imedi /  20 აპრილი 2020, 20:21 / სანდო წყარო

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობზე ფასი $11-მდე შემცირდა

CNBC ცნობით, ასეთი დაბალი ფასი ნავთობზე 1986 წლის აპრილის შემდეგ არ ყოფილა.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობზე ფასის ვარდნა პანდემიის გამო მასზე მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას უკავშირდება, ამიტომ ინდუსტრია ნავთობის მიმწოდებლებისგან წარმოების შემცირებას ითხოვს.

2020 წლის აპრილის დასაწყისში OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოების 10%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. BBC-ის ცნობით, ამ დოზით ნავთობის მოპოვება არასდროს შეუმცირებიათ.

Forbes-ის თანახმად, შესაძლოა, რომ უახლოეს პერიოდში ფასი $10-მდეც კი დაეცეს.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში

„თითოეული ჩვენთაგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი, დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2021, 17:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

ამირან გამყრელიძე

15 აპრილი 2021, 17:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიკური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება.

15 აპრილი 2021, 17:13

მსოფლიო

ნატო: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 16:58

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

15 აპრილი 2021, 16:56

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელშიც ასევე იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

15 აპრილი 2021, 16:52

სპორტი

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თასის ფინალში ბერიძეს შესაძლოა ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში, რადგან მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს „მტკ“-სა და „ფეჰერვარს“ შორის თამაშში გაირკვევა.

თორნიკე შენგელია

15 აპრილი 2021, 16:37

სპორტი

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ცსკა“-მ, საბერძნეთის „პანათინაიკოსი“ 93:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

15 აპრილი 2021, 16:35

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

15 აპრილი 2021, 16:32

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ერთ-ერთი ტელეკომპანია დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2,500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“, რომელშიც მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2021, 16:25

პოლიტიკა

ზელენსკი: უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის მიღების კონკრეტული შეთავაზებების დრო დადგა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

15 აპრილი 2021, 16:17

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 400 000 აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.

სოსო ფრუიძე

15 აპრილი 2021, 16:08

სპორტი

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უჩა სოსიაშვილი სოსო ფრუიძემ შეცვალა. კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, დღეს საღამოს კი გამოცდილმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პირველად ავარჯიშა. ფრუიძისთვის წყალტუბოს გუნდი უცხო არ არის - 1994-1996 წლებში, კარიერის საწყის ეტაპზე ის „სამგურალს“ ამზადებდა, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი „ჩიხურაში“ ჰქონდა, სადაც 12 წელი მუშაობდა და დავით ყიფიანის სახელობის თასთან ერთად, ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.

15 აპრილი 2021, 16:04

საზოგადოება

პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

„ათასწლეულის ფონდი“ პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო „ათასწლეულის ფონდის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი „გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია“.

15 აპრილი 2021, 15:58

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

დიმიტრი პესკოვი

15 აპრილი 2021, 15:32

მსოფლიო

კრემლში აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკანონოდ მიიჩნევენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის სასანქციო მისწრაფებებს გმობს და შესაძლო სანქციებს ნაცვალგების პრინციპით უპასუხებს.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2021, 15:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილს თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვებით რეიტინგთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გაეცემა

„პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა და მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღო. ეს არის პარტიის ერთობლივი გამარჯვება. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მისი პარტიის ცალკეული წევრი ან სიის წევრი იყო განმსაზღვრელი, მაშინ მათ აქვთ ყველანაირი ბერკეტი, განსაკუთრებით, მაჟორიტარ დეპუტატებს, თავიანთი პრეტენზია დაამტკიცონ. საკითხს ასე თუ დასვამენ, მარტივად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ეს რეიტინგი იყო განმსაზღვრელი. მათ ადგილას არ ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელი იყო გიორგი გახარიას დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე, რადგან ეს არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ წლებია, საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სხვადასხვა ლიდერი ჰყავდა, დღესაც ბევრი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. პარტიის ღირებულება სწორედ ეს არის. ვინც ამას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს, მაშინ საკუთარი პრეტენზიის ვალიდობა უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 აპრილი 2021, 15:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

ვარლამ გოლეთიანი

15 აპრილი 2021, 15:23

რეგიონი

ვარლამ გოლეთიანი: თუ სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს აქ დაუპირისპირდება, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები მათ გავემიჯნებით

თუკი სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს აქ დაუპირისპირდება და მათ შორის, პოლიციასთან დაპირისპირებაში შევა, ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, სხვა ადგილზე გადავინაცვლებთ, - ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

15 აპრილი 2021, 15:11

საზოგადოება

გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პროკურატურა იუწყება, შეხვედრას, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა, ასევე, ა(ა)იპ „იურიდიული კვლევის ცენტრის“, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“, Elsa Georgia (ელსა საქართველო)-ს, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ და „ენკომი, საგანმანათლებლო პლატფორმის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.