imedi /  20 მარტი 2020, 16:34 / სანდო წყარო

გიგა ბოკერია: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს. ამით ბოკერია პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური განხილვები ჩერდება.

„საგანგებო ზომები უკვე ძალაშია, უნდა გვესმოდეს ყველას. თუ გახდება საჭირო საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმის შემოღება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს შემოღებული. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ ორივე ამოცანის გადაჭრა, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან, თუნდაც საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმი იყოს გამოცხადებული. ეს ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, როცა საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას, კერძოდ რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს, ამას თუ იტყვიან, მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ყველა სიახლე

ალან მერილი

30 მარტი 2020, 13:48

COVID19

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ალან მერილის შვილის, ლაურას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებამდე ის ჯანმრთელი იყო და რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა შოუშიც გამოდიოდა.

30 მარტი 2020, 13:48

COVID19

კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ

დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. ისინი ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

დიმიტრი ხუნდაძე

30 მარტი 2020, 13:45

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს ამ პროცესს და შესაძლოა ეს მცირე ნაწილი იმ დიდი პასუხისმგებლიანი ნაწილისთვის აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი რეალური და მასშტაბური გახდეს.

გიორგი მიქაუტაძე

30 მარტი 2020, 13:44

COVID19

გიორგი მიქაუტაძე: ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა

სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს - მზად ვართ მისი მართვისთვის.

ზაურ დარგალი

30 მარტი 2020, 13:37

COVID19

ზაურ დარგალი მარნეულის მერიასთან შეკრებილებს: გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ იტალიის მერები ითხოვდნენ

გთხოვთ ისე, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში, - ასე მიმართა მოსახლეობას მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა. „ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება. ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის, სიები შედგენილია, მოვალთ ყველა ყველა ოჯახში, თქვენ კი სახლში დარჩით“, - განაცხადა მერმა. მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

30 მარტი 2020, 13:34

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა. როგორც ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 302 შემთხვევა დაფიქსირდა. „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირების 1836 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის 71 რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი - 66. ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ეპიდემიის პერიოდში კი სულ 9 ადამიანი“, - განაცხადეს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

30 მარტი 2020, 13:32

სამართალი

ZDNet: ჰაკერებმა 5 მილიონამდე ქართველი ამომრჩევლის მონაცემები ინტერნეტში გამოაქვეყნეს

ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ZDNet-ი წერს. საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები. ეს ფაქტი მონაცემთა ბაზის მონიტორინგისა და პრევენციის სამსახურმა Under the Breach-მა აღმოაჩინა და ZDNet-ს შეატყობინა.

ჩინეთი ავარია

30 მარტი 2020, 13:29

ტაბლოიდი

ჩინეთში მამამ შვილი ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. ვიდეო

ჩინეთის ქალაქ ცზინჰუაში მამამ შვილი ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის ქვეშ მოყოლას გადაარჩინა. გარე სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები YouTube-ზე გამოქვეყნდა.

30 მარტი 2020, 13:21

რეგიონი

შუახევის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სურსათი მიუტანეს

შუახევის სოფლებში, მაღალ რისკ ჯგუფში შემავალ პირებს სასურსათო კალათა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ მიუტანეს. სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 775 მოქალაქეს გადაეცემა. დარიგების პროცესს ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა ჯგუფები, რათა უსაფრთხოების წესები დაცული იყოს.

30 მარტი 2020, 13:19

COVID19

,,გორმედის“ კლინიკაში მყოფ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

,,გორმედის“ ქსელის გორის კლინიკიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილ ერთ საეჭვო შემთხვევაზე, ნიმუში, ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.

30 მარტი 2020, 13:18

COVID19

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას, საავადმყოფოებში უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ქლოროქსინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაუშვა. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო აღნიშნული პრეპარატების გამოყენებას საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მკურნალობისთვის.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 13:14

COVID19

აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში გადაყვანილ პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს

„განყოფილებაში აჟამად მოთავსებულია სამი პაციენტი, მათგან ერთი კორონავირუსის დადასტურებეული შემთხვევაა, რომლის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი კი დაკვირვების ქვეშაა და მის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია. შემოყვანილია აფხაზეთიდან. აქვს ცხელება, ხველა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

დარღვევა ჯარიმა

30 მარტი 2020, 13:10

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

30 მარტი 2020, 13:01

სამართალი

სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

30 მარტი 2020, 12:54

COVID19

კორონავირუსის გამო 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის

კორონავირუსის გამო მსოფლიოში მილიარდნახევარზე მეტი ადამიანი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ამის შესახებ იუნესკო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 160-ზე მეტმა ქვეყანამ სრულად, 24-მა ქვეყანამ კი ნაწილობრივ შეაჩერა. ჯამში გადაწყვეტილება მოსწავლეთა და სტუდენტთა 87%-ს შეეხო.

ნავთობის ფასი

30 მარტი 2020, 12:52

ეკონომიკა

ნავთობის ფასი ისევ დაეცა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ BBC წერს. Brent-ის მარკის საწვავის ღირებულებამ ბოლო 24 დღის განმავლობაში 7,9 დოლარით დაიკლო და ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 23,03 დოლარით განისაზღვრა. 20 დოლარამდე დაეცა WTI-ის მარკის საწვავის ღირებულებაც.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 12:51

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: საველე ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა მოქალაქის პასუხი უარყოფითია

ჰოსპიტალში ვინც იმყოფებოდა და დასკვნებს ველოდით, ყველასთან პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს, გუშინდელი მომართვიანობიდან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი, 7 პაციენტთან რამდენიმე ხანში თბილისიდან პასუხს ველოდებით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

30 მარტი 2020, 12:47

COVID19

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე ადამიანმა დატოვა

აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე პირმა დატოვა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი გავიდა, შესაბამისად, ჯანმრთელი ადამიანები სახლებს დაუბრუნდნენ. ამ დროისთვის კარანტინში რჩება 2000-მდე მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 200-მდე პირია. აჭარაში სულ 12 საკარანტინო სივრცეა შექმნილი.

30 მარტი 2020, 12:42

COVID19

ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი: ონკოპაციენტები განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არიან, თუ ყველა წესს იცავენ

ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი არანაირი განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არის, თუ ის კონტროლის ქვეშაა და იცავს ყველა წესს, რაც ზოგადადაა გაცემული, - ამის შესახებ ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, რემა ღვამიჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე არც ერთი ადამიანისთვის კორონავირუსის დიაგნოზი არ დაუსვამთ.

30 მარტი 2020, 12:41

COVID19

კახეთში არსებული ღვინის ქარხნები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებებისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კახეთში არსებული ღვინის ქარხნები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი „თელავის ღვინის მარანს" ესტუმრნენ.