imedi /  26 თებერვალი 2020, 23:26 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ვიდეო

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.

~

მანამდე ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც გაავრცელა.

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 14 კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება

კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 11:11

COVID19

სინგაპურში კოვიდინფიცრებულთა კონტაქტების დადგენას სპეციალური მოწყობილობით ეცდებიან

სინგაპურში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ახალი მოწყობილობით, TraceTogether-ით იბრძოლებენ. მცირე ზომის მოწყობილობა Bluetooth-სისტემითაა აღჭურვილი და ადამიანის გადაადგილების შესახებ მონაცემებს 25 დღის განმავლობაში ინახავს.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 128 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 - თბილისში.19 - ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, მცხეთა მთიანეთი - 2, კახეთი - 1. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

ბრიტანეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 271,415 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9,386-ს აღწევს.

20 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

20 სექტემბერი 2020, 10:25

საზოგადოება

სოზარ სუბარი საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინიციატივით, ჯავახეთის გამზირზე მედიათეკას ეზოში, საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად პრობლემას გაუსვეს ხაზი. ყველაზე მწვავედ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის და იმ აღსაზრდელების პრობლემა დგას, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის მერე უსრულდებათ, რის გამოც მათ სკოლაში არ იღებენ.

ირაკლი ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2020, 10:19

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

20 სექტემბერი 2020, 10:10

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რესან კონცელიძემ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ შემოვლის პრინციპით აგრძელებენ.

20 სექტემბერი 2020, 09:58

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 5.4 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 92 605 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო მაჩვენებელმა 5.4 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, დღე-ღამეში, ქვეყანაში ვირუსს 1 113 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ინდოეთში 86 752 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 სექტემბერი 2020, 09:35

საზოგადოება

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოსცა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა.

20 სექტემბერი 2020, 09:23

სპორტი

ჭიდაობაში 23-წლამდელთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდება

ჭიდაობაში 23-წლამდელთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. ტურნირი 23-29 ნოემბერს ფინეთის ქალაქ ტამპერეში უნდა გამართულიყო, თუმცა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით შემოღებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, მისი გაუქმება გადაწყვიტა.

20 სექტემბერი 2020, 09:10

საზოგადოება

20 სექტემბერს „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება

ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. ეს დღე 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ის მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში გარემოს ავტომობილების გამონაბოლქვისგან დაცვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

20 სექტემბერი 2020, 08:56

მსოფლიო

საბერძნეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში ციკლონ „იანოსს“ უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქეს კი სახლები დაეტბორა. უამინდობამ ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთის მდებარე რაიონები დააზარალა. ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია.

20 სექტემბერი 2020, 08:37

რეგიონი

კახეთში უკვე 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რეგიონში უკვე გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 72 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელი”, 18 ათას ტონაზე მეტი „საფერავი”, 1,6 ათასი ტონა “კახური მწვანე”, 3 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რუთ ბეიდერი გინსბურგი

20 სექტემბერი 2020, 08:19

საზოგადოება

აშშ-ს საელჩო საქართველოში: ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს - მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, 87 წლის ასაკში, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. მას ხშირად იხსენიებდნენ გენდერული საკითხის ტრანსფორმაციის ფუძემდებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

20 სექტემბერი 2020, 08:05

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 057-ით გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 33 057 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 739 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4.5 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

20 სექტემბერი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა

ჩინეთში ოჯახმა 38 წლის წინ დაკარგულ შვილი დაიბრუნა. ბავშვი 2 წლის იყო როდესაც გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით ოჯახი პროვინცია შენსიში სოფლად ცხოვრობდა. 2 წლის ვაჟი 1982 წლის 12 მაისს მოულოდნელად დაიკარგა. დედამ აღმოაჩინა, რომ დილით ბავშვი სახლში არ იყო. ბავშვის ძებნაში მთელი სოფელი ჩაერთო, თუმცა გაუჩინარებული ბიჭი ვერ იპოვეს.

20 სექტემბერი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Myanmar Times წერს. ჩვილი 16 სექტემბერს გაჩნდა და ის ოჯახში მეორე ბავშვია. ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

20 სექტემბერი 2020, 00:32

ტექნოლოგიები

იაპონიაში მტვირთავი რობოტების გამოცდა დაიწყეს

იაპონიაში, რობოტებს სულ უფრო ხშირად იყენებენ მაღაზიებში, იმისთვის რომ მომხმარებელს დაეხმარონ, ასევე გააკონტროლონ პროდუქციის მარაგები საწყობში. რობოტები ასევე ადგენენ რუკას, სადაც დატანილია ინფორმაცია, თუ სად დევს პროდუქტი.