imedi /  29 აპრილი 2020, 00:12 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: სააკაშვილის ამ თანამდებობაზე აღმოჩენა იქნება ქართველი ხალხის და მის მიერ გაუბედურებული ადამიანების შეურაცხყოფა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

მიუღებელია საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“, სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა. თეა წულუკიანმა საზოგადოებას ექსპრეზიდენტის წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა.

„თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა საქართველოში და მას უკრაინაში აქვს ჩადენილი დანაშაულები, პირდაპირი მითითება ან აკრძალვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უცხოელი, რომელმაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, არ დაინიშნოს, ასეთი არ არსებობს. მაგრამ არ არის აუცილებელი კანონით აკრძალვა. აქ საუბარია იმაზე, რომ სადაც არ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, რომელიც დამტკიცებულია არაერთი სასამართლოს ინსტანციის მიერ და სააკაშვილის შემთხვევაში, გირგვლიანის საქმეზე, გელაშვილის საქმეზე, „იმედის“ საქმეზე, ასევე 9 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმეზე, ის არის მრავალგზის ნასამართლები. ამ საქმეებს სასამართლოები მოვლილია აქვს და განაჩენები არის ძალაში შესული. შესაბამისად ელემენტარულია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს სურდეს არა ასეთი წარსულის ადამიანები, არამედ ისინი, ვინც მართლა რეფორმატორები არიან და არა მხოლოდ ფასადურად. ვინც სერიოზულები არიან და რ გამოირჩევიან, სააკაშვილის მსგავსად, მხოლოდ ინტრიგების ხლართვით და სუპერ ზედაპირული დამოკიდებულებით ყველანაირი სახელმწიფო საკითხისადმი. როგორც ჩანს არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ უკრაინის შიგნით სააკშვილის ამგვარ მაღალ თანამდებობაზე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაწინაურებას. ჩვენი მთავრობის და სახელმწიფოს პოზიცია არის ყველა დონეზე ცალსახა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ამგვარი კრიმინალის, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა, მრავალი წლის ბრძოლის შედეგად, ძლივს მოვიშორეთ ხელისუფლებიდან, ეს ბოროტება და როგორც მერაბიშვილთან ინტერვიუში თავად გვარამია ამბობს, კოლოსალური კოშმარი, როგორიც იყო მათი ქმედებები. გვარამიამ კასრების საქმეს უწოდა კოლოსალური კოშმარი. მე დავეთანხმები მას და ვეტყვი, რომ მათი მთელი ხელისუფლება იყო ერთი დიდი კოლოსალური კოშმარი, რომელიც ჩვენ ძლივს ჩამოვიშორეთ. ეს რომ მოვახერხეთ, ჩვენ ყველას გვახსოვს, ამნეზია არვის გვჭირს იმედია, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი როლისა და მისი დიდი ძალისხმევის დამსახურება“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, თუკი რადა სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშნავს, საქართველოს მთავრობა კონსულტაციებისთვის ელჩს გამოიწვევს.

„ჩვენი პოზიცია შესაბამისია ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობასთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, რა ტქმა უნდა ვერაფერი მიაყენებს ჩრდილს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ იმ პროცესს, რომ ეს კრიმინალი არ აღმოჩნდეს უკრაინელი ხალხის მმართველი, რადგან ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი იმსახურებს გაცილებით მეტს, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ ამ თემაზე ამგვარი ხისტი პოზიციის ქონას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ იმიტომ, რომ სააკაშვილის ამ თანამდებობაზე აღმოჩენა არის ქართველი ხალხის და მის მიერ გაუბედურებული ადამიანებისა შეურაცხყოფა. ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ჩემი აზრით, ეს დანიშვნა უკრაინელი ხალხისთვის. იმიტომ, რომ უკრაინელმა ხალხმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და სააკაშვილსა და მის პარტიას მისცა ხმები, რომელიც არის 0,4%. შესაბამისად უკრაინელმა ხალხმა მისი პოზიცია სააკაშვილისა და მისი პარტიისადმი გამოხატა. აქ საუბარია ასევე იმაზე თუ რა იქნება ჩვენი რეაქცია, თუ ეს მაინც მოხდა. ჩვენი რეაქცია იქნება ასევ პრინციპული და მკაცრი. ჩვენ ნამდვილად არ მოგვინდება და არ დავაპირებთ, რომ ასეთ ვიცე-პრემიერთან რაიმე ტიპის ოფიციალური ურთიერთობა ვიქონიოთ. ჩვენ მინიმუმ გამოვიწვევთ ელჩს კონსულტაციებისთვის, ყველა დიპლომატმა და არა მხოლოდ, იცის რას ნიშნავს ეს დიპლომატიურ ენაზე. შემდეგ ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ, როგორც ჩვენ უკრაინული მედიიდან და ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მინიმუმ შეფერხდა და ალბათ, შეიძლება არც შედგეს. ის 0,4%, რაც მან არჩევნებში დააგროვა, რა თქმა უნდა ასახვას პოვებს რადაშიც, რადგან რადაში უკრაინელი ხალხის წარმომადგენლები საქმიანობენ და მათ უკეთ იციან, მოეწონებათ უკრაინელებს სააკაშვილი გავიცე-პრემიერება თუ არა. ეს არ არის უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის საქართველოსა და საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მიუღებელია ამ საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა. ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს, და ამ უფლებას ვიყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების გამო, არამედ უკრაინელი ხალხის სასიკეთოდაც“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

ნაჩო სანჩეს ამორი

17 აპრილი 2021, 01:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: ვიმედოვნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიჰყვებიან

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2021, 01:05

მსოფლიო

ზელენსკი: ბაიდენისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გვენ სტეფანი

17 აპრილი 2021, 00:54

ტაბლოიდი

გვენ სტეფანი TikTok-ზე საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი გვენ სტეფანი საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა. მომღერალს ეს კაბა 1995 წელს სიმღერა Don't Speak-ის კლიპის გადაღებაზე ეცვა. ვიდეო მომღერლის TikTok-ის ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

მერაბ ლომინაძე

17 აპრილი 2021, 00:45

რეგიონი

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესი“ არის არა საერთაშორისო, არამედ ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს და ქართულ საზოგადოებას ემსახურება

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, - ამის შესახებ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ჯერი კონოლი

17 აპრილი 2021, 00:43

პოლიტიკა

კონგრესმენი ჯერი კონოლი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ მიბაძოს

კონგრესმენი ჯერი კონოლი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

17 აპრილი 2021, 00:22

ტაბლოიდი

Gucci-მ კარვების წარმოება დაიწყო

იტალიური მოდის სახლმა Gucci-მ სპორტული ტანსაცმლის ბრენდის The North Face-ის მონაწილეობით ლაშქრობებისთვის კარვების წარმოება დაიყო. ამის შესახებ The Sun წერს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 23:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძე

16 აპრილი 2021, 23:38

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“. როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს მზად არიან, გააკეთონ რაღაცები, რაც დოკუმენტში წერია.

16 აპრილი 2021, 23:16

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ Facebook-ზე დაწერა.

ფიდელ კასტრო
რაულ კასტრო

16 აპრილი 2021, 22:57

მსოფლიო

კუბაზე კასტროების მმართველობის ეპოქა სრულდება

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:48

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: უნდა მივესალმოთ და ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად

დღეს პარასკევია და ამ საღამოს ძალიან ძნელია კოლეგებთან კონსულტაციების გამართვა. ორშაბათს პარლამენტში მისვილისთანავე საქართველოზე დავიწყებ ევროპარლამენტარებთან საუბარს. ორშაბათს პირველი ამას გავაკეთებ, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა

16 აპრილი 2021, 22:42

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:20

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება და საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები.

ჯო ბაიდენი

16 აპრილი 2021, 22:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო.

ჰელენ მაკკრორი

16 აპრილი 2021, 22:11

კულტურა

„ალესილი კეპების“ ვარსკვლავი 52 წლისა გარდაიცვალა

სერიალ „ალესილი კეპების“ ვარსკვლავი ჰელენ მაკკრორი 52 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპულ საბჭოში განუცხადეს.

16 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 სთ-დან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი ცუცქირიძე

16 აპრილი 2021, 21:43

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა

სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის, შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

16 აპრილი 2021, 21:40

პოლიტიკა

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. „პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა.ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ავრცელებს.