25 თებერვალი 2020, 10:47 / სანდო წყარო

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციამ ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევა მიულოცა

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმასციას საქართველოს პროკურატურის პრესცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჰააგიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია, ირაკლი შოთაძის ხელახალ არჩევას განიხილავს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების მდგრადი განვითარების წინაპირობად, რაც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია, სამომავლოდ, საქართველოს პროკურატურისადმი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს.

„ბატონო ირაკლი,პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სახელით, გვსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევა. გვჯერა, რომ საქართველოს პროკურატურის და ქართული მართლმსაჯულების სისტემის პროგრესი თქვენი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერებისა და ძალისხმევის შედეგია. უფრო სწორი იქნება ვთქვათ თქვენი ხელახალი არჩევა, ვინაიდან თქვენი საქართველოს მთავარი პროკურორის (როგორც ადრე იწოდებოდა) თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენ უკვე გავხდით თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების მოწმენი.

ნება გვიბოძეთ, თქვენი ხელახალი არჩევა განვიხილოთ საქართველოს პროკურატურის და თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელებული იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების მდგრადი განვითარების წინაპირობად, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პროკურატურის დამოუკიდებლობის დაეფექტიანობის გაზრდას.

ეჭვგარეშეა, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობამ თავისი წვლილი შეიტანა ამ განვითარებაში იმ საერთაშორისო თანადგომის მეშვეობით, რასაც პროკურორთა ქსელი გთავაზობთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა თქვენი ძალისხმევის პროკურატურის პროფესიული განვითარებისათვის, რომელსაც აძლიერებს თქვენს ოფისსა და ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობა.

ამ თვალსაზრისით, მსურს, ხაზი გავუსვა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მერვე რეგიონალურ კონფერენციას, რომელსაც უმასპინძლა საქართველომ 2017 წელს. გარდა აღნიშნულისა, პროკურატურის თანამშრომლის მიმაგრება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სამდივნოში და თქვენი ოფისის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის ნომინირება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, უნდა ჩაითვალოს თქვენ ძალისხმევად, რომელიც მიზნად ისახავს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრინციპების თქვენს რეგიონში დამკვიდრებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ინიციატივა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის 2021 წელს საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც აღმასრულებელმა კომიტეტმა სათანადოდ განიხილა და დაამტკიცა. მოხარულები ვართ, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდება თქვენი თანამდებობაზე ყოფნისას, რადგან გვჯერა, რომ აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას პროკურორთა საერთაშორისო საზოგადოებისათვის, აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია და ისიამოვნოს ქართული სტუმართმოყვარეობით.

გისურვებთ წარმატებას თქვენი უაღრესად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების შესრულებისას და ასოციაციის სახელით საქართველოს პროკურატურისადმი გამოვხატავთ მზადყოფნას სამომავლო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ჩეოლ-კიუ ჰვანგი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ჰან მორაალი.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 20:13

COVID19

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

18 სექტემბერი 2020, 20:08

COVID19

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 8 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

18 სექტემბერი 2020, 20:01

სპორტი

რაგბის კავშირი: 16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც 16 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის საკითხებზეა ლაპარაკი.

18 სექტემბერი 2020, 20:00

COVID19

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის კომისარმა, მარკ მორგანმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 19:49

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მოშიმშილე მშობლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.

მიკა

18 სექტემბერი 2020, 19:49

კულტურა

ლიბანში დაბადებული მომღერალი მიკა ბეირუთის აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად ონლაინკონცერტს გამართავს

37 წლის ცნობილი მომღერალი, მიკა, რომელიც 1983 წელს ბეირუთის დედაქალაქშია დაბადებული, აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად, ონლაინკონცერტს გამართავს. პირდაპირ ეთერში მექსიკელი მსახიობი, სელმა ჰაიეკი და ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგიც ჩაერთვებიან.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 19:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:28

COVID19

პრეზიდენტი: საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა

„კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია“.

18 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ნიცაში პარკებსა და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქალაქ ნიცაში პარკებში და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:23

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარი დასტაბილურდეს

ხმაური და ისტერია, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ ატეხილი არ ეხმარება ლარის კურსის პრობლემის დაძლევას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო

წელს, როცა გაეროს 75 წელი შეუსრულდა, მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა, რამაც სირთულეები გამოიწვია ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში და განსაკუთრებით შეეხო ყველაზე მოწყვლად და მაღალი რისკის ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა.

მარია ვან კერხოვე

18 სექტემბერი 2020, 19:08

COVID19

ჯანმო: ევროპაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია.

მუჰამედ ათვი

18 სექტემბერი 2020, 19:02

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ცნობილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა. 32 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ადგილობრივ კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბეირუთის ანსართან ერთად, მან ეროვნული ლიგა სამჯერ მოიგო.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ​ჩვენი ეკონომიკური კლება, საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იქნება

ეკონომიკურ პროგნოზებზე ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა​ განმარტა, გაჯანასაღების რა ნიშნები იკვეთება ქართულ ეკონომიკაში. „რა თქმა უნდა, პანდემიამ დაგვაზიანა. ძალიან სერიოზულად დაგვაზიანა. 2019 წელი გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდის წელი. 5 პროცენტზე მეტი ზრდა და წელს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, ველოდებოდით კიდევ უფრო მეტს. წელს ჩვენ გვექნება კლება თუმცა ეს კლებაც არის ორჯერ ნაკლები ვიდრე საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელი მაჩვენებელი. 5%-იანი ზრდა გვექნება 2021 წელს“, - განაცხადა მინისტრმა.

ლინას ლინკევიჩუსი

18 სექტემბერი 2020, 18:51

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ლუკაშენკოს მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.

18 სექტემბერი 2020, 18:46

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 117 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38,894 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 572 ადამიანი. ვირუსისგან 36,424 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გეგმაა ეფექტურად ვებრძოლოთ პანდემიას და მეორე მხრივ განვავითაროთ ბიზნესი

COVID19-ის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ უნდა იმუშავოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 18:42

სამართალი

მესტიის სოფელ ბეჩოში დაუდგენელმა პირმა შუა ხნის ქალი დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. დაშავებული გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობით, მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მეხანძრე-მაშველი

18 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 18:26

ტექნოლოგიები

20 სექტემბრიდან აშშ-ში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა აიკრძალება

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.