imedi /  15 აპრილი 2020, 16:11 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: უკიდურესად საგანგაშოა ვითარება ცხინვალში, ადამიანებს სჭირდებათ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

„უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით 4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს.

„იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და საუბედუროდ უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება აი ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა.

4 სექტემბრიდან - ეს ის თარიღია, როდესაც ახალგორის მიმართულებაზე ფაქტობრივად ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აი ამ რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა, ფაქტობრივად არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა.

დღესაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერს თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია და ასევე მოვუწოდოთ ყველა დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც აი ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს, მიეცეთ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების.

თქვენ იცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, უფასო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ემსახურება და ძალიან ბევრი სიცოცხლე იქნა შენარჩუნებული და ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა გადარჩენილი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 11:00

რეგიონი

ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ალესანდრა გალონი

13 აპრილი 2021, 10:57

მსოფლიო

პირველად Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში მთავარ რედაქტორად ქალი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ალესანდრა გალონი ახალ მთავარ რედაქტორად დაასახელა. ალესანდრა გალონი Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

13 აპრილი 2021, 10:54

თავდაცვა

მეორე განახლებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის სუ-25-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა.

13 აპრილი 2021, 10:51

რეგიონი

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ მიიღო და საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

13 აპრილი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 756 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

13 აპრილი 2021, 10:44

რეგიონი

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოს მონაკვეთთან, მეწყერი ჩამოწვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზა ცალმხრივად აღდგენილია და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

13 აპრილი 2021, 10:41

რეგიონი

ზემო იმერეთი და რაჭა ერთმანეთს ახალი, უმოკლესი გზით დაუკავშირდება

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

13 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე თეატრის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებზეც შედგა საუბარი და გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში თეატრის ხელმძღვანელობა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე საკუთარ ხედვას წარუდგენს მინისტრს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

13 აპრილი 2021, 10:35

კულტურა

თეა წულუკიანი თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძვანელობასთან გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 738 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 866 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 738 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გოგი მეშველიანი

13 აპრილი 2021, 10:28

საზოგადოება

გოგი მეშველიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს . მილოცვის ტექსტი მაჟორიტარის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

13 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 161 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 161 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 879 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:24

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 10:23

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით უკანონოდ მოიპოვებდნენ.

13 აპრილი 2021, 10:15

პოლიტიკა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი: 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 10:10

ეკონომიკა

ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო „ანაბეჭდი“ დაათვალიერა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო, ადგილობრივი წარმოება 45 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ კიდევ აპირებს წარმოების გაზრდას - ამ ეტაპზე ,,ანაბეჭდი“ წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.

13 აპრილი 2021, 10:08

ეკონომიკა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

„სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 09:50

COVID19

ვირუსის თავიდან ასაცილებლად, განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი გაძლიერდა

N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცულები.