imedi /  28 აპრილი 2020, 20:28 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყო მეტი გაჭირვებული, მეტი გაკოტრებული ეკონომიკური სუბიექტი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

2008 წლის ომისა და მსოფლიო კრიზისის გამო უამრავი პრობლემა შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს, ეს იყო უზარმაზარი პრობლემა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება ამაში ხედავდა შესაძლებლობას - მათთვის მომგებიანი იყო მეტი გაჭირვებული, მეტი გაკოტრებული ეკონომიკური სუბიექტი და ამაში გამოიხატებოდა მათი დამოკიდებულება ადამიანებისა და ქართული ეკონომიკის მიმართ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც მანამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც 2008 წლის ომის შემდგომი და კორონავირუსით გამოწვეული კრიზისების დროს მაშინდელი და მოქმედი ხელისუფლებების ანტიკრიზისული გეგმა შეადარა.

„პრინციპში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარება ალბათ ბევრი არაფრის მომტანია, მაგრამ ხანდახან, კონტრასტისთვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ის, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი, ეკონომიკური სუბიექტებისადმი და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ თქვენ, 2008 წლის ომისა და მსოფლიო კრიზისის გამო უამრავი პრობლემა შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს. ბუნებრივია, ისინი საჭიროებდნენ სათანადო დახმარებას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ჩემს მიერ გამოქვეყნებულ შედარებაში ზედმიწევნით ზუსტად არის მოყვანილი ის ციფრები, რაშიც აისახა სახელმწიფოს მხარდაჭერა - ეს იყო 0 ლარი. იყო გაჩერებული უამრავი მშენებლობა, წლების განმავლობაში ვერ ასრულებდნენ კომპანიები სამშენებლო პროექტებს. უამრავი სასტუმრო და ტურისტული ობიექტი გაკოტრდა. ქობულეთში ადამიანებს ბანკებიდან სესხები ჰქონდათ გამოტანილი და წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მათ დაფარვას, ვინაიდან სახელმწიფომ მათ ხელი არ გაუმართა. შემდეგ ეს პრობლემა ჩვენ გამოგვყვა და წლების განმავლობაში ადამიანებს თავიანთი სახლების დათმობა უწევდათ და ბანკები მათ ქონებას ყიდდნენ. ეს იყო უზარმაზარი პრობლემა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება ამაში ხედავდა შესაძლებლობას - მათთვის მომგებიანი იყო მეტი გაჭირვებული, მეტი გაკოტრებული ეკონომიკური სუბიექტი და ამაში გამოიხატებოდა მათი დამოკიდებულება ადამიანებისა და ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს დამოკიდებულება და ღირებულებებია რადიკალურად შეცვლილი და ალბათ მნიშვნელოვანია, პერიოდულად გავიხსენოთ ეს განსხვავება ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

09 ივლისი 2020, 14:24

სამართალი

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სამინისტრო უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებზე თეთრ პერანგიანი კაცი, რომელიც დიდუბეში გური ამირხანაშვილს ხვდება, ლაშა ლურსმანაშვილია.

სუპერკომპიუტერი „ფუგაკუ“

09 ივლისი 2020, 14:18

COVID19

იაპონურმა სუპერკომპიუტერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური მედიკამენტები დაასახელა

იაპონელმა მეცნიერებმა სუპერკომპიუტერი „ფუგაკუ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების საძიებლად გამოიყენეს. გამოცემა Asahi Shimbun-ის ცნობით, ვირუსთან ბრძოლის პოტენციალი სუპერკომპიუტერმა იმ პრეპარატებში აღმოაჩინა, რომლებსაც თასმისებური ჭიებითა და სხვა პარაზიტებით დაინფიცირების წინააღმდეგ იყენებენ.

ჯორჯ ფლოიდი

09 ივლისი 2020, 14:15

მსოფლიო

მედია: ახალი ჩანაწერის მიხედვით, ჯორჯ ფლოიდი მინიმუმ ოცჯერ ამბობს, რომ ვერ სუნთქავს და პოლიციელებს წყალს სთხოვს

ჯორჯ ფლოიდმა მინიმუმ 20-ჯერ თქვა, რომ ვერ სუნთქავდა, ახსენებდა შვილებს, გარდაცვლილ დედას და ამბობდა, რომ ოფიცრები მას „მოკლავდნენ“ მინეაპოლისის პოლიციის განყოფილებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

09 ივლისი 2020, 14:13

ეკონომიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიები დაასახელა

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ 2019 წელს, 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი 19 პარტიას დაუფიქსირდა, რომელთა შორის ლიდერი „ქართული ოცნებაა“. ჯამში ამ პარტიებმა 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი - 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2020, 14:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სიცრუეა, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო - არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურებულა

სიცრუეა ის, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტს შეაფასა.

„ლელო საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

09 ივლისი 2020, 13:51

პოლიტიკა

„ლელომ საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა. ადგილობრივ ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ოფისის გახხნის ღონისძიებას მამუკა ხაზარაძე დაესწრო, შემდეგ კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს მათი პროგრამა გააცნო და აქტიურობისკენ მოუწოდა.

პაკ ვონ სუნი

09 ივლისი 2020, 13:45

მსოფლიო

სეულის მერი გაუჩინარდა

სამხრეთ კორეაში პოლიცია სეულის მერს, პაკ ვონ სუნს ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

09 ივლისი 2020, 13:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, ჩხრეკა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება.

ზღვაზე შტორმი

09 ივლისი 2020, 13:32

რეგიონი

შავი ზღვის სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმის გამო დღეს ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. „დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

რატი იონათამიშვილი

09 ივლისი 2020, 13:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის“ კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ

„ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის“, კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათმიშვილი სოციალურ ქსელში წერს

09 ივლისი 2020, 13:16

COVID19

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსი დაუდგინდა

Imedinews-ის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას covid-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ქართველი მევენახეებისთვის შექმნა გარანტიები, რათა მათი საქმიანობა დაფასდეს

მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის სუბსიდირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 13:14

საზოგადოება

მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4 000-7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები

09 ივლისი 2020, 13:13

კულტურა

კვლევა: აბორიგენ ამერიკელებს და პოლინეზიელებს ერთმანეთთან კონტაქტი 800 წლის წინ ჰქონდათ

სპეციალისტებმა კონტინენტის და წყნარი ოკეანეს კუნძულების 800-ზე მეტი ადამიანი გენომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღდგომის კუნძულის მოსახლეობის დნმ-ში სამხრეთამერიკელი აბორიგენების გენომის კვალი არსებობს. კერძოდ, საუბარი კოლუმბიაში მცხოვრებ ტომ ზენუსთან მჭიდრო კავშირზეა.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:10

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი კონგრესის კანონპროექტზე: ჩვენ პარტნიორებისგან გვესმის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერის ისეთი მესიჯები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა

ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი აქტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აშშ-დან აქვს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

ფოტოგრაფები ანიმატორები

09 ივლისი 2020, 13:06

საზოგადოება

ფოტოგრაფები, ანიმატორები და ივენთკომპანიების წარმომადგენლები ხალხმრავალი ქორწილების დაშვებას ითხოვენ

ინფექციურ საავადმყოფოსთან სხვადასხვა ივენთკომპანიის წარმომადგენლები, ანიმატორები და ფოტოგრაფები მივიდნენ. მათ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰკითხეს, რატომ არის აკრძალული ქორწილის გადახდა, როდესაც პარალელურად ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამთავრობო თუ სხვა ტიპის თავყრილობები იმართება.

09 ივლისი 2020, 13:01

ეკონომიკა

თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 12:56

საზოგადოება

გარემოს დაცვის მინისტრი: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დავაწესეთ საკმაოდ დიდი სანქციები, რომლებსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10 000, 20 000, 50 000 ლარამდეც, განმეორადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბება დაშვებულ ნორმებთან შედარებით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

თორნიკე შენგელია

09 ივლისი 2020, 12:52

სპორტი

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში განაგრძობს

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში განაგრძობს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი დღეს როგორც მოსკოვის საკალათბურთო კლუბის, ასევე „ბასკონიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე გამართულ 318 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა. განსაკუთრებით წარმატებული კი მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

დავით ზალკალიანი

09 ივლისი 2020, 12:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ოპონენტები ცდილობენ, რომ ლობისტური საქმიანობის შედეგად კონგრესის კანონპროექტში ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს

„იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და არის რეპორტში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ. წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნებთან დაკავშირების შემთხვევაში, მათთვის სანქციების დაწესებასთან. ოპონენტები ცდილობენ, რომ გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში, ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ზალკალიანმა.