imedi /  26 თებერვალი 2020, 20:43 / სანდო წყარო

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 14 პაციენტიდან კორონავირუსი სავარაუდოდ არც ერთს არ აქვს

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებზე განცხადება გააკეთა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სანერვიულო არაფერია, რადგან პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ასევე კორონავირუსის ტესტების პასუხების დაგვიანების მიზეზები განმარტა.

„დღეს დილით ჩვენ გვყავდა 13 პაციენტი, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაგვემატა. დღეს მათ კორონავირუსის გამოსაკვლევად აუღეს ტესტები. ვინაიდან 14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების ერთდოულად შეგროვება, რადგან თითოეულ პაციენტზე ტესტის აღებას თავისი დრო სჭირდება, ამიტომაც ამ 14 პაციენტზე ტესტების აღება ძალიან გაიწელა, აქედან გამომდინარე ანალიზის პასუხები ჯერ არ გვაქვს და შესაძლოა 1-2 საათი დასჭირდეს.

სანერვიულო არაფერი გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ და საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ამ 14 შემთხვევაშიც ტესტის შედეგები იქნება ნეგატიური", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

ლაგოდეხში 14 წლის ბიჭს ეძებენ

„არ არის კონფლიქტური ბავშვი. ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა, ტელეფონზე ვურეკავთ, მაგრამ ზარს არ პასუხობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია”, - ამბობს დაკარგული ბიჭის დეიდა.

03 აგვისტო 2021, 11:02

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ.

03 აგვისტო 2021, 10:58

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,99%-ია

2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.41% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8,08%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:57

COVID19

საქართველოში 1 227 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 227 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 257 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 227 მძიმე პაციენტიდან თბილისში 556 პირი მკურნალობს, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17.

03 აგვისტო 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4827 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

03 აგვისტო 2021, 10:44

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს

​​​​​​​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.

03 აგვისტო 2021, 10:33

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 2297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 4 827 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

03 აგვისტო 2021, 10:23

საზოგადოება

8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში:

03 აგვისტო 2021, 10:18

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

03 აგვისტო 2021, 10:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიანიჭონ.

03 აგვისტო 2021, 10:00

საზოგადოება

აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

ბილ და მელინდა გეითსები

03 აგვისტო 2021, 09:30

ტაბლოიდი

ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

როგორც სასამართლოს დოკუმენტებში წერია, ყოფილი ცოლ-ქმარი ქონების, ვალებისა და სასამართლო ხარჯების გაყოფაზე შეთანხმდა. ბილ და მელინდა გეითსების 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ 4 მაისს გახდა ცნობილი. მათ სამი შვილი ჰყავთ.

რამაზ ზოიძე

03 აგვისტო 2021, 09:09

სპორტი

რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი - რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.

გიორგი მელია

03 აგვისტო 2021, 08:50

სპორტი

გიორგი მელია ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს. ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში უნგრელ შოკასთან დამარცხდა.

03 აგვისტო 2021, 08:25

სამართალი

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია

ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება. პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით დასრულდა გარდაცვლილის მეგობრის გამოკითხვა, რომელმაც მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

03 აგვისტო 2021, 08:01

საზოგადოება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ლეჟავას, პატარიძის, პილსუდსკისა და ვაზის ქუჩების მოსახლეობას.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, მათ შორის არაღიარების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, მუდმივად მყარი პოზიციები გვქონდეს ამ თვალსაზრისით

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მუდმივად ჰქონდეს მყარი პოზიციები არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, უშუალოდ პარლამენტიც არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს

„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ის არის ძლიერი ინსტიტუტი და ის არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ამ ფეიკნიუსებით ხდება ამ დარტყმების განხორციელება. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს. ეს არის ის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. თუ რამეს სჭირდება გამოძიება, ამაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2021, 00:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში

დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ათივე კანდიდატი ღირსეულია და მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.