imedi /  28 თებერვალი 2020, 14:01 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეშ დარღვევას უწოდებს

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდის საკითხზე პირობების დაყენება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

„2019 წელს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდის თაობაზე. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი კომპენსაციას გადაიხდის, საქართველოს ხელისუფლებას 18-თვიანი ვადა ეძლევა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან ერთად გადახდის შესაბამისი მექანიზნები განსაზღვროს. რუსეთი ცდილობს, რომ თავის არიდებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაწელვის მიზნით, თანმიმდევრობა შეცვალოს. ამბობს, რომ ჯერ უნდა განისაზღვროს გადახდის მექანიზნები და კომპენსაციის ოდენობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრავს. რუსეთის მხრიდან ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა. პირველ რიგში, კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან ერთად 18-თვიანი ვადა აქვს. რუსეთს ეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომებზე ძალიან მკაფიოდ უთხრეს და ამას კიდევ ერთხელ გაუმეორებენ მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება”, - განაცხადა ბერაიამ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 17:44

COVID19

კორონავირუსით 23-ე გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა

ლევან გოფოძის თქმით, ინფიცირებულის მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობდა , თუმცა გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტს გული გაუჩერდა.

22 სექტემბერი 2020, 17:43

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 377 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 13 439 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 377 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 558 068 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 137 272 ადამიანი გარდაიცვალა.

ბერნარ ლაპორტი

22 სექტემბერი 2020, 17:36

სპორტი

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს

ლაპორტთან ერთად, რომელიც საერთაშორისო საქმიანობის პარალელურად, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა, სარაგბო კლუბ „მონპელიეს“ ხელმძღვანელი მოელ ალტრადი, 2023 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ არჩერი და საფრანგეთის რაგბის კავშირის ორი მაღალჩინოსანი, ნიკოლა ურკე და სერჟ სიმონი დააკავეს.

22 სექტემბერი 2020, 17:31

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები კიდევ 50-მა ადამიანმა დატოვა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში 50-მდე ადამიანმა დატოვა. საერთო ჯამში, ახლა ოქრიაშვილის პოლიტიკურ ანგარიშზე მინუს ხუთასი ამომრჩეველია - მიზეზი კი მისი პოლიტიკური მოგზაურობაა ერთი პარტიიდან მეორეში და მერე კვლავ უკან, ნაციონალურ მოძრაობაში.

22 სექტემბერი 2020, 17:30

სამართალი

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 78,677 ლარი შეადგინა.

22 სექტემბერი 2020, 17:24

საზოგადოება

Georgian Airways-ი 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს, - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაავრცელა. „დანიშნულია დამატებითი ჩარტერული რეისი, 27 სექტემბერს: თბილისი 09:30 - ბერლინი 11:30; ბერლინი 12:20 - თბილისი 17:50“ - წერია კომპანიის განცხადებაში.

იოკო ონო და ჯონ ლენონი

22 სექტემბერი 2020, 17:13

ტაბლოიდი

ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. გამართლება არ მაქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩეპმენმა.

22 სექტემბერი 2020, 17:10

რეგიონი

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

22 სექტემბერი 2020, 17:07

COVID19

22-23 სექტემბერს თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება იქნება შესაძლებელი

თბილისის იუსტიციის სახლთან ორი დღით, დღეს და ხვალ, კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად კარავია განთავსებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2020, 17:04

COVID19

ბორის ჯონსონმა ახალი შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 სექტემბერი 2020, 17:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ

არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას - არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.

სერგი კაპანაძე/გიორგი ვაშაძე

22 სექტემბერი 2020, 16:58

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინ დააყენა ვიწროპარტიული ინტერესები, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მაშინაც, როცა ისანში შეთანხმება ჩაშალა", - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ხატია დეკანოიძე

22 სექტემბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ თავისი სახელის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნაცმოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში„ევროპულ ქართველოს“, მათ შორის ყველა სხვა პარტიას, თუ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დააგროვოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაშინ შეუძლია განსაზღვროს თავისი პირობები.

22 სექტემბერი 2020, 16:53

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედმა“ უცხოური მედიის მიმოხილვა დაიწყო

ყოველ კვირას, 17:00-საათიან ,,ქრონიკაში“ ტელეკომპანია შემოგთავაზებთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. ევროპარლამენტის ანგარიში ასოცირების შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საინვესტიციო გარემოს შესახებ, რაგბის ეროვნული ნაკრები რვა ერის ტურნირზე - ეს და სხვა თემები განიხილებოდა საქართველოს შესახებ გასულ კვირაში.

ბიძინა კულუმბეგოვი

22 სექტემბერი 2020, 16:52

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ინფექცია ვმართოთ

ზაფხულის შემდგომ, შიდა ტურიზმის გაზრდილი მობილობის გამო შემთხვევების რაოდენობა რომ გაიზრდებოდა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ის ციფრები და მზაობის ხარისხი, რაც დღევანდელ სისტემას აქვს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

დანიელე დე სანტისი

22 სექტემბერი 2020, 16:51

სპორტი

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ლეჩეში მოხდა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არბიტრთან ერთად მოკლული მისი 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტაც დახვდათ. როგორც მოწმეები ყვებიან, მათ ყვირილის ხმა გაიგონეს და დაინახეს უცნობი პირი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და გარბოდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

მაია ბუწაშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:51

COVID19

მაია ბუწაშვილი: ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს, სწრაფად უნდა გადავიდეთ კოვიდინფიცირებულების ბინაზე მოვლის მოდელზე

ნაკლებად რეალისტურია, რომ ამ COVID-19-ის აფეთქების ლოკალიზება მოხდეს, თუმცა იმისი აუცილებლობა რომ აღმავლობა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყოს არაა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:47

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს

ეკონომიკის გაჩერებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ, გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა.

ნინო წილოსანი

22 სექტემბერი 2020, 16:44

საზოგადოება

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა დღეს მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას გააცნო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად, კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტის მიმართულებით.