imedi /  01 მაისი 2020, 00:06 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

ჩვენი ოპონენტები ხშირად გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რომ მთავრობას არ აქვს ხედვა. ჩვენ ამ დროს ვიყენებდით იმის ეფექტურად მართვისთვის, რომ დახმარებების მობილიზება მომხდარიყო და შემდგომ უკვე წარვადგინეთ შემდეგი ეტაპი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას​ მუდმივი კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან და მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა, რაც დღეს ბიზნესის წინაშე დგას ეს არის ფინანსური რესურსების პრობლემა.

„მოგეხსენებათ, რომ ამ კრიზისის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ის ადამიანების შემოსავლებს შეეხო, რომლებიც სავაჭრო ობიექტებში ხარჯავდნენ თავის შემოსავალს. ეს პროცესი ახლა არ არის. მოთხოვნის ნაწილშია პრობლემა და მეორე მხრივ, ლოგისტიკური ჯაჭვი ბიზნესის, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვი ბაზარზე, ასევე შეზღუდულია, რადგან მთავარი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის სიცოცხლეზე ზრუნვაა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ბიზნესში შემოსავლები აღარ არის იმდენი, რაც მანამდე იყო.

„თუმცა მიმდინარე ხარჯები, თუნდაც საბანკო სესხის მომსახურების მიმართულებით, ხელფასის მომსახურებისა და გადახდის მიმართულებით კვლავ აქტუალური და ამას ასახელებს ბიზნესი, როგორც მთავარ პრობლემას. გარდა ამისა, ამ პროცესს ეკონომიკაზეც აქვს თავისი ზეგავლენა და ამაზე დეტალურად ისაუბრა პრემიერმა, როდესაც გუნდთან ერთად ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტის პრეზენტაცია გამართა“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, ჩვენი ეკონომიკის შემცირება მოსალოდნელია 4 %-ით.

„გარდა ამისა, მთლიანი ფინანსური საჭიროება, რაც კრიზისის პერიოდში გვაქვს, ეს დაახლოებით 3,7 მილიარდი ლარის რესურსია და სწორედ ამ რესურსის მობილიზებაზე გვქონდა ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა ჩვენს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.ჩვენი ოპონენტები ხშირად გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რომ მთავრობას არ აქვს ხედვა. ჩვენ ამ დროს ვიყენებდით იმის ეფექტურად მართვისთვის, რომ დახმარებების მობილიზება მომხდარიყო და შემდგომ უკვე წარვადგინეთ შემდეგი ეტაპი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

თორნიკე შენგელია

29 მაისი 2020, 14:47

სპორტი

Eurobasket.com-ის მიერ გამოქვეყნებულ საუკთესოთა სიაში თორნიკე შენგელია მოხვდა

Eurobasket.com-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათამაშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. ამ შემადგენლობაში არის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია. შენგელია დასახელდა ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე საშუალოდ: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი იყო. ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, 25 მაისს კი, სეზონის გაუქმდა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:44

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აინტერესებდათ, რა იყო თვითდასაქმებული

ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:38

საზოგადოება

გიორგი გახარია: 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება 1 მლრდ 76 მლნ ლარია

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი.

29 მაისი 2020, 14:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარეს: მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ

მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა: „ბატონო თავმჯდომარე, მინდა, გთხოვოთ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 11 საათი აქ ვიდექით და ეს იყო სულ ერთ დღის წინ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:31

საზოგადოება

გიორგი გახარია: 2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ

„საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. LIVE

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა, თუმცა წინ კიდევ ერთი მოხსენებაა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 10.5%-ით შემცირდა

ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა. 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ტომაშ პეტრშიჩეკი

29 მაისი 2020, 14:26

პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს ფიციალური Twitter გვერდის მეშვეობით ეხმაურება. „არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID 19 პანდემიის მიუხედავად გრძელდება“, - წერს ტომაშ პეტრშიჩეკი.

ირაკლი სესიაშვილი

29 მაისი 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციას ძლიერი სახელმწიფო და ქვეყნის წარმატება არ აწყობს

პრემიერმა ყველა კითხვას 27 მაისს ამომწურავი პასუხი გასცა. ჩვენს მიღწევებს ვირუსთან ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, ერთადერთი, ვინც ეს ვერ გაიგო, იყო ოპოზიცია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

29 მაისი 2020, 14:10

სამართალი

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება 20 მაისს თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29 მაისი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელო“ საპარლამენტო არჩევნებში თავის კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

როგორც პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, მათ ოცდაათივე ოლქში ეყოლებათ კანდიდატი და არ გამორიცხავენ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გაიარონ. თუმცა როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე ისინი თანახმა არიან.

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან აქცია

29 მაისი 2020, 13:54

რეგიონი

ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეთა ნაწილმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააპროტესტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანი-საბერიოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, სამოქალაქო მოძრაობის "ხმა" ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით მივიდნენ ე.წ. საზღვართან და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

29 მაისი 2020, 13:40

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ახალი ლოგო და კამპანია წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია, სახელწოდებით „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 13:40

საზოგადოება

საგარეო უწყება საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე: საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

დევიდევიდ ნაბარო

29 მაისი 2020, 13:38

COVID19

ჯანმოს სპეციალური წარმომადგენელი: კორონავირუსი არსად გამქრალა - მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს

კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, კორონავირუსი არსად გამქრალა და მსოფლიო ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს.

29 მაისი 2020, 13:38

ეკონომიკა

Renault-ის 15 ათასი თანამშრომელი უმუშევრად დარჩა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Renault-მა მსფოლიოს მასშტაბით განთავსებულ საწარმოებში ჯამში 15 ათასი სამუშაო ადგილი გააუქმა. ამ ნაბიჯით კომპანია €2 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. Renault-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისისგან თავის დასაცავად მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 მაისი 2020, 13:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო

„პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის, ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო, - ამის შესახე ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის საკუთარგვედრზე წერს და Gorbi-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე აცხადებს. „დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი, 55% მზად არის კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ვასილ როინიშვილი

29 მაისი 2020, 13:23

სამართალი

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

უზენაესმა სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს. „ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა სხდომის დაწყებამდე.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

29 მაისი 2020, 13:19

რეგიონი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უკვე ფუნქციონირებს და ბევრ ვიზიტორს იღებს. შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად, ჩვენი გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს. ამიტომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებლებს ვიწვევთ, რომ ნახონ და დაათვალიერონ ეს მართლაც საოცარი გარემო“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.