2-დან 16 მარტამდე არდადეგები თბილისის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა

ფოტო: Shutterstock.com
2-დან 16 მარტამდე არდადეგები თბილისის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სკოლების მსგავსად, ბაგა-ბაღებში პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, საბავშვო ბაღებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველდღიურად ტარდება დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები.
მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განმარტებით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები.
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე

22 ივნისი 2025, 00:11
მსოფლიო
ჟანდარმერიის ყაზარმაზე ფეიერვერკის სროლის გამო, საფრანგეთის სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთი წელი მიუსაჯა, 6 თვის საპატიმრო სასჯელით
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდა სასამართლოს წინაშე ბლანშ-ფლერის რაიონში მდებარე ყაზარმებზე 13 და 14 ივნისს, ფეიერვერკის სროლის გამო სამ არასრულწლოვანთან ერთად წარდგა. სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთწლიანი პატიმრობა, მათ შორის ექვსი თვით საპატიმრო ღონისძიება, ექვსი თვე კი პირობითი შეუფარდა „ადამიანებისთვის საშიში საშუალებებით მიყენებული ზიანისთვის [...]“ და „ჟანდარმერიის თანამშრომლის მიმართ ძალადობისთვის“.

21 ივნისი 2025, 23:30
რეგიონი
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნა - სტუმრებს საფესტივალო სივრცეში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი სივრცეები დახვდებათ
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

21 ივნისი 2025, 23:23
საზოგადოება
სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს
საქართველოს საპატრიარქო გაფართოებული სონოდალური კომისიის დასკვნას აქვეყნებს.

21 ივნისი 2025, 22:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე: ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას
დღეს წარმატებულ აგენტებს სულ უფრო ხშირად არა ადამიანები წარმოადგენენ, არამედ ე.წ. „პრედიქტიული“ მოდელები, რომლებიც გამოიყენებენ ისტორიულ მონაცემებს ქცევისა და შედეგების სამომავლო პროგნოზირებისთვის. საქართველოს მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს, რა ფატალურ შეცდომებს უშვებენ „ადამიანი-აგენტები“, რომლებიც ჩვენს დასამარცხებლად საქართველოს შესწავლის ისტორიულ ასპექტებს უგულებელყოფენ. ამიტომ, ჩვენნაირი „კერკეტი კაკლებისთვის“ ძალაუფლების განხორციელება, სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმარების ველიდან − ისტორიული და მენტალური მონაცემების მოდულაციისა და ტრანსფორმაციის სფეროში გადადის.

21 ივნისი 2025, 20:49
კულტურა
ახალი თაობის მადლიერება „ძველ, დიდ ბიჭებს“ - „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი ფილარმონიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
20 წლის წინ „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ „უნივერსიტეტს“ ლეგენდარული „ქართული ხმების“ სახელი გადასცა.

21 ივნისი 2025, 20:40
სპორტი
ძიუდოში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს - ქართველების ტრიუმფი ტატამზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტში, რომელშიც წესებს იაპონია ადგენს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიაში პირველად პლანეტის პირველობაზე გუნდური ოქრო მოიპოვეს და სწორედ იაპონიის 8-წლიანი ჰეგემონია დაასრულეს.

21 ივნისი 2025, 20:35
რეგიონი
როგორი იქნება ზაფხული აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ზაფხული იწყება აქ“ - ეს არის აჭარის 2025 წლის ტურისტული სეზონის მთავარი სლოგანი - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სეზონის სტარტი დღეს იყო, ბათუმი და სხვა კურორტები დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის.

21 ივნისი 2025, 20:32
პოლიტიკა
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

21 ივნისი 2025, 20:26
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია - როგორ მიმდინარეობს მზადება ტურისტულად აქტიურ სვანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია. რეზი სოხაძე მესტიასა და სხვადასხვა რაიონში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო. ისტორიულ-კულტურული ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები და სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაცია - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის სამუშაო პროცესითაც მინისტრი დაინტერესდა.

21 ივნისი 2025, 20:24
პოლიტიკა
ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია - გადაწყვეტილებაში მათ მხარს ოპოზიციის ნაწილი უბამს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია.

21 ივნისი 2025, 20:18
პოლიტიკა
როგორია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რეაგირება - საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამერიკული და ევროპული პრაქტიკა იდენტურ ფაქტებზე სასჯელის სახით ან ფულად ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ პრაქტიკაზე, როცა მათთვის სასარგებლო არ არის, არ საუბრობს.

21 ივნისი 2025, 20:16
რეგიონი
რევაზ სოხაძე: მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ
„მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, მესტიის ისტორიული ზონის რეაბილიტაცია და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც აუცილებელია ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის და მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდი-მესტიის გზის რეაბილიტაციისთვის, თუმცა არის გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც ათწლეულებია არსებობს, შევეცდებით, რომ სწორი საინჟინრო გადაწყვეტები მოვნახოთ მათ გადასაჭრელად”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

21 ივნისი 2025, 20:09
სამართალი
წილები ენერგოკომპანიებში და თანამდებობაზე განწესების შემდეგ მილიონობით გაზრდილი შემოსავალი - კიდევ რას ედავება გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალურმა პროკურატურამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

21 ივნისი 2025, 19:43
სპორტი
ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიანი დისტანცია 39,965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.

21 ივნისი 2025, 19:03
სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

21 ივნისი 2025, 19:00
მსოფლიო
Dailymail: სკოლა ლონდონში, სადაც ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს
ლონდონის „ისთ ენდის“ რაიონში მდებარეობს „კობი ნაზრულის“ საჯარო სკოლა, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში, სადაც არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, - წერს გამოცემა Dailymail.

21 ივნისი 2025, 18:55
სამართალი
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.

21 ივნისი 2025, 18:35
პოლიტიკა
შოთა თხელიძე: რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება
რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის ამ შემთხვევაში უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

21 ივნისი 2025, 18:23
პოლიტიკა
ქადაგიშვილი გახარიას პარტიაზე: იმის გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი პარტიული სია მოქმედია, ალბათობა იმისა, რომ ამ სიიდან სხვა 12 პირი შემოვიდეს პარლამენტში, ძალიან მაღალია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნებამდე, გახარიას გუნდის წევრები, სიის მომდევნო 12 ნომერი საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

21 ივნისი 2025, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია?!
დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს რომ ულოცავს და ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია და მე რომ ამას ვამბობ, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.