imedi /  22 აპრილი 2020, 16:29 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებზსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით იღებს „ქართული ოცნების“ გუნდი

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პლენარულ სხდომაზე შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

„ჩვენი ოპონენტები ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები COVID- 19-ის წინააღმდეგ წარმოაჩინონ ნეგატიურად, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, და ეს დინამიკა არ წყდება, აღნიშნავენ ქართული ხელისუფლების წარმატებულ ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ. თუმცა არსებული ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით მიიღო და იღებს „ქართული ოცნების“ გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა გაიხსენა გაეროს გენერალური მდივნის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მდივნის მხარდამჭერი განცხადებები და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ეს არის უფრო სარწმუნო და სანდო განცხადებები და შეფასებები, ვიდრე ოპოზიის ზოგიერთი წარმომადგენლის, იმიტომ, რომ ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს გულშემატკივრობენ და არა რომელიმე პარტიის.

რატი იონათამიშვილმა ისაუბრა ასევე ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ოპონენტებს აქვთ გარკვეული შიში, რომ ხელისუფლება აღნიშნული გეგმით შექმნის მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ გარანტიებს. ფრაქციის ლიდერი თავის გამოსვლაში ასევე გამოეხმაურა ოპოზიცის რეაქციებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში ასმილიონიან შენატანთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, რომელზეც გაუთავებლად გვესმის ჩვენი ოპონენტების კრიტიკა. მე მგონია, რომ თქვენ ძალიან გეშინიათ ამ გეგმის. იმიტომ, რომ თქვენ გაგიცრუვდათ ის მოლოდინი, რომელიც გქონდათ პანდემიის საფრთხიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს ამ კრიზისს და ახლა რომ ვხედავთ იმას, რომ პირიქით მოხდა, ახლა გეშინიათ უფრო მეტად, რომ ანტიკრიზისული გეგმით უფრო მეტად არ მოხდეს ის, რასაც ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური გარანტიების შექმნა ჰქვია.

ასევე მინდა შევეხო ისტერიკას და არაადეკვატურ რეაქციებს, რომელიც იყო მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ასმილიონიანი მხარდაჭერა, არის მიჩნეული როგორც ერთერთი მსხვილი დონორი, საერთაშორისო დონის და არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თქვენ გეყოთ უტიფრობა და ეს მხარდაჭერაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეთ. ძალიან არაჯანსაღად მიუდექით საკითხს მაშინ, როდესაც დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის ისეთი უნიკალური დაზღვევა, რომლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამოწვევები და საჭიროებები არსებობს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2020, 20:29

COVID19

2 ივნისიდან საფრანგეთში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში 2 ივნისიდან ქვეყანაში რესტორნები და კაფეები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.

28 მაისი 2020, 20:22

სამართალი

თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

28 მაისი 2020, 20:13

პოლიტიკა

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 12% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. 12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა - ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2020, 20:12

COVID19

დონალდ ტრამპი: მთელ მსოფლიოში კორონავირუსი დადის - ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსს ჩინეთიდან მიღებული საჩუქარი უწოდა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 20:07

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო

მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთან სიტუაცია შედარებით რომ მშვიდდება, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:51

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ დახმარება - ჩვენ მზად ვართ

თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება - ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით - ჩვენ მზად ვარ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

28 მაისი 2020, 19:47

მსოფლიო

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 2.1 მილიონმა ადამიანმა შეავსო

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა 2.1 მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ლუგარის ლაბორატორია

28 მაისი 2020, 19:38

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია

„ლუგარის ლაბორატორია არის ჩვენი ქვეყნისთვის განძი, ძალიან მნიშვნელოვანი განძი. ოღონდ შენობა და აპარატურა არ არის განძი. ის ადამიანები არიან, ვინც იქ მუშაობენ - მაღალკვალიფიციური მაღალი დონის მეცნიერები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:33

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე: დიახ, ამერიკა არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი

„დიახ ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს აუშენეს და გაუკეთეს უზარმაზარი ეს სისტემა. ჩვენ მადლობელი ვართ და მოდით, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მარკ მილი

28 მაისი 2020, 19:29

COVID19

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია იმაში, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება.

თეა გვარამაძე

28 მაისი 2020, 19:24

საზოგადოება

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისვთის სერვისის მიწოდება 1-ლი ივლისიდან განახლდება

ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად რეკომენდაციებზე მუშაობას აგრძელებს, რომელიც დღის ცენტრებმა გახსნის შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სერვისპროვაიდერებს რეკომენდაციების პირველადი ვერსია უკვე გააცნეს.

28 მაისი 2020, 19:17

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

სალომე ზურაბიშვილი

28 მაისი 2020, 19:14

COVID19

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც COVID19 -ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.

28 მაისი 2020, 19:11

COVID19

ჯანმო: საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად

საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე.

28 მაისი 2020, 19:11

COVID19

პაატა იმნაძის განმარტებით, კონდიცირების სისტემას თვითმფრინავში ჰეპაფილტრები აქვს, რომელიც ვირუსებს აკავებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელის მოადგილემ განმარტა, კორონავირუსის გავრცელების რისკის ფონზე, რატომ არის უსაფრთხო კონდიცირების სისტემის გამოყენება თვითმფრინავებში. პაატა იმნაძის თქმით, კონდიცირების სისტემას ამ შემთხვევაში ჰეპაფილტრები აქვს, რომელიც ვირუსებს აკავებს.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:08

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს: მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს

კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკოს ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის, საგარეო უწყებისა და რუსეთის დუმის დეპუტატის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების ყველაზე დონეზე დაშვებასთან დაკავშირებით.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 19:05

საზოგადოება

ხათუნა ზახაშვილი: უნდა გადავლახოთ ბარიერი, როდესაც გვრცხვენოდა და გვეუხერხულებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა

„სანქციები ყოველთვის არ არის აუცილებელი. ვსწავლობთ თანაცხოვრებას ვირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში გახდება ჩვენი თანამგზავრი“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

28 მაისი 2020, 19:01

კულტურა

იტალიაში ვენახის ქვეშ უძველესი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოები

ჩრდილოეთ იტალიაში, ნეგრარში მდებარე ერთ-ერთი ვენახის ქვეშ რომის იმპერიის პერიოდის, იდეალურად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოებზე, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, კარგად ჩანს, თუ რამდენად რთულ ნამუშევართან და ფერადი დეტალებით დატვირთულ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე.

თამარ გაბუნია

28 მაისი 2020, 18:59

საზოგადოება

„პლაქვენილის” საკითხზე ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფი იმსჯელებს

ჩვენ მივყვებით მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ამჟამინდელ რეკომენდაციას და „პლაქვენილის” გამოყენება რეკომენდებული არ იქნება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, რომელზეც კლინიცისტები ცალკე იმსჯელებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პლაქვენილის” გამოყენების შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მედიკამენტები, რომლებიც აქამდე იყო მოწოდებული სამკურნალოდ, არის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და ხდებოდა კორონავირუსით დაავადებული პაცოენტებში გამოყენება იმ იმედით, რომ შედეგი იქმებოდა კეთილსაიმედო.

28 მაისი 2020, 18:56

COVID19

რა რისკები ახლავს დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენებას - სპეციალისტის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განმარტებით, საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება და ჰაერს შიგნით ატრიალებს, მაღალ რისკს შეიცავს.