imedi /  29 თებერვალი 2020, 00:46 / სანდო წყარო

​პრეზიდენტმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში არქეოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე მხარდასაჭერი ინიციატივით გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საერთაშორისო ვიზიტებისას მისი პირადი კონტაქტების გამოყენებით მოხდეს საქართველოში არქეოლოგიური გათხრებით დაინტერესებული ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, ამას მოვლა და განვითარება სჭირდება. საჭიროა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებსაც მეტი რესურსები და ინტერესი აქვთ საქართველოში არქეოლოგიის მიმართულებით.

„გასული წლის დასაწყისიდან ჩემი პატრონაჟით მუშაობს ქუთაისის პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, პრეზიდენტს არ გააჩნია დარგის მხარდასაჭერი ფინანსური რესურსი, მაგრამ მე მაქვს ბევრი სხვა რესურსი.
ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესი, ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა უცხოეთში და მისი კონტაქტები შეიძლება ერთ-ერთი გზა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მეტი პარტნიორი და მეტი თანამშროლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას, რომ ქართული არქეოლოგიური კვლევები პრეზიდენტის მაღალი რანგის სტუმრების კულტურული პროგრამის ნაწილში შევიდეს.

პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოფა ასევე, ერთი ადგილი ისრაელსა და პალესტინაში ქართული ექსპედიციისათვის.

„ეს იქნება ასევე პრეზიდენტის მხარდაჭერა, უცხოეთში ძალიან მნიშვნელოვანი, ქართული ექსპედიციებისათვის, რადგან ქართული კვალის კვლევა უცხოეთში ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრისას.

პრეზიდენტმა არქეოლოგიის დარგის განვითარებისათვის ქართველი სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ სტუდენტებს უნდა დავუბრუნოთ „არქეოლოგიის გემო“ და მივახვედროთ ისინი, რომ არქეოლოგია არა მხოლოდ ძალიან საინტერესო და მიმზიდველი, არამედ მომავლის პროფესიაცაა.

პრეზიდენტმა არქეოლოგებს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მიმართულებებსა და არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 12:51

რეგიონი

გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.

28 სექტემბერი 2020, 12:38

რეგიონი

კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა მოსავლის რეალიზაციით 204 მლნ ლარი მიიღეს

28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2020, 12:38

საზოგადოება

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას

ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან საყურადღებოა რაც ხდება, ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შეიქმნას ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას

„ბევრი კომპანია მუშაობს ისეთ ვაქცინაზე, რომელიც ე.წ. „შპრიცდოზაში“ იქნება და მას არ სჭირდება არავითარი შპრიცი და ნემსი. როცა მოახლოვდება ის დრო, როცა ვაქცინა დაშვებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, რა თქმა უნდა, იქამდე დიდი ხნით ადრე გვეცოდინება, ეს ვაქცინა ჩამოსხმული იქნება ფლაკონებში, ე.წ. „შპრიცდოზებში“ თუ სხვა და შესაბამისი მარაგი უნდა შეიქმნას“.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის

არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, - ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „აჭარაში ჩვენ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, მთლიანად ჯანდადცვის სისტემამ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უკვე აქტიურად ჩაერთო. კერძოდ, ეს პროცესი უკვე ეტაპობრივად ხორციელდება ქუთაისში, ბათუმში, თუმცა იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში.

ტესტები

28 სექტემბერი 2020, 12:23

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მარაგში ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი აქვს

„ამის წარმოება უკვე საქართველოშიც გახლავთ, ამიტომ კლინიკებს ის რა თქმა უნდა აქვთ და ასევე სტრატეგიულ მარაგში, მაქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს. ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაახლოებით ნახევარი მილიონი PCR-ტესტის მარაგი ამჟამად გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:21

COVID19

ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ

„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული, „დარჩი სახლი“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 12:20

COVID19

ამირან გამყრელიძე: შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორის ყოველდღიურად

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიური შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა მთავარია, რომ ამ ეტაპე სისტემა მას მართავს და ეპიდსიტიაცია რჩება კონტროლირებადი. „შემთხვევათა რაოდენობა იქნება ჯერჯერობით დაახლოებით 200-400 და 500-ს შორისაც შეიძლება, მაგრამ 72% ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ მთელი ყურადღება მიმართულია აჭარისკენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 სექტემბერი 2020, 12:15

თემა

ვის მოსწონს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და ვის - არა? დასრულდა თუ არა საოფისე ეკონომიკის ეპოქა?

ახალმა კორონავირუსმა საოფისე ეკონომიკაში რევოლუცია მოახდინა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი მუშაობს სახლიდან, არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არც კაფეებში სადილობს. ამ თემაზე ბევრს კამათობენ. ზოგს ხმაურიანი ბიზნესცენტრები, პირადი კონტაქტები და საქმიანი სადილები ენატრება. სხვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და კოლეგებთან შეხვედრის გახსენებაზე ცივი ოფლი ასხამთ. ნაწილი კი დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებშიც კი ცოცხალ კონტაქტებს ეფექტიანად ინარჩუნებს. თუ როგორ დასრულდება საოფისე ეკონომიკის ისტორიაში უდიდესი ექსპერიმენტი, მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა სანამ ეს მოხდება, BBC ოფისებში დაბრუნების მომხრეებისა და მათი ოპონენტების ძირითად არგუმენტებს გვაცნობს.

28 სექტემბერი 2020, 12:10

თავდაცვა

თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციითლ, დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

რა შემთხვევაში ჩაითვლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად - ჯანდაცვის სამინისტრო გაიდლაინს ცვლის

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე“, - განაცხადა გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდა აჭარისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 12:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არა მგონია, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდეს, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მეგობრულ გადაცემას ექნება ადგილი.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: დღეისთვის ბინაზე 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს

დღეისთვის ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში ბინაზე 600 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: 27 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 775 საწოლია თავისუფალი

„დანარჩენი საწოლები დაკავებულია ნაწილი კოვიდპაციენტების მიერ და ნაწილი მათზე, ვინც შეფასების ეტაპზე იმყოფება, უფრო მეტი დატვირთვა არის აჭარაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

აჭარის გარდა, საქართველოს ყველა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში 19 ოქტომბრიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდება

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტოებში ანაახლებენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ, თუმცა ეს არ ეხება აჭარას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ, ეს სრულად უზრუნველყოფილი იქნება.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 11:56

COVID19

თამარ გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხდა გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 11:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 159 573-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 385-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.