imedi /  28 თებერვალი 2020, 19:47 / სანდო წყარო

ლუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ საღამოს და დღეს წაღებული 22 ტესტიდან 21 უარყოფითია, კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდგინდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ეტაპზე 39 პაციენტი გვყავს, როგორც გითხარით, 21 მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა და მათ საკარანტინო სივცრეში გადასაყვანად ვამზადებთ. ჩვენთან დარჩება 18 პაციენტი, 8 მათგანის ტესტი გადაგზავნილია და უახლოეს საათებში ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 50 წლის კაცი 26 თებერვალს საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. იტალიიდან დაბრუნებულ 31 წლის ქალს კი კორონავირუსი 28 თებერვალს დაუდგინდა. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია.

ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი

05 ოქტომბერი 2022, 17:13

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა

მსახიობის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის, პიტი და მათი 6 შვილი საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში თვითმფრინავით მიემგზავრებოდნენ. ჯოლი ამბობს, რომ კონფლიქტი ოჯახის აეროპორტში ჩასვლამდე დაიწყო. პიტი ერთ-ერთ ბავშვს დაუპირისპირდა, როდესაც დედამ ამის მიზეზის გარკვევა სცადა, ქმარმა ის შვილებისადმი გადამეტებულ პატივისცემაში დაადანაშაულა. კონფლიქტი თვითმფრინავის ბორტზე გაგრძელდა, სადაც პიტმა ჯოლის ხელი კრა, ერთ-ერთი ბავშვის დახრჩობა სცადა, მეორეს კი სახეში დაარტყა, ამის შემდეგ კი ცოლსა და შვილებს ლუდი და ღვინო გადაასხა. 5 დღის შემდეგ ჯოლიმ განქორწინების პროცედურა დაიწყო.

05 ოქტომბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ

ამ წუთებში, პარლამენტის სხდომაზე საარჩევნო რეფორმას განხილავენ. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ დოკუმენტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. კანონმდებლებს ცვლილებები „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო.

გიორგი ცუცქირიძე

05 ოქტომბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ ნამდვილად უნდა განვიხილოთ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მიმდინარე დავა, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში. თუმცა ეს დავა უკვე გასცდა ლოკალური ინტერესის მასშტაბებს და განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში და შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა - ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

05 ოქტომბერი 2022, 16:41

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” ინიციატივით, „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

05 ოქტომბერი 2022, 16:26

რეგიონი

სადახლოზე გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 16:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: დეტალურად ვმუშაობთ კურორტების განვითარების მიმართულებით, მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, უწყება დეტალურად მუშაობს კურორტების განვითარების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მალე პრეზენტაცია გაკეთდება და უკვე მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის საპრივატიზაციო პაკეტების შეთავაზება დაიწყება.

05 ოქტომბერი 2022, 16:19

კულტურა

კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ART & SOCIETY“ შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

05 ოქტომბერი 2022, 16:14

საზოგადოება

თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ გაიმართება

კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“.

05 ოქტომბერი 2022, 16:12

ტექნოლოგიები

ნობელის პრემია ქიმიის დარგში ორგანული სინთეზის ინოვაციური მეთოდების ავტორებს მიენიჭა

ჯილდო მეცნიერებს „კლიკ-ქიმიის მეთოდების შემუშავებისა და ბიოორთოგონალური ქიმიისთვის“ გადაეცათ. საუბარია ორგანული სინთეზების ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ და უფრო ეფექტიანს ხდიან ახალი შენაერთების შექმნას.

05 ოქტომბერი 2022, 16:08

საზოგადოება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

ანდრია გივიდანი

05 ოქტომბერი 2022, 16:02

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა

მსოფლიო ბანკი - 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და, ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ცუცქირიძე

05 ოქტომბერი 2022, 15:59

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: 2022 წელს საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:54

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-იანი აღდგენაა

„თუ შევადარებთ 2019 წელს, მნიშვნელოვანია რომ მზარდია ახალი კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის მიმართულებით, ასევე სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც თავისი პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავლებსა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე“.

05 ოქტომბერი 2022, 15:50

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი დიეგო კოლასს შეხვდა

„ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:45

სპორტი

კახა კალაძე: ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა, უნიჭიერესი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს

ხვიჩა კვარაცხელია უძლიერესი და უნიჭიერესი ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

05 ოქტომბერი 2022, 15:12

სამართალი

ძმები კაკულიების პროცესი განახლდა

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მან 14-მდე გასროლა გაიგონა, ამის შემდეგ კი დაჭრილი ადამიანები დაინახა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მოწმის თქმითვე, ის ვერ იხსენებს იმ ადამიანების სახეს, ვინც უშუალოდ გაისროლა, თუმცა დაინახა, როგორ გარბოდნენ ისინი ადგილიდან.

05 ოქტომბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციამ საოკუპაციო ხაზი მოინახულა

ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 15:04

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა.

გიორგი ტყემალაძე

05 ოქტომბერი 2022, 15:03

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.

05 ოქტომბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორსა და თურქეთში ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ჰასან მოჰტაშამს შეხვდა.