imedi /  29 თებერვალი 2020, 01:10 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შიშისა და პანიკის დათესვისგან თავი შეიკავონ.

„მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ დაცულობა ნიშნავს მშვიდად და პასუხისმგებლიანად ყოფნას“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Instagram-ზე წერს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 832-ს შეადგენს.

2022-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს დადასტურდა.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

სიღარიბე

09 აპრილი 2020, 08:39

COVID19

გაერო: პანდემიის გამო ნახევარი მილიარდი ადამიანი შესაძლოა სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს

სპეციალისტების თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისზე რთული იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამას, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის დასრულებაა.

კორონავირუსი აფხაზეთი

09 აპრილი 2020, 08:20

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთი მიერ ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ჯანმრთელობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

9 აპრილი

09 აპრილი 2020, 07:59

საზოგადოება

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დებორა ბირქსი

09 აპრილი 2020, 06:23

COVID19

დებორა ბირქსი: თუ ხალხი გარეთ გამოსვლასა და სოციალურ ინტერაქციას დაიწყებს, ეპიდემიის მეორე მწვავე ტალღას ვიხილავთ

კორონავირუსის საკითხზე თეთრი სახლის კოორდინატორმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზოგიერთ ნაწილებში იმედის მომცემი ნიშნები გამოვლინდა, თუმცა მოსახლეობამ არ უნდა დაიწყოს გარეთ გამოსვლა და სოციალური ინტერაქცია.

09 აპრილი 2020, 05:37

COVID19

აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

აშშ-ში ზედიზედ მეორე დღე კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 8 აპრილის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 1 973 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

09 აპრილი 2020, 05:23

COVID19

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: არ ჩანს, რომ ამინდის დათბობასთან ერთად კორონავირუსი გაქრება

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადებით, სავარაუდო არ არის, რომ ამინდის დათბობასთან ერთად კორონავირუსი გაქრება. ამის შესახებ ნათქვამია მეცნიერების აკადემიის მიერ თეთრი სახლისთვის გაგზავნილ წერილში.

მაიკ პენსი

09 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სააღდგომო მსახურებას სახლში შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი ოჯახი სააღდგომო მსახურებას სახლში შეხვდებიან. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 04:08

COVID19

მაიკ პომპეო: ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

09 აპრილი 2020, 03:32

COVID19

კანზასის შტატის კანონმდებლებმა გუბერნატორის განკარგულება გააუქმეს, რომლითაც რელიგიური შეკრებები იზღუდებოდა

კანზასის შტატის კანონმდებლებმა გუბერნატორის განკარგულება გააუქმეს, რომლითაც რელიგიური შეკრებები იზღუდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს. აქამდე შტატის გენერალურმა პროკურორმა დერეკ შმიდტმა განაცხადა, რომ გუბერნატორის განკარგულება შტატის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და სამართალდამცველებს მოუწოდა, არ განახორციელონ აღნიშნული შეზღუდვა.

დონალდ ტრამპი

09 აპრილი 2020, 03:01

COVID19

დონალდ ტრამპი: ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს

ვერ ვიჯერებ, რომ ჯანმოს დირექტორი პოლიტიზებაზე საუბრობს იმის გათვალისწინებით, თუ რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

09 აპრილი 2020, 02:46

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 87 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მაიკ პომპეო

09 აპრილი 2020, 02:27

COVID19

მაიკ პომპეო: ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადავხედავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადახედავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

09 აპრილი 2020, 02:08

COVID19

ენტონი ფაუჩი: პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში ხელის ჩამორთმევა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს.

დიპლომები რობოტები იაპონია

09 აპრილი 2020, 01:19

ტექნოლოგიები

იაპონიაში დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე სტუდენტები რობოტებმა ჩაანაცვლეს. ვიდეო

ტოკიოში, ბიზნესის უნივერსიტეტის (BBT) ცერემონიას სპეციალურ მანტიასა და ქუდში გამოწყობილი რობოტი ესწრება, რომელსაც სახლში მყოფი სტუდენტი აკონტროლებს. სახის ნაცვლად მანქანას პლანშეტი აქვს, რომელზეც მოსწავლის გამოსახულების ტრანსლირება ხდება. რობოტს დიპლომს გადასცემენ (მას დოკუმენტისთვის სპეციალური თარო აქვს), რის შემდეგ ის ლექტორთა ფოტოს იღებს.

ბექა ოდიშარია

09 აპრილი 2020, 01:18

COVID19

ბექა ოდიშარია: ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ჩვენი დიპლომატების მუშაობას ჯეროვნად შევაფასებთ. ქართველი დიპლომატები, სალჩოები, საკონსულოები, რიგითი თანამშრომლები თუ პირველი პირები, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს გახლავთ რეალობა. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პაოლო მალდინი

09 აპრილი 2020, 01:15

COVID19

პაოლო მალდინი და მისი შვილი კორონავირუსისგან განიკურნენ

იტალიური ფეხბურთის და „მილანის” ლეგენდა პაოლო მალდინი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. მალდინისა და მის შვილს, დანიელს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდათ და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, დანიელი საშიში ვირუსისგან რამდენიმე დღეში განიკურნა, პაოლოს კი სახლში რამდენიმე საათში გაწერენ და საქმიანობას დაუბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ sempremilan ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 01:11

ტაბლოიდი

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო გაასამართლეს

ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო, 3 თვით დააპატიმრეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 34 წლის ლერუნ ჰუსეინია, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში შეიპარა და 4 ქირურგიული ნიღაბი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის ჰოსპიტლის სიახლოვეს დააკავეს. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიღბების მოპარვას კლინიკაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგანაც ჰოსპიტალში ისედაც დამცავი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტია.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნების რიგში, ვინც კარგად მომზადებული დახვდა ამ პანდემიას

ვიცე-სპიკერის განცხადებით ხელისუფლება ასევე მუშაობს ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით. „ასევე არის სხვა ამოცანები, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ ნაკლებად დაზიანდეს ეკონომიკა, გვაქვს შესაბამისი გეგმები და პაკეტები, ამაზე მიდის ასევე მუშაობა და ამ ორ გამოწვევას ჩვენ უნდა შევხვდეთ ადეკვატურად. ერთის მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა და მეორეს მხრივ, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

09 აპრილი 2020, 01:05

COVID19

უხანმა კარანტინის დასრულება სინათლის შოუთი აღნიშნეს. ვიდეო

უხანმა კარანტინის დასრულება ქალაქის სინათლის შოუთი აღნიშნა, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა. ჩინეთის მთავრობა მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკუთარ ტელეფონებში სათვალთვალო სისტემას დააყენებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით 3,333 ადამიანი გარდაიცვალა.

09 აპრილი 2020, 01:02

COVID19

StopCoV ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.