imedi /  26 თებერვალი 2020, 10:46 / სანდო წყარო

კახა კალაძე: პროფესიული გადამზადების პროგრამით 2000-მდე ადამიანი გადამზადდა, რომელთაგან 70% დასაქმებულია

კახა კალაძე

კახა კალაძე

მერიაში 2018 წლიდან ამოქმედებული პროფესიული გადამზადების პროგრამამ „ისწავლე და დასაქმდი" 2000-მდე პირი სხვადასხვა პროფესიაში გადაამზადა და რაც მთავარია, სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მათი დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ პროგრამის ბიუჯეტი ორი წლის განმავლობაში ჯამში 360 000 ლარს შეადგენდა, 2020 წლისთვის, ეს ციფრი თითქმის გაორმაგდა და 330 000 ლარს შეადგენს.

პროგრამა მოიცავს მოკლევადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომლებიც აგებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებაზე და არის სერტიფიცირებული. სპეციალობები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევისა და კოლეჯების პარტნიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისში უმუშევრობის დონის შემცირებას. ასევე, საწარმოების მოთხოვნილებების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში განხორციელდება 38 სპეციალობაში და პირველ ეტაპზე 1107 ბენეფიციარი ეყოლება . მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

21 სექტემბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 53 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 სექტემბერი 2020, 21:39

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის პრობლემა არ არის

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი მასშტაბით ვითარდება, არ მგონი რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. ალბათ რამდენიმე კვირაში გამოიკვეთება, ჩვენ რა მასშტაბებს ვაღწევთ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 სექტემბერი 2020, 21:31

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:31

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს. ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

მიხეილ რამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:12

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: დღეს ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ შესაძლოა დამაკავონ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლისას განუცხადა. „ჩემი მობილური ტელეფონი დალუქეს. დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ და ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ“, - განაცხადა რამიშვილმა.

21 სექტემბერი 2020, 21:10

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე: ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს

დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ნიკოლას მადუროსა და ირანის თავდაცვის სამინისტროს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ირანისთვის დაწესებული შეიარაღების ემბარგოს დარღვევისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 20:26

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 2 957 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 957 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსს 432 ადამიანი ემსხვერპლა.

21 სექტემბერი 2020, 20:17

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

21 სექტემბერი 2020, 20:10

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2020, 20:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაბრაზებული ვარ სი ძინპინზე, რადგან ჩინეთს პანდემიის შეჩერება შეეძლო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებაზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემია არ შეაჩერეს.

გია ცაგარეიშვილი

21 სექტემბერი 2020, 19:57

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წარსულის ლანდებს შეიწოვს

„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებას ვერ შეცვლის“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გაიმყაროს მეორე ადგილი; შეიწოვს წარსულის ლანდებს და პოლიტიკურ გვამებს, რომელსაც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აკრეფს.

21 სექტემბერი 2020, 19:30

პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​​​​​​​კოვიდინფიცირებულების შესახებ, ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 173 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან COVID19 56 ადამიანს დაუდასტურდა.

პაატა კვიჟინაძე

21 სექტემბერი 2020, 19:04

რეგიონი

პაატა კვიჟინაძემ საჩხერეში მიმდინარე და მომავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

„ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, მაგრამ მთავარი პრობლემა რჩება დასაქმება და კეთილდღეობის ამაღლება და მგონი ამით და სხვა საკითხებით ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ჩვენ ვართ აკაკის, მუხრანის, პაოლო იაშვილის მხარე, სხვა ცნობილი ადამიანების მხარე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი წარმატებული მუნიციპალიტეტი საქართველოში. ყველაზე დიდი შედეგი უნდა დადოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორც დაგვიდია აქამდე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.

21 სექტემბერი 2020, 18:57

ეკონომიკა

Emerging Europe: ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმაღლესი რეიტინგი მიენიჭა და დღეს ევროპის ახალი ლიდერია

Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი და იგი დღეს წარმოადგენს ევროპის ახალ ლიდერს. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ასევე წარმოადგენს რეგიონის ლიდერს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში.

21 სექტემბერი 2020, 18:48

COVID19

ესპანეთის მთავრობა მადრიდში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროებს ჩართავს

ესპანეთის მთავრობა მადრიდში კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროებს ჩართავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მადრიდის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელთან, ისაბელ დიას აიუსოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

21 სექტემბერი 2020, 18:44

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებების მიღმა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია

„რომ შევადაროთ ძალიან დიდი განსხვავებას ვნახავთ, რამდენი გზაა დაგებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რამდენი „ოცნების“ დროს, რა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია განხორციელდა წინა ხელისუფლების დროს და ახლა, როგორ გაძლიერდა ყველა მიმართულება და როგორი წარმატებით ართმევს თავს ამჟამინდელი მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას. წარმომიდგენია, ახლა სააკაშვილი აქ რომ იყოს, იქნება ათასობით შემთხვევა და იქნება ცოდვა-მადლის ტრიალი. კიდევ კარგი, ჩვენ ახლა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ვართ და სწორედ ეს მთავრობა უმკლავდება ამ პანდემიას“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

21 სექტემბერი 2020, 18:33

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 92 ადამიანს გამოუვლინდა, ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა, 81 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 280 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 576 ადამიანი. ვირუსისგან 36 836 პაციენტი განიკურნა.