imedi /  23 მარტი 2020, 19:18 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ის ადამიანები ვინც განცხადებებს აკეთებენ, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, არიან პოლიტიკური ფარისევლები

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ოპონენტების მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და უპასუხა მათ კითხვებს თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირში არის იმ თანამდებობის პირებთან და იმ პოლიტიკურ ლიდერებთან ვინც ჩართული ვართ კორონავრუსის წინააღმდეგ ძალისხმევის ორგანიზებაში. ის არის ერთ-ერთი ადამიანი ვინც ყოველდღიურად თავის ყურადღებას და ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გაიაროს ამ გამოწვევის და ამ პრობლემის საპასუხოდ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაეცეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ, რომ სად არის ბიძინა ივანიშვილი. „ ასეთ დროს - პირდაპირ გეტყვით - არიან პოლიტიკური ფარისევლები; ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ამბობდა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში და მართვაშიო. ახლა ამბობენ რატომ არ არის ჩართული მართვაშიო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ისინი, ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სვამს კითხვებს, ის ხალხია, ვინც ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდა და „ქართული ოცნების დამფუძნებელს“ აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე და მანამდე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ლეგიტიმურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში.

„ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ახლა, როდესაც ქვეყანა არის კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და მოქალაქეები სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ელიან რეაგირებას. ამ ვითარებაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ ის რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა გაკეთებულია - სახეომწიფოს აქვს გამართული მენეჯმენტი და ყველა აკეთებს თავის საქმეს. ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც არიან აპოლოგეტები წინა მთავრობის და მართვის სტილის, სადაც ყურძენს კრეფდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო მთავარი პროკურორი აშენებდა შენობებს და საბოლოო ჯამში, არცერთ მინისტრს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი უწყების მიღწევებზე ელაპარაკა, თუ ამას პრეზიდენტი სააკაშვილი არ გააკეთებდა. ჩვენ ასეთი სახელმწიფო არ ავირჩიეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 10:06

საზოგადოება

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59

მსოფლიო

ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51

მსოფლიო

პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.

05 დეკემბერი 2023, 09:37

რეგიონი

„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე პროექტს ზუგდიდის მერი საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო. „მწვანე ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

მეთიუ მილერი

05 დეკემბერი 2023, 09:24

LIVE ისრაელი

აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს

შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ისრაელის მმართველობასთან უწყვეტ მოლაპარაკებას მართავს.

05 დეკემბერი 2023, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2023, 08:55

მსოფლიო

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

გამოცემა იუწყება, რომ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრება. ვიდეოკონფერენცია სენატში უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შედგება.

05 დეკემბერი 2023, 08:44

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 08:25

მსოფლიო

დიდთოვლობამ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს პრობლემები შეუქმნა

უხვი თოვლის გამო გამოწვეულ კრიზისს უმკლავდება ინგლისის სამხრეთით, კამბრიის რაიონიც. ავდარმა იქ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოყინულია გზები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. სკოლები დაიხურა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. იქ განგაშის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.

05 დეკემბერი 2023, 08:10

რეგიონი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო

მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ცხოველებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა.

05 დეკემბერი 2023, 08:00

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-60 დღეს

გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელებისთვის გასახიზნი ადგილი აღარ დარჩა. სექტორში უსაფრთხო ადგილი აღარ არის. საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად ყველგან მიმდინარეობს.

რუსტემ უმეროვი იენს სტოლტენბერგი

05 დეკემბერი 2023, 02:16

მსოფლიო

სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის მინისტრს: მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ორშაბათს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკ სალივანი

05 დეკემბერი 2023, 02:06

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს.

ჯეიკ სალივანი

05 დეკემბერი 2023, 01:51

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი კონგრესს: უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ მიცემული ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციების გასაუმჯობესებლად მიცემული ხმაა.

05 დეკემბერი 2023, 01:29

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ყოფილ ელჩს ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

ბოლივიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ვიქტორ მანუელ როჩას, ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2023, 01:00

LIVE ისრაელი

გაეროს გენერალური მდივანი: ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 00:35

საზოგადოება

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს არსენ გვენეტაძე გამოეთიშა

მეგა-პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე გამოეთიშა.

05 დეკემბერი 2023, 00:27

მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა დღეს განაგრძეს შეტევა რამდენიმე მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა სცადეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს განაგრძეს შეტევა რამდენიმე მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა სცადეს, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

ოთარ ანგურიძე

05 დეკემბერი 2023, 00:15

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მედეგია, ყოველმხრივ უმჯობესდება, რაც საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაში ვლინდება

ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მედეგია, განიცდის ყოველმხრივ გაუმჯობესებას და ზრდას, რაც საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაში ვლინდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

04 დეკემბერი 2023, 23:53

მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით

უკრაინამ ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.