imedi /  27 თებერვალი 2020, 12:48 / სანდო წყარო

თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება

თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია.

პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 15:56

ტექნოლოგიები

კორონავირუსზე ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით WhatsApp-მა შეტობინებების გადაგზავნა შეზღუდა

WhatsApp-მა ჩატებში შეტყობინებების გაგზავნა შეზღუდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაა. კერძოდ, შეტყობინება, რომელიც მინიმუმ 5-ჯერ გადაიგზავნა, ერთ ჩატში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიგზავნოს.

ჯონ ტეილორი

07 აპრილი 2020, 15:31

COVID19

ჯგუფ Duran Duran-ის ბასისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანული ჯგუფის Duran Duran-ის ბასისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად ჯონ ტეილორმა დაწერა. მისი თქმით, მას ვირუსი 3 კვირის წინ აღმოუჩინეს. 59 წლის მუსიკოს თქმით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და ახლა თავს კარგად გრძნობს. „მინდა იცოდეთ, რომ კორონავირუსი ყოველთვის არ არის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენ დავამარცხებთ ამ დაავადებას“, - წერს ტეილორი.

07 აპრილი 2020, 15:18

COVID19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა.

07 აპრილი 2020, 15:08

COVID19

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ერთი კვირა იმყოფებოდა

ქობულეთში, სოფელში გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთ სახლთან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. გავრცელებული ინფომაციით პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოფელში სტუმრად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქობულეთსა და ბათუმში მისი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 აპრილი 2020, 15:04

COVID19

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აზერბაიჯანთან 20 აპრილამდე დაწესებული შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან 20 აპრილამდე დაწესებული სატრანსპორტო და საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ქვეყნის საგარეო უწყების ინფორმაციით, 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები ამოქმედდა.

რომან ბოკერია

07 აპრილი 2020, 15:02

საზოგადოება

თბილისიდან ათენში გაფრენამდე თვითმფრინავის ბორტზე პარაკლისი შესრულდა

პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე ნაკურთხი და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი რომან ბოკერია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულებამდე ბოინგზე პარაკლისც შესრულდა.

ნათია თურნავა

07 აპრილი 2020, 14:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების სტრატეგიას ბიზნესთან და საფინანასო ინსტიტუტებთან ერთად ამზადებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ეკონომიკის სტიმულირების პოსტკრიზისულ გეგმაზე განმარტებები გააკეთა.

დავით შერაზადიშვილი

07 აპრილი 2020, 14:51

COVID19

ბოლნისის მერი: კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა

„მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი სამწუხაროდ გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა.

დევიდ კლაკი

07 აპრილი 2020, 14:51

COVID19

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კარანტინის რეჟიმი ორჯერ დაარღვია

„ნორმალურ პირობებში ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გადავაყენებდი. ის, რაც მან გააკეთა, არასწორია და არანაირი გამართლება არა აქვს. თუმცა ახლა ჩვენი პრიორიტეტია კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ჯანდაცვის სექტორში მასობრივ დარღვევებს ვერ დავუშვებთ. სწორედ მხოლოდ ამ მიზეზით, კლარკი თავის პოსტს შეინარჩუნებს“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 14:49

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული 18 კომპანიიდან 11-მა საქმიანობის დაწყების უფლება მიიღო

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“ საწარმოების და სამშენებლო კომპანიების ინსპექტირების შედეგები შეაფასა.

ნათია თურნავა

07 აპრილი 2020, 14:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე: სანიმუშოდ იცავენ ყველა დადგენილ წესს

უკვე მეორე დღეა ინტენსიურად ვამოწმებთ სხვადასხვა საწარმოს, რომელიც მუშაობს ან უნდა, რომ აღიდგინოს მუშაობის უფლება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეამოწმეს და იქ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

07 აპრილი 2020, 14:31

კულტურა

ქართველი სამედიცინო პერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე. ფოტოგალერეა

გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.

მიტროპოლიტი დავითი

07 აპრილი 2020, 14:23

საზოგადოება

მეუფე დავითი: წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ რწმენას არ უნდა ვუღალატოთ

ალავერდის მამათა მონასტერში ხარების დღესასწაული აღნიშნეს. დილიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა. მომლოცველებს ტაძარში სპეციალური ნიშნები დახვდათ, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დასაცავად გააკეთა. სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა და მრევლი დალოცა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

07 აპრილი 2020, 14:20

COVID19

დანიაში 15 აპრილიდან ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

15 აპრილიდან დანიაში ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სწავლა დაიწყება, დანარჩენი მოსწავლეები კი სკოლაში 10 მაისიდან დაბრუნდებიან. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროში ექსპერტები „გონივრულს“ უწოდებენ. ამასთან, ქვეყანაში ბარები, რესტორნები, კლუბები, სალონები და სავაჭრო ცენტრები კვლავ დახურული იქნება.

07 აპრილი 2020, 14:10

COVID19

ბათუმში კლინიკა „მედინადან“ კარანტინში ათამდე მედიკოსი გადაიყვანეს

ბათუმში კლინიკა „მედინადან“ კარანტინში 10-მდე მედიკოსია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ იმ პაციენტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, შემოყვანისას პაციენტს არ ჰქონდა ცხელება, თუმცა მალევე ივარაუდეს რომ მას შესაძლოა კორინავირუსი ჰქონოდა. პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ კი „ცხელების ცენტრში“ გადაამისამართეს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

07 აპრილი 2020, 13:57

COVID19

რესპუბლიკური საავადმყოფოს 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, გუშინ გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

07 აპრილი 2020, 13:52

სპორტი

აშშ-მა ფიფას მაღალჩინოსნები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში დაადანაშაულა

ამ დასკვნის თანახმად, ჯეკ უორენმა, რომელიც ფიფაში ტრინიდადი და ტობაგოს წარმოადგენს, 2020 წლის ნოემბერსა და 2011 წლის აპრილში ქრთამი აიღო იმისთვის, რომ 2018 წელს რუსეთში ჩემპიონატის ჩატარებისთვის მხარი დაეჭირა. კომიტეტის კიდევ 1 წევრს, რაფაელო სალგეროს ამისთვის 1 მილიონ დოლარს შეჰპირდნენ.

პატრიარქი

07 აპრილი 2020, 13:49

მსოფლიო

ექიმი: უწმინდესს ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია

„რადგან წინ საეკლესიო მსახურებით დატვირთული დღეებია, ამიტომ ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ დღეს მას დაესვენა. საპატრიარქოში დილით, 7 საათზე მსახურებას უწმინდესი დაესწრო, გუშინ საღამოს ლოცვაზეც ბრძანდებოდა“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

07 აპრილი 2020, 13:41

COVID19

ბრიტანეთში 99 წლის ქალმა კორონავირუსი 5 დღეში დაამარცხა

ბრიტანეთში 99 წლის ქალი კორონავირუსისგან 5 დღეში განიკურნა. ამის შესახებ Daily Mail წერს. ქალი განკურნების მიზეზად ტკბილეულის სიყვარულს ასახელებს.

07 აპრილი 2020, 13:40

COVID19

მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ,,წითელი ჯვრის“ ორგანიზებით გორში მდებარე მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს ის პროდუქტი, რომელსაც ,,წითელი ჯვრის“ მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას. სუპერმრკეტების ქსელებში მომხმარებელი ნახავენ „წითელ ჯვრის“ კუთხეს, სადაც პროდუქტის დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით დაფასოვდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.