imedi /  25 თებერვალი 2020, 11:44 / სანდო წყარო

სახალხო დამცველი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტს ეხმაურება

სახალხო დამცველი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტს ეხმიანება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობას, კოორდინაციისა და ურთიერთთანამშრომლობით უზრუნველყონ არასრულწლოვნის ჩართვა სახელმწიფო სერვისებში, დაიცვან მისი საუკეთესო ინტერესები და ყველანაირი ძალისხმევა მიმართონ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად.

„2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტის შესახებ. 
სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან. ასევე, შესაბამის უწყებებთან, რათა ყველა ღონისძიება გატარდეს მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. აღიშნულ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გოგოსა და მისი ოჯახის ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი განათლების გაგრძელებას გეგმავს.
აღნიშნულმა შემთხვევამ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების ადგილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არაა თავისუფალი სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, რაც მათი ეფექტური ფუნქციონირების არსებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი გამოწვევაა უწყებებს შორის დროული და ეფექტური კომუნიკაცია, ადგილზე სერვისების მიწოდება, რაც რიგ შემთხვევაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღწეული. 
სახალხო დამცველის შეფასებით, ამ ეტაპზე, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება. აქედან გამომდინარე, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნულ ფაქტზე სამართლიანობის აღდგენის, ასევე მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობას, კოორდინაციის და ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყონ არასრულწლოვნის ჩართვა სახელმწიფო სერვისებში, დაიცვან მისი საუკეთესო ინტერესები და ყველანაირი ძალისხმევა მიმართონ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მედიასაშუალებების მხრიდან საკითხის გაშუქებისას წამყვანი იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი“, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

29 სექტემბერი 2020, 00:58

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

29 სექტემბერი 2020, 00:53

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა. „ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ.

29 სექტემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

მილანში, მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:41

ტაბლოიდი

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:40

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ანგელა მერკელი და ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს.

შსს

29 სექტემბერი 2020, 00:22

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ემანუელ მაკრონი

29 სექტემბერი 2020, 00:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ევროპა რუსეთისგან შორს მყოფი კუნძულია

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით ევროპამ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:56

საზოგადოება

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან კლინიკა უკვე ყველა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

37 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:19

COVID19

ლევან რატიანი: ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა ან არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა

პანდემიამ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, როგორც ექიმების ისე საზოგადოების. მაგრამ სულ იმის იმედი მაქვს, რომ საშველი აუცილებლად იქნება. არ გვაქვს უფლება ჩავიქნიოთ ხელი. ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიდგეთ იმ ადგილზე სადაც მოგვეთხოვება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 81 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 22:56

COVID19

ჯანმო: დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ.

28 სექტემბერი 2020, 22:25

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფეში ხანძარი გაჩნდა

კოტე აფხაზის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარე კაფე „ბლუმში" ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

28 სექტემბერი 2020, 22:24

მსოფლიო

სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება.

28 სექტემბერი 2020, 22:08

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.

ანტონიო გუტერეში

28 სექტემბერი 2020, 21:46

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი მთიან ყარაბაღში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნის ინიციატივით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნისკენ მოუწოდა.

დინამო თბილისი

28 სექტემბერი 2020, 21:43

სპორტი

„დინამო თბილისი“: ფარერებზე ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით

„ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, - ამის შესახებ „დინამო თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

28 სექტემბერი 2020, 21:23

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.