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი. ესაა 0.3% ორჯერადად აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 12:11

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება

"დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რამე აკრძალვის შემოღება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე. პროგნოზულად ჩვენ ახლა პიკის ფაზაში ვართ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზების მიხედვით, ჩვენ უკვე შევედით პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით შემდგომი 10 დღე გაგრძელდება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 12:09

COVID19

თამარ გაბუნია: უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა

ჩვენს გეგმაშია, რომ კიდევ მეტი ადმინისტრირების ადგილი გაჩნდეს, ანუ, ვაქცინაციის ცენტრები როგორც დიდ ქალაქებში, ისე რაიონულ ცენტრებში და უნდა დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით, ეს არის ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 11:58

COVID19

რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს მობილობა. თამარ გაბუნიას კომენტარი

დამატებითი მობილობის შეზღუდვა შეიძლება ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 11:56

COVID19

თამარ გაბუნია: სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას

„სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ თავად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სანქციები, უბრალოდ, ფორმალობაა. სტანდარტი ერთია, სანქცირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება. შრომის ინსპექტირების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ამაზე ერთად მუშაობენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი

03 აგვისტო 2021, 11:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: IRI-ს კვლევებს უტარებს ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის მანიპულირებაში მხილებული

„ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ მომავალი არჩევნებისთვის გარკვეული დღის წესრიგის წინასწარ მომზადება ხდება. ამისთვის საჭიროა გარკვეული ციფრები დაიდოს, რაც შეიძლება რეალობასთან დაშორებული იყოს, მაგრამ საჭიროა სპეკულაციების გამოსაწვევად. ამ კვლევებს საერთაშორისო ორგანიზაციები უკვეთავენ, მაგრამ მას ატარებს აქ ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც ბევრჯერ არის ამ მანიპულირებაში მხილებული და კონკრეტული პოლიტიკური მიკერძოება ახასიათებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

03 აგვისტო 2021, 11:54

საზოგადოება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე, კამპუსები მოეწყობა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობაში წიგნიერების, განსაკუთრებით კი, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაცაა. ვფიქრობთ, კამპუსები ამისთვის ოპტიმალური შესაძებლობაა. შერჩეული სტუდენტები, თითო კვირას, საუკეთესო ტუტორების გარემოცვაში გაატარებენ, გაიგებენ უამრავ სიახლეს და, გარკვეულწილად, ამ პროცესების მონაწილეც გახდებიან“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 11:52

COVID19

რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ებრაჰიმ რაისი

03 აგვისტო 2021, 11:47

მსოფლიო

ირანის არჩეული პრეზიდენტი: ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ტირანული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ტირანული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს.

03 აგვისტო 2021, 11:39

სპორტი

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას - FIBA-ს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს

9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტისა და სომხეთის გუნდები.

03 აგვისტო 2021, 11:26

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 11:25

COVID19

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

03 აგვისტო 2021, 11:23

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა

2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.

03 აგვისტო 2021, 11:18

პოლიტიკა

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა და მას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

03 აგვისტო 2021, 11:12

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. მედიამონიტორინგს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის 30-მდე მონიტორი ჩაატარებს. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტის, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელი დირექტორის, რასტო კუზელის მიერ გადამზადდნენ. მონიტორინგის პროცესში მონიტორები წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდებიან. მაუწყებლების გარდა, მედიამონიტორინგი ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც ჩაუტარდება.