imedi /  29 თებერვალი 2020, 12:22 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მიხეილ ჩხენკელი ჰუბერტ ქნირში

მიხეილ ჩხენკელი
ჰუბერტ ქნირში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მიხაელ ფაბრი და საელჩოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსი დანიელ ჰაასი.

მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშს მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. მის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი წამყვანი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ამგვარი ინტერნაციონალური მიდგომის შედეგად უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევები განხორციელდება. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობს „გერმანიის სიმსივნის კვლევით ცენტრთან“ და მათთან ერთად სამომავლოდ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაც იგეგმება.

შეხვედრისას მინისტრმა საქართველოს უმაღლეს და სამეცნიერო დაწესებულებებსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი პროექტები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა გერმანიის მხარის ჩართულობაზე პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), რომლის ხელშეწყობითაც ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელი დაინერგა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გერმანული მხარე აქტიურად ჩაერთვება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესიული კოლეჯის განვითარების პროცესში, სხვადასხვა აგრარული პროგრამის დანერგვისა და განხორციელების გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს გერმანული ენის სწავლების გაძლიერების აუცილებლობას განათლების ყველა საფეხურზე, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოსთან თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 20:38

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების გამო, სომეხი ერის არსებობა საფრთხის ქვეშ დგას

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების გამო, სომეხი ერის არსებობა საფრთხის ქვეშ დგას.

29 სექტემბერი 2020, 20:31

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ გავატარეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ გავატარეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას.

მმართველობის რეიტინგი

29 სექტემბერი 2020, 20:31

საზოგადოება

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ლიდერია

მთავრობის ეფექტიანობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 36 ქვეყანას გაუსწრო, ევროპაში კი 23-ს. კანონის უზენაესობით კი დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ შვიდ სახელმწიფოზე კარგი შედეგი აჩვენა.

ზუგდიდი დაპირისპირება

29 სექტემბერი 2020, 20:27

რეგიონი

ზუგდიდის #67-ე საარჩევნო საოლქო კომისიის წევრები „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

ზუგდიდის #67-ე საარჩევნო საოლქო კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კომისიის წევრებს პარტიის წარმომადგენლები მუშაობაში ხელს უშლიან.

ხანზარი ახვლედიანის ქუჩაზე

29 სექტემბერი 2020, 20:19

საზოგადოება

ახვლედიანის ქუჩაზე, რესტორნის სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე, არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იყო ხანძარი და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

29 სექტემბერი 2020, 20:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 7 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

არქიმანდრიტი კირიონი

29 სექტემბერი 2020, 20:08

სამართალი

პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოიკითხა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე, არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) გამოიკითხა.„მე მგონი, ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ჟურნალისტებთან, გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

გიორგი გახარია ულვა იოჰანსონი

29 სექტემბერი 2020, 20:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროკომისარ იოჰანსონთან შეხვედრაზე: საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მარსი

29 სექტემბერი 2020, 20:00

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მარსის ზედაპირის ქვეშ ტბების სისტემა აღმოაჩინეს

ახალ ნამუშევარში კი იტალიელმა სპეციალისტებმა 2010-2019 წლებში გაკეთებული 134 დაკვირვება გამოიყენეს. მათ 2018 წელს აღმოჩენილი ტბის არსებობა დაადასტურეს და კიდევ 3 ახალი ტბა იპოვეს.

29 სექტემბერი 2020, 19:57

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 24 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა

29 სექტემბერი 2020, 19:55

სამართალი

პროკურატურაში უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

29 სექტემბერი 2020, 19:43

სამართალი

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში ხანძარია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სამსახურის ცნობით, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 19:40

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი და არცახი აზერბაიჯანს ადეკვატურ სამხედრო და პოლიტიკურ პასუხს გასცემენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სომხეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიას აფართოებს.

სამხედროები

29 სექტემბერი 2020, 19:36

საზოგადოება

პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

კორონავირუსი საქართველო

29 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

საქართველოში 36-ე გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული 79 წლის კაცია

79 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 სექტემბერს შეიყვანეს დიაგნოზით: COVID-19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 19:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მავნებლობების ძირითად მიმართულებათა შორისაა კრიმინოგენური ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება

„ესაა რეალობა და ციფრები, რომლის მიღმა არაერთი ადამიანური ტრაგედიაა. თავად ამ თემით მანიპულირება არის უზნეობა, ან რა ზნეობა შეიძლება მოითხოვო ამ ხალხისაგან, რომლებიც სისხლის მოლოდინში ცხოვრობენ თავის მედიასაშუალებებთან ერთად“, - წერს ვოლსკი.

29 სექტემბერი 2020, 19:15

მსოფლიო

თურქეთი სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშეს ჩამოგდებას უარყოფს

თურქეთი უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების მოიერიშე ჩამოაგდო.

29 სექტემბერი 2020, 19:14

საზოგადოება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები შენდება

ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება.

ბელარუსი ატომური ელექტროსადგური

29 სექტემბერი 2020, 19:01

მსოფლიო

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გამო ლიეტუვა მოსახლეობას იოდის აბებს დაურიგებს

ბელარუსში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გამო ლიეტუვა მოსახლეობას იოდის აბებსდაურიგებს. გამოცემა LRT-ს ცნობით, ვილნიუსისა და კიდევ 16 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას იოდის აბები ოქტომბრიდან დაურიგდება.

გენადი არველაძე

29 სექტემბერი 2020, 18:58

ეკონომიკა

გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.